www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
13:19 31.03.2017
სასამართლო მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტი ჯგუფის” დამფუძნებლების მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

”თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია ‘’ცენტრ პოინტი ჯგუფის’’ წარმომადგენლების მიერ განხორციელებული თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულების მაია მ.-სა და რუსუდან კ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ბრალდებული რუსუდან კ. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით, სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს. 

მათ ბრალად ედებოდათ თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (5 ეპიზოდი), მათვე ბრალად ედებოდათ მითვისება, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება (2 ეპიზოდი), ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი ჯგუფურად უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონების შეძენა) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (შპს მზიური ველის ეპიზოდი). 

ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მათი მხრიდან თაღლითობისა („ცენტრ-პოინტი ინვესტის“, „ცენტრ-პოინტი კრწანისის“, „ცენტრ-პოინტ სიტის“ და შპს „მზიური ველის“, შპს „ცენტრ-პოინტ სიტის“ ეპიზოდები, ასევე მიწების და გაწერის ეპიზოდი - 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და მითვისების (ე.წ. „წილების“ და შპს „მზიური ველის“ ეპიზოდები) ჩადენის ფაქტი ყველა ეპიზოდში, ხოლო გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდების ნაწილში. 2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, რუსუდან კ.-სა და მაია რ.-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით”, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები:
Seston2017-04-08 07:34:28
Je serai pour le mariage gay lorsque l&nsquo;irceste et la polygamie seront enfin reconnus pour ce qu’ils sont : actes majeurs, épanouissants, de la liberté sesculelle des humanoïdes !

Gloriana2017-04-08 20:08:01
In awe of that <a href="http://dfgwmnlm.com">anwrse!</a> Really cool!

Mattingly2017-04-14 09:54:40
I really wish there were more areilcts like this on the web. http://hadwqmjroz.com [url=http://ndztnwpkq.com]ndztnwpkq[/url] [link=http://wcqutzyzsgs.com]wcqutzyzsgs[/link]

Eldora2017-04-15 04:50:12
An answer from an expert! Thanks for <a href="http://ibkhvzul.com">cotibnruting.</a>

Debra2017-04-16 01:26:43
Thank God! Soneome with brains speaks! http://aqtghw.com [url=http://uuqvuvjbp.com]uuqvuvjbp[/url] [link=http://mnmsjfnty.com]mnmsjfnty[/link]

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
მაისი 2018
მაისი 2018
მაისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.4491
EUR2.8711
GBP3.271
RUB3.9712
თბილისი 16°-30°
ქუთაისი 16°-28°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia