www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
12:45 08.05.2017
მართვის მოწმობისთვის 1-ელ ივლისს მინიჭებული 100 ქულა ძალაში 2018 წლის 1-ელ იანვარამდე იქნება
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში შსს-ში პრეზენტაცია მიმდინარეობს, სადაც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღების საკითხს დეტალურად განიხილავენ. 

შსს-ს ცნობით, 2017 წლის 1-ელ ივლისიდან, თითოეულ მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა, რომელიც ძალაში იქნება 2018 წლის 1-ელ იანვრამდე. 2018 წლიდან კი მართვის მოწმობას კალენდარული წლის განმავლობაში მიენიჭება 100 ქულა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევს დარიცხული ქულების შემცირებას. ქულების რაოდენობით 0-მდე, ან 0-ზე ნაკლებ რიცხვამდე შემცირება იწვევს მართვის მოწმობის მფლობელი პირისთვის მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით. 

მართვის უფლების ვადამდე აღდგენა შესაძლებელია, თუ პირი წარმატებით ჩააბარებს მართვის უფლების მისაღებ გამოცდას და ამისთვის გამოცდაზე გასვლა წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება.

შსს-ს უფლებამოსილი ორგანო ელექტრონული ფოსტით, ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით მართვის უფლების გაუქმების რისკის შესახებ გააფრთხილებს იმ პირს, რომლის მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობა 50 ქულამდე, შემდეგ კი 20 ქულამდე შემცირდება. 

ზოგიერთი სამართალდარღვევისთვის ქულები შემდეგნაირად განისაზღვრება: ალკოჰოლური/ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემა - 30-40 ქულა: ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის, ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 5 ქულა. 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა - 15 ქულა. 

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა - 5-20 ქულა. 

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება, ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის/მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა - 15-35 ქულა. 

სანტრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15კმ/სთ-დან მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-სა - 10 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - 20 ქულა.

სანტრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა - 20 ქულა.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2017
აგვისტო 2017
აგვისტო 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.3885
EUR2.7936
GBP3.0716
RUB4.0193
თბილისი 20°-32°
ქუთაისი 22°-32°
ბათუმი 23°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia