www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:54 06.02.2017
ნიკა გვარამია - გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა ჩემი და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, „უმოწყალო მონტაჟია“
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა მისი და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, „უმოწყალო მონტაჟია“.

როგორც გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რასაც სუსი-ი სჩადის, დანაშაულია.

„ძალიან დინამიკურად იმუშავა სუს-მა გუშინდელი ჩვენი სიუჟეტის შემდეგ, რომელიც ქალბატონი ნაზღაიძის მიერ ქრთამის აღებას ეხება. ამის გადაფარვა არ გამოვა, მოგიწევთ პასუხის გაცემა. ეს საუბრები არ არის ჩემი და არის დამონტაჟებული. აღებულია ჩემი ხმა ჩემი რამდენიმე საუბრიდან - რაც ვიცანი, არის 4-5 საუბარი და რაც ვერ ვიცანი, კიდევ სხვა საკითხია. ბატონ ადეიშვილთან ჩემი საუბარი ბუნებაში არ არსებობს ან უფრო სწორად არსებობს. მინიმუმ 2 წელია ჩვენ ტელეფონით არ გვისაუბრია, ჩვენი საუბრები შემდგარია კიევში პირისპირ. რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ჩემი კორუფციაში გასვრა, არ გამოვა. რაც შეეხება მამუკა ახვლედიანს, იგი არასდროს წარმოადგენდა ჩემს ინტერესს, მას არასდროს შეხება არ ჰქონია არც „რუსთავი 2“-ის და არც ჩემს საქმესთან... რაც შეეხება ამ ჩანაწერს, ეს არ არის ჩემი და ადეიშვილის საუბარი. ეს არის ჩემი საუბრების კომპილაცია სხვადასხვა ადამიანებთან. ბატონი ადეიშვილის ხმა არის თუ არა, მე ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, მაგრამ თუ არის, ისიც აღებულია, როგორც ჩანს, სხვადასხვა ადამიანებთან მისი საუბრებიდან. შეუიარაღებელი ყურისთვისაც გასაგებია, რომ ეს არის უმოწყალო მონტაჟი და როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს სტუდიაში ახალი ექსპერიმენტების ჩატარება უკვე სატელეფონო საუბრების აწყობა და ამას მაყურებელი იხილავს“, - განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, მსგავსი სიბინძურეების გავრცელებას, მათ შორის პირადი ხასიათისას, უახლოეს დღეებში კიდევ ელოდება.

„არ გამოვა, რაც გინდა ის გამოაქვეყნეთ“, - დასძინა გვარამიამ.

საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა Українська революція მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს. ამჯერად, პორტალის მტკიცებით, აუდიოჩანაწერი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარს ასახავს.

საუბარი, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს შეეხება. ისმის ორი მოსამართლის გვარი - ალავიძე და ახვლედიანი, საიდანაც, როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეა. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ „3 მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს“, ამასთან, ამბობს, რომ „ახვლედიანმა ალავიძეზე ბევრად უფრო მეტი ფასის საქმე შეასრულა“. 

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ადეიშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ „იქ უნდა ჩავიდეს“, რაზეც სავარაუდოდ გვარამია პასუხობს, რომ „ჩაივლის, მაგრამ ყარამანიშვილებთან ლაპარაკის თავი არ მაქვს“ და ყარამანიშვილებს „ავადმყოფს“ უწოდებს, ასევე მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს.

ჩანაწერის ბოლოს სავარაუდოდ ადეიშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ „ეს მარტო მისი კი არა, ყველას პრობლემებია“. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
admlwrsa2017-05-14 10:17:57
RQUiZE <a href="http://zkyelewfnplc.com/">zkyelewfnplc< /a>, [url=http://egkdypwtnobo.com/]egkdypwtnobo[/url], [link=http://yguawrmgbdhx.com/]yguawrmgbdhx[/link] , http://cdtxbhkpglpt.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6682
EUR3.0324
GBP3.4009
RUB3.9852
თბილისი 1°-9°
ქუთაისი 8°-15°
ბათუმი 12°-17°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia