www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
10:55 29.05.2014
„დედამ დაადანაშაულა ყოფილი ქმარი, - საკუთარი შვილის გაუპატიურება უნდოდაო“
კვირის პალიტრა

"მამა სვამდა.... გოგონა ამბობდა - მამას საკუთარი შვილები ჰყავს გასაზრდელიო, თითქოს თვითონ თავს არც თვლიდა მამამისის შვილად."

"ბავშვი დედასთან იზრდებოდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად ისევ მამასთან დაბრუნდა."

როგორც ამბობენ, ცხოვრებისთვის არაფერია უცხო, თუმცა არის თემები, რომელიც ვერც ჩვეულებრივს დაარქმევ და ვერც ვერასოდეს შეეგუები, - ეს შეუძლებელია. ასეთი თემები მასობრივ შოკს იწვევს და მათი გამამართლებელი კანონი არ არსებობს. ზუსტად ასეთი კლასიფიკაცია ეძლევა სოფელ ხორნაბუჯში მომხდარ ინციდენტს, სადაც ღვიძლ მამას 15 წლის ქალიშვილის გაუპატიურების მცდელობაში ედება ბრალი...

მამაკაცი წინასწარ პატიმრობაშია აყვანილი. გამოძიება დანაშაულის უტყუარობას საბოლოოდ დადგენს. თუმცაღა ისტორია, რომელიც ამაზრზენ ბრალდებამდე მივიდა დაახლოებით ასე ვითარდებოდა...

ნ. გ. - სოფელ ხორნაბუჯის მკვიდრი:

- იმ კაცს, რომელსაც შვილის გაუპატიურებაში ედება ბრალი, ყველა ვიცნობთ. ასეთი რამ, ჩემი აზრით, მარტო სულიერად ავადმყოფ ადამიანს შეეძლო გაეკეთებინა და ეგ მაგისთანა შთაბეჭდილებას არ ტოვებს... როგორც გავიგეთ,საჩივარი ბავშვის ღვიძლმა დედამ შეიტანა. მან დაადანაშაულა ყოფილი ქმარი, - საკუთარი შვილის გაუპატიურება უნდოდაო. თუ იცოდა მისი ქმარი რა სულისაც იყო, რატომ გამოუშვა საცოდავი ბავშვი სოფელში მამასთან და დედინაცვალთან საცხოვრებლად? ან თუ არ იცოდა, რატომ არ იცოდა, - სანამ დაშორდებოდა, ამ კაცის გვერდზე ხომ ცხოვრობდა და როგორ ვერ მიხვდა, მის ქმარს რა სული ჰქონდა? უჭირდა თუ ულხინდა, არ ერჩია, შვილი თავის გვერდით ჰყოლოდა? ცხოვრება რატომ დაუნგრია? 

- როგორც გავიგე, გოგონას დედამ, იმის მიუხედავად, რომ ქმართან გაყრილი იყო, შვილის აღზრდა ყოფილ ქმარსა და მის მეორე ცოლს მიანდო. ალბათ მატერიალური მდგომარეობის გამო...

- ეგ ჩვენ არ ვიცით. ეს ბავშვი დედასთან იზრდებოდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად ისევ მამასთან დაბრუნდა. ამ დროს მამამისს უკვე 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა მეორე ცოლთან... 

- დედინაცვალი გერს ცუდად ხომ არ შეხვდა?

- მაგას ვერ ვიტყვით... ამ ქალს ნამდვილად არ ეტყობა, რომ ცუდი ადამიანია. შვილები სუფთად და მოვლილი ჰყავს და საბავსო ბაღშიც დაჰყავს.. არც გერთან მისი ჩხუბი გაგვიგია... მიუხედავად იმისა, რომ იოლი ცხოვრების პირობები არ ჰქონდა...

- რატომ?

- ძალიან გაჭირვებულები არიან და იმიტომ. სოციალურ დახმარებას იღებენ და ძირითადად იმის იმედზე არიან...

- რატომ, ოჯახში არავინ მუშაობდა? თუ რაიმე სხვა მიზეზიც არის მათი გაჭირვების? ეს ადამიანი ხომ არ სვამდა?

- ჰო, ეგრეც შეგვიძლია ვთქვათ... გოგო კი ძალიან კარგი ბავშვია. წესიერი და წყნარი გოგოა.

შ. მ; დაზარალებული გოგონას მასწავლებელი: 

- თავზარდაცემულები ვართ. ვისზეც არის საუბარი, ისეთი კარგი მოსწავლეა, ნეტა ასეთი ბევრი გვყავდეს. ნებისმიერ თემას, რასაც აუხსნი, იქვე გამოვა დაფასთან და მოგიყვება, ისეთი ნიჭიერია, გაგაკვირვებს... ყველაზე მეტად ის გვაწუხებდა, რომ სახლში ვერასოდეს წერდა დავალებას... ვერც ვუჯავრდებით ამის გამო, - სახლში ბავშვს 3 მცირეწლოვანი და-ძმა ჰყავს და ასეთ პირობებში ძალიან ძნელია სახლში მეცადინეობა. ამის გამო გაკვეთილებსაც ხშირად აცდენს, - ბავშვებს უტოვებენ მოსავლელად და სკოლაში ვეღარ მოდის.გაცდენების გამო ერთი წელიც კი გააცდინა სკოლაში და კლასში ჩარჩა. 

- მის აკადემიურ მოსწრებით მამა არასოდეს დაინტერესებულა?

- არა. სხვათა შორის, დედინაცვალი დადის სკოლაში, მას უფრო აინტერესებს გოგონას აკადემიური მოსწრება, ვიდრე მის ღვიძლ მამა. ვფიქრობთ, რომ ამის მიზეზი ის იყო, რომ ბავშვის მამა სვამდა... თუ ექსკურსიაზე მივდიოდით, ფულის გამოც დედას ურეკავდა. ვეკითხებოდით, მამას რატომ არ სთხოვო და, - მას საკუთარი შვილები ჰყავს გასაზრდელიო, თითქოს თავს თვითონ არც თვლიდა მამამისის შვილად.

- ანუ ეტყობოდა, რომ მის თავს მამასთან დაკავშირებით რაღაც ხდებოდა? გავრცელებული ინფორმაციით, მამა ხშირად ცდილობდა მასზე ძალადობას... დედინაცვალი კი ამ ფაქტს უარყოფს..

- შეიძლება იმიტომ უარყოფს, რომ თავისი შვილების დაცვა უნდა, რომ მომავალი იმათაც არ გაუმრუდდეთ, თუ შეიტყობენ, როგორი მამა ჰყავდათ... მაგრამ ეს რას გამოასწორებს? თავად გოგონა კი საერთოდ, გულჩათხრობილი ბავშვია, მინიშნებითაც არასოდეს მიგვანიშნებდა, მაგრამ თითქოს მუდამ რაღაც აწუხებდა... არც კი ვიცით, რაც მოხდა იმის შემდეგ ან როგორ დავამშვიდოთ, ან რა ვუთხრათ... 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7268
EUR3.2176
GBP3.6097
RUB4.575
თბილისი 6°-14°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 12°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia