www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
10:07 15.03.2017
ელისო კილაძის შვილის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების გარეშე მის გათავისუფლებას მოითხოვს, ბრალდება კი დაცვის მხარის ვარაუდით, დაპატიმრების შუამდგომლობას დააყენებს. მას ბრალი გუშინ საღამოს წარუდგინეს, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

“ბრალდების მხარის მტკიცებულებებში არის მხოლოდ პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, რომლიდანაც თითქოს ერთ-ერთმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, წავიდა რამდენიმე თანამშრომელი, დააკავეს და მას ამოუღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ამ მტკიცებულებებით თუ უნდათ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება, ეს საკმაოდ გაუჭირდებათ,“ - განაცხადა არჩილ ჩუბინიძემ.

დაკავებულის დედა, ჟურნალისტი ელისო კილაძე შვილის დაკავებას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს. კილაძე აცხადებს, რომ შვილის თავისუფლების სანაცვლოდ არავის გაურიგდება.

 „8-დან 20 წელი ძალიან დიდი თავხედობაა ბატონებო თქვენის მხრიდან. მე მინდა ივანიშვილის ხელისუფლებას ვუთხრა, მე თქვენი არ მეშინია, ქრონიკა პლუსი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. ვიცი, რომ ჩემი შვილი არის თქვენი მძევალი. არანაირ საპროცესო გარიგებაზე რა თქმა უნდა, საუბარი არ იქნება, არანაირი პირობებით. ამიტომ, ვთხოვ პროკურატურას, რომ ამას ნუ შემომთავაზებენ,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

უკვე ცნობილია, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს გამოძიება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაკოტიკული საშუალება ბუპრე-ნორფინის შეძენა-შენახვას ედავება.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
დეკემბერი 2017
დეკემბერი 2017
დეკემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.6258
EUR3.0916
GBP3.4999
RUB4.4624
თბილისი 0°-9°
ქუთაისი 3°-15°
ბათუმი 7°-14°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia