www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:27 06.03.2017
ლეონიდ ჩერნოვეცკი: „თუ რამეს ვაკეთებთ, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მოცემული დახმარებით ყველამ შეძლოს სარგებლობა“

ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ყურადღებას ამახვილებს უფასო სასადილოების ხელმიუწვდომლობაზე მძიმე დაავადებების მქონე პირთათვის და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ამ მოქალაქეებისთვის სპეციალური ტრანსპორტი გამოყოს: “საქართველოს ბევრ რეგიონში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასო სასადილოებია გახსნილი, მაგრამ უფასო სადილის მიღების უფლებით სარგებლობა ყველა შეჭირვებულს როდი შეუძლია. მარტოხელა, მძიმედ დაავადებულ, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს სასადილომდე დამოუკიდებლად მისვლა არ ძალუძთ, სადილის მიმტანი კი არავინ ჰყავთ! ხოლო, სამწუხაროდ, მწოლიარე ავადმყოფებისთვის საკვების შინ მიტანას, მოცემული სახელმწიფო პროგრამა არ ითვალსწინებს.

ჩემი საქველმოქმედო ფონდი თბილისში მსგავსი პრობლემების მქონე 600 ადამიანზე ზრუნავს. მათი უმრავლესობა მოხუცი, ავადმყოფი და ყველასგან მიტოვებულია... ამ ხალხს მხოლოდ ფონდი პატრონობს! ჩვენი ბენეფიციარებისთვის სოციალური სასადილოებიდან სადილი ყოველდღიურად მიგვაქვს, მაგრამ არ ძალგვიძს ყველა გაჭირვებულს დავეხმაროთ!

ამიტომ მსურს მივმართო საქართველოს სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობას და პირადად თბილისის მერს, ნარმანიას: რა აზრი აქვს ადამიანს მისცე უფასო სადილი, თუ ის მას ადგილზე ვერ მიირთმევს და ვერც სახლში წაიღებს?! მიმაჩნია, რომ თუ რამეს ვაკეთებთ, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მოცემული დახმარებით ყველამ შეძლოს სარგებლობა, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა!

იყავით კეთილები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არჩევნებზე მხარს გიჭერენ, ნუ ეტყვით მათ უარს კვებაზე - დღეში ერთხელ მაინც, მრავალი მათგანი ხომ ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს და შიმშილით დაიღუპება.

მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დაკავდეთ ამ პრობლემის გადაჭრით და გამოყოთ ტრანსპორტი, რომელიც მუნიციპალური სასადილოებიდან მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ, ავადმყოფ ადამიანებს საკვებს შინ მიუტანს!“ - წერს ჩერნოვეცკი.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 10°-22°
ქუთაისი 13°-26°
ბათუმი 17°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia