www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:59 20.02.2017
ბავშვების ოცნებაა გემრიელად ისადილონ!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 6 მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედას დარეჯან იორდანიძეს გაგაცნობთ.

რა აჭამოს ბავშვებს, რა ჩააცვას, როგორ გაუშვას სკოლაში და ბაღში, როგორ შეიძინოს წამლები თუ ავად გახდებიან... ეს დარეჯანის ყოველდღიური საზრუნავია, რომელსაც საარსებოდ არანაირი რესურსი არ გააჩნია.

დარეჯანმა მძიმე ბავშვობა გაატარა, იმედი ჰქონდა, რომ ოჯახს შექმნიდა და ბედნიერად იცხოვრებდა, მაგრამ აქაც არ გაუმართლა... ბევრი ტანჯვა და დამცირება გადაიტანა. შემდეგ საკუთარ თავში ძალა იპოვა და ახლა 6 პატარა ბავშვთან ერთად სრულიად მარტო ცხოვრობს! თბილისის გარეუბანში პატარა ოთახს ქირაობენ. საცხოვრებელში საპირფარეშო არ აქვთ. ბავშვები რომ დაბანოს, დარეჯანი შეშის ღუმელზე აცხელებს წყალს და შვილებს ოთახშივე, პატარა ტაშტში აბანავებს!

სადილი დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან მოაქვთ. ბავშვებს ყველაზე მეტად ბოსტნეულის წვნიანი და სოსისი უყვართ.  ამბობენ, რომ ამაზე გემრიელი საჭმელი არასოდეს გაუსინჯავთ. მაგრამ სამწუხაროდ ასარჩევად საქმე არ აქვთ.

სიდუხჭირისა და მძიმე სოციალური პრობლემების მიუხედავად, ბავშვები ძალიან ზრდილობიანები და საყვარლები არიან.

10 წლის ნინო დიდი ადამიანივით მსჯელობს. მან იცის, რომ კარგად უნდა ისწავლოს და კარგი სამსახური იშოვნოს, რადგან ეს ერთადერთი გზაა, თავისი ოჯახის და დედიკოს ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

9 წლის ნია და 7 წლის ნიკა დამჯერი ბავშვები არიან და დედიკოს საოჯახო საქმეების კეთებაში ეხმარებიან.

5 წლის ნუკა და 4 წლის ილია თბილ და მყუდრო სახლზე ოცნებობენ, სადაც ბევრი სათამაშო და კანფეტები ექნებათ.

ყველაზე პატარა ანანო მალე 1 წლის გახდება. დარეჯანი ამ დღის მოახლოებას შიშით ელის. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სახელმწიფო ჩვილი ბავშვის საკვებით მხოლოდ წლამდე ეხმარება – „თითქოს ერთი წლის ბავშვს ჭამა აღარ უნდა“ – სიმწრით იღიმის დარეჯანი და ცრემლებს ძლივს იკავებს, შვილების თანდასწრებით რომ არ იტიროს.

„მათ ბევრჯერ აქვთ ნანახი როგორ ტირის დედა...  ახლა ვცდილობ ძლიერი ვიყო, მათ დასანახად მაინც. ეს კი ძალიან რთულია. ჩემს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ფარისებრი ჯირკვალი მაქვს ამოჭრილი, მაგრამ ვერც ვმკურნალობ და წამლებსაც ვერ ვსვამ. 60 ლარიც კი არ მაქვს, რომ ექიმთან კონსულტაცია გავიარო. სულ სუსტად ვარ, ხშირად ვკარგავ გონებას. უფროსმა გოგონამ იცის როგორ უნდა მომიაროს სასწრაფოს მოსვლამდე.“

ამის მოსმენა ძალიან მძიმეა. მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი ამ ოჯახის არაადამიანური ტანჯვის შემსუბუქება!  მათ ყველაზე მეტად პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და წამლები სჭირდებათ. მაგრამ დარეჯანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მარტო არ არის, რომ კეთილი ადამიანები გვერდში დაუდგებიან მას და მის 6 პატარას!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ დარეჯანს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დარეჯან იორდანიძე) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/178/

თუ არ შეგიძლიათ მატერიალურად დაეხმაროთ მათ, ამ ამბის გაზიარებითაც ძალიან შეეშველებით!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
Delly2017-04-08 09:51:12
Hey, you're the goto extrpe. Thanks for hanging out here.

Yancy2017-04-13 23:32:31
Keep it coming, <a href="http://pviseigd.com">wrteirs,</a> this is good stuff.

Jenn2017-04-14 20:25:38
Hey, sublte must be your middle name. Great post! http://rgxrnfhyi.com [url=http://eprrcoviw.com]eprrcoviw[/url] [link=http://stkoihilv.com]stkoihilv[/link]

Artrell2017-04-15 14:31:20
I <a href="http://bzgggnar.com">din'dt</a> know where to find this info then kaboom it was here.

Bubbi2017-04-16 07:15:53
Deep thought! Thanks for coinuibrtntg. http://vyvwujwrrus.com [url=http://zwbmfuu.com]zwbmfuu[/url] [link=http://bhhdld.com]bhhdld[/link]

rqxpeumnel2017-04-26 13:45:08
3fZmo7 <a href="http://hzeanznssyzz.com/">hzeanznssyzz< /a>, [url=http://gkbpqokwxnuf.com/]gkbpqokwxnuf[/url], [link=http://kzrjajiulkvr.com/]kzrjajiulkvr[/link] , http://hccwoxqrfjri.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6609
EUR3.0286
GBP3.3562
RUB4.0071
თბილისი 4°-9°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 7°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia