www.people.ge
09:51 22.05.2017
სასტიკი არჩევანი – ტკივილსა და შიმშილს შორის!

ამბობენ, არჩევანი ყველას და ყოველთვის აქვსო... მაგრამ რაოდენ სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს ეკატერინე ივანაურს უკვე 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი არჩევანი აქვს, გაუძლოს შიმშილს ან გაუსაძლისი ტკივილებით დაიტანჯოს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ 21–ე საუკუნეში ადამიანი ირჩევდეს შიმშილისგან დაუძლურებულმა დალიოს სიცოცხლე თუ ტკივილებით დაიტანჯოს?

ეკატერინე ჯანმრთელი, მხიარული და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. მუშაობდა და ბედნიერად ცხოვრობდა. როდესაც წელის არეში დისკომფორტი იგრძნო, ყურადღება არც კი მიუქცევია, მაგრამ როდესაც ტკივილი გაუსაძლისი გახდა, ეკამ ექიმს მიმართა.

„ხერხემლის თიაქარი გაქვთ და ოპერაციის შემდეგ, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებით“ – უთხრა ექიმმა . ეკა ოპერაციაზე დიდ იმედებს ამყარებდა და დიდი სიხარულით დაწვა საავადმყოფოში.

მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა... ორი დღე რეანიმაციაში იწვა. ტკივილები უფრო გაძლიერდა... გადაწყვიტეს, ხელმეორედ გაეჭრათ. ამანაც არ უშველა და ორ კვირაში მომდევნო ოპერაცია დაგეგმეს. ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ... და კიდევ... ჯანმრთელი ადამიანისგან ეკატერინე საცდელ ბაჭიად გადააქციეს... ის ყავარჯნებით ძლივს გადაადგილდებოდა და მორიგი ოპერაციის შემდეგ ხერხემლის დაზიანება იმდენად ძლიერია, რომ საერთოდ ვეღარ დგება საწოლიდან. ყველაფერთან ერთად, ეკას ტროფიკული წყლულები გაუჩნდა.

5 წლის განმავლობაში, მან 11 ოპერაცია გადაიტანა! გაუსაძლის ტკივილებს, კატასტროფული უსახსრობაც ემატება. პენსია და სოციალური შემწეობა 80 ლარის ოდენობით არც ტკივილგამაყუჩებელ წამლებზე ჰყოფნის და არც საკვების შესაძენად. ამიტომ ეკა ყოველ დღე ირჩეევს ისადილოს, თუ ტკივილებს მოაკვლევინოს თავი.

ეკას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ ხომ შევძლებთ მას სატანჯველი შევუმსუბუქოთ? ხომ შევძლებთ, ცოტა ხნით მაინც დავავიწყოთ საშინელი ტკივილები. მას სრული ბედნიერებისთვის ელემენტარული რამ სჭირდება – რომ აღარ ეტკინოს!

გთხოვთ არ დაივიწყოთ ის ადამიანები, ვინც ჩვენს გარეშე თავის სატანჯველს ვერ გაუმკლავდება! თუ გაქვთ სურვილი და საშუალება დახმარება აღმოუჩინოთ ეკატერინეს მედიკამენტების, პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ანGE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ეკატერინე ივანაური) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/187-ivanauri/

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სექტემბერი 2017
სექტემბერი 2017
სექტემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.4808
EUR2.9546
GBP3.3466
RUB4.2708
თბილისი 16°-31°
ქუთაისი 18°-34°
ბათუმი 22°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia