www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:09 15.03.2017
პატარა ქეთი საშინელი ტკივილებისგან იტანჯება!

3 წლის წინ გიგი და ანა ჯულაყიძეების ოჯახში მეორე ქალიშვილი დაიბადა. მათი ყოველდღიური ცხოვრება ბავშვზე სასიამოვნო ზრუნვით აივსო. დრო გადიოდა, ქეთიმ ტიტინი დაიწყო, სიარული ისწავლა, ჯანმრთელი და ძალიან საყვარელი გაიზარდა, მაგრამ 2016 წელს ოჯახის ბედნიერი ცხოვრება დასრულდა.

ეზოში, ბავშვებთან თამაშისას, ქეთი წაიქცა. პატარამ ღვიძლი დაიზიანა, ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ გოგონას 2 ურთულესი ოპერაციის გადატანა დასჭირდა. მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა და საბოლოოდ ქეთის გული გაუჩერდა...

სასწრაფო დახმარების მანქანით ბავშვი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს, გული კვლავ ამუშავდა, მაგრამ ცნობიერების დაბრუნება ვერ შეძლეს. ქეთის მდგომარეობა დღემდე კრიტიკულად მძიმეა. უკვე ნახევარი წელია ბავშვი ყელში და ცხვირში ჩადგმული მილების საშუალებით იკვებება და სუნთქავს.

ქეთის მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს, მას ინტენსიური, ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება. მაგრამ ოჯახმა ყველა რესურსი უკვე ამოწურა. მათ შვილისთვის ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვთ. მამას სამსახურისთვის თავის დანებება მოუხდა, რადგან მძიმე ავადმყოფი შვილის მოვლა ძალზედ ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

„მჯერა, რომ ქეთი მალე კარგად გახდება, რომ ეს საშინელი ტკივილები დაეხსნება მის პატარა სხეულს, რომ ოდესმე კიდევ დამიძახებს დედას, მჯერა, რომ კეთილი ადამიანების წყალობით შევძლებთ ქეთი სიკვდილს გამოვლიჯოთ ხელიდან და დავამარცხოთ მისი ავადმყოფობა!“ – ამბობს ანა და ცრემლებს ვერ იკავებს.

დამოუკიდებლად ეს ოჯახი ვერ შეძლებს შვილის გადარჩენას. ამიტომ გთხოვთ, ერთიანი ძალებით დავეხმაროთ მათ. ადამიანის ცხოვრებაში ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების ჯანმრთელობაა!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას პატარა ქეთის გადასარჩენად. ამ ოჯახისთვის ყველანაირი დახმარება მნიშვნელოვანია! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003  ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ქეთი ჯულაყიძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/donate/182/

ნებისმიერი სახის დახმარება ქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! პატარა გოგონას სიცოცხლე ჩვენს ხელშია!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მარტი 2019
მარტი 2019
მარტი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
25262728123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.6861
EUR3.0407
GBP3.5636
RUB4.1133
თბილისი 2°-8°
ქუთაისი 2°-9°
ბათუმი 4°-5°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia