www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:50 22.05.2017
სკოლიდან პირდაპირ – საავადმყოფოში…

რას გრძნობთ, როდესაც შვილებს სკოლაში უშვებთ? ოდესმე გიფიქრიათ, რომ სკოლიდან მომავალი ბავშვი სახლის მაგივრად საავადმყოფოში მოხვდება? ამაზე ფიქრმაც კი შეიძლება გაგაგიჟოთ!

10 წლის ლიზი გერსამიას ისტორია ყველა ადამიანის გულს ატკენს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შვილები ჰყავთ!

ეს ამბავი ქალაქ ფოთში 2014 წლის მარტში მოხდა. პატარა ლიზი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. წვიმდა, გზაზე დიდი სიჩქარით მანქანა მოქროდა... ახალგაზრდა, გამოუცდელმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და პატარა გოგონას დაეჯახა. ერთმა წამმა ხაზი გადაუსვა ლიზის ბედნიერ ცხოვრებას და  მთელი ოჯახი გაანადგურა...

ლიზი კომაში იყო, თვეების განმავლობაში რეანიმაციაში იწვა. ექიმები არადამამშვიდებელ პროგნოზებს აკეთებდნენ და მშობლებს უარესისთვის ამზადებდნენ.

მათი უბედურების სიტყვებით აღწერა ძალიან ძნელია. შვილის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდნენ. ყველაფერი გაყიდეს რაც კი გააჩნდათ, შვილი სამკურნალოდ თბილისში ჩამოიყვანეს და ახლა უსახსრობის გამო ხან ვინ შეიფარებს მათ დროებით, ხან ვინ...

მშობლებმა იციან, რომ ლიზი ისეთი აღარ იქნება როგორც ავტოკატასტროფამდე, რომ ის აღარ იმღერებს და იცეკვებს გაუჩერებლად... მაგრამ მთავარია რომ ლიზიმ იცოცხლოს!

ოჯახმა, ნათესავებმა, ნაცნობებმა, კლასელებმა, ყველამ წვლილი შეიტანეს ლიზის სამკურნალოდ თანხების მობილიზებაში. რეაბილიტაციამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ლიზიმ თვალები გააღო, ყლაპვა და ხელის მოძრაობა შეძლო. მაგრამ, როგორც კი რეაბილიტაცია შეაჩერეს თანხების უქონლობის გამო, ლიზის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. მშობლებმა აღარ იციან ვის მიმართონ დახმარების თხოვნით.

ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს აქციას პატარა ლიზის დასახმარებლად! მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტები და სარეაბილიტაციო კურსი. ეს ლიზის გამოჯანმრთელების გარანტიაა!

ეს საბედისწერო დღე რომ არ ყოფილიყო, ლიზი ახლა მეოთხე კლასში იქნებოდა, ისეთივე სიცოცხლით სავსე, მხიარული, კისკისა გოგონა!

წარმოიდგინეთ როგორ მძიმედაა ახლა ლიზი, როგორ უჭირთ მის მშობლებს და იმოქმედეთ თქვენი გულის კარნახით!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ლიზის თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება ლიზი გერსამია) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/191-gersamia/

გთხოვთ აჩუქეთ პატარა ლიზის ჯანმრთელობა!

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




სარეკლამო ადგილი - 28
300 x 300
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სარეკლამო ადგილი - 6
300 x 250
ივნისი 2017
ივნისი 2017
ივნისი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
სარეკლამო ადგილი - 7
300 x 250
ვალუტა ამინდი
USD2.408
EUR2.6881
GBP3.0512
RUB4.0271
თბილისი 13°-26°
ქუთაისი 16°-26°
ბათუმი 19°-24°
სარეკლამო ადგილი - 8
300 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
300 x 250
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia