www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
11:58 22.02.2017
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად დღის ცენტრს გახსნის!

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ  ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად თბილისში  დღის ცენტრს გახსნის:  “საქართველო საოცარი სილამაზის, დაუჯერებლად მშვენიერი ბუნებისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე ქვეყანაა. ასეთ დალოცვილ მხარეში ადამიანები ბედნიერები და უზრუნველყოფილები უნდა იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის... მრავალი ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრება ძალიან მძიმეა. ჩვენს თანამემამულეებს შორის არიან ისეთებიც, ვინც ფაქტობრივად, გადარჩენისთვის იბრძვის! ადამიანები უმძიმეს პირობებში არსებობენ, მათ არ გააჩნიათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ან რაც კიდევ უფრო უარესია - ნელ-ნელა ნანგრევებში ან ქუჩაში იღუპებიან!

ბუნებრივია, ყველაზე მეტად უჭირთ საბრალო მოხუცებს - მათ, ვისაც ამ ქვეყანაზე არავინ არ ჰყავთ, რომლებიც ყველამ მიატოვა და დაივიწყა, მათ შორის სახელმწიფომაც. ისინი მთელი ცხოვრება გულმოდგინედ და პატიოსნად შრომობდნენ, დღეს კი, უწევთ მცირე სოციალური დახმარებისა და მათთვის სრულიად უცხო ადამიანების გულმოწყალების იმედად იყვნენ!

აუცილებელია რამე შევცვალოთ და ამ საბრალოების გადასარჩენად გამოსავალი მოვძებნოთ! ამიტომ ჩვენ ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ ახალი სოციალური პროექტის განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს გაჭირვებული და უპოვარი ადამიანების დახმარებას. მისი ყოველი შემადგენელი უდიდესი შრომის შედეგია, იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველი უბედური ადამიანები გადარჩნენ!

დიდი სიხარულით და მართალი გითხრათ, სიამაყით გვსურს გამცნოთ, რომ სულ მალე ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად დღის ცენტრს გახსნის!

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ადგილი მათთვის მშვიდ ნავსაყუდელად იქცევა, სადაც ისინი შეძლებენ ცოტა ხნით მაინც დაივიწყონ თავიანთი პრობლემები, მიიღონ ცხელი სადილი, გათბნენ, შეიჭრან თმა, გაირეცხონ ტანსაცმელი ან ახლით შეიმოსონ, მიიღონ სამედიცინო მომსახურება და საჭირო მედიკამენტები. 

ასევე, აქ ნებისმიერი გაჭირვებული ადამიანი შეძლებს მიიღოს არა მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება, არამედ იურთიერთოს სხვებთან, უყუროს ტელევიზორს, წაიკითხოს წიგნები და ისარგებლოს ინტერნეტით.

რაც შეეხება ჩვენს მისიას, ის შემდეგში მდგომარეობს: გვსურს დავეხმაროთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ადამიანური სიკეთის რწმენა დაკარგეს, დავანახოთ, რომ ასე არის! ჩვენ მათ სიცოცხლის ხალისსა და სხვების დახმარების სურვილს დავუბრუნებთ, რადგან ხელგაშლილობა და სიკეთე ის მცირედია, რასაც შეუძლია სამყარო უკეთესი გახადოს!” - წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი თავის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7268
EUR3.2176
GBP3.6097
RUB4.575
თბილისი 5°-17°
ქუთაისი 12°-21°
ბათუმი 13°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia