www.people.ge
12:15 16.02.2017
ლეონიდ ჩერნოვეცკი: „მე მესმის, რომ საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობა ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებელთა უმრავლესობისთვის მიუწვდომელია“

ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებს მოუწოდებს დახმარებისთვის სახელმწიფოს მიმართონ: “ძალიან ხშირად ჩემს „ფეისბუქის“ გვერდზე მოდის შეტყობინებები, რომლებშიც ადამიანები მთხოვენ მათ საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობა დავუფინანსო. ადრე, ერთხელ უკვე დავწერე, რომ ჩემი საქველმოქმედო ფონდი  ასეთი ტიპის  ოპერაციებსა და მკურნალობას არ აფინანსებს.

 

ჩვენ ვეხმარებით ავადმყოფ, მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს - სულ,  700 ადამიანზე  ვზრუნავთ და ყოველწლიურად ამ დაჩაგრული მოქალაქეებისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გაწევაზე 2 მლნ ლარს ვხარჯავთ! 2017 წლიდან კი ამ თანხას გავაორმაგებთ!

მე მესმის, რომ საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობა ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებელთა უმრავლესობისთვის მიუწვდომელია, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი და ორგანიზაცია ყველა ასეთი გაჭირვებულის პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია მხარდაჭერა სახელმწიფოსგან!

მსოფლიოში არ არსებობს არცერთი ფონდი და ადამიანი, რომელიც სისტემატურად დაეხმარებოდა ადამიანებს კიბოს ან სხვა საშინელი დაავადებების მკურნალობაში, რომელთა ოპერაციებისთვის საჭიროა ათიათასობით ევრო ან დოლარი! მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, რომელთა წარმომადგენლებსაც ხალხმა ხმა მისცა, ვალდებულია გამოყოს თანხები ამ მიზნით - ასე ხდება ყველა ქვეყანაში!

მოითხოვეთ დახმარება სახელმწიფოსგან ან იმ დეპუტატებისგან, რომლებსაც ხმა მიეცით! მათ კონსტიტუცია ავალდებულებთ ყველას დაეხმარონ!“ - წერს ჩერნოვეცკი.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
იანვარი 2018
იანვარი 2018
იანვარი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.5429
EUR3.1082
GBP3.5214
RUB4.4825
თბილისი -1°-9°
ქუთაისი 5°-10°
ბათუმი 7°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia