www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:39 16.06.2017
მშიერი ბავშვები 21–ე საუკუნეში!

„ვის არ მივმართეთ დახმარების თხოვნით, სახელმწიფო უწყებებიც შევაწუხეთ, მაგრამ ელემენტერული დახმარებაც კი არავისგან მიგვიღია... ჩერნოვეცკის ფონდი ბავშვების უკანასკნელი იმედია. გთხოვთ, გადაარჩინეთ კიდევ ერთი მრავალშვილიანი ოჯახი!“

ეს წერილი ანა ფესვიანიძეს ეკუთვნის, სოფელი ოჩხამურიდან, რომელსაც ბავშვები შიმშილისგან ეღუპება. პატარა ელენე სამი წლისაა, ირინა ექვსის, ზურიკო ათის, ნოდარი ცამეტის, თინათინი თექვსმეტის. მშობლებს ძალიან უყვართ შვილები, მაგრამ სამწუხაროდ სიყვარულის გარდა ყველაზე აუცილებელსაც კი ვერ აძლევენ.

ავადმყოფობამდე, მამა მუშაობდა და ოჯახს ინახავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები შეექმნა და ფიზიკურად მუშაობა ვეღარ შეძლო, ოჯახის მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა.

ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობენ, ყოველგვარი პირობების გარეშე. ამ ნაგებობას „სახლი“ მხოლოდ პირობითად შეიძლება დავარქვათ. აქ არც წყალია გაყვანილი, არც გაზი და დენიც რამოდენიმე თვეა ჩაჭრილი აქვთ.

დედა შვილებთან ერთად წყალს ეზოდან ეზიდება, მაგრამ წყლის სახლამდე მოტანა პრობლემა არ იქნებოდა, ხელ–პირის დასაბანი ადგილი მაინც რომ ჰქონოდათ. ბანაობა ოჯახისთვის ცალკე პრობლემაა, ისინი მეზობლებთან ბანაობენ... საპირფარეშო და სამზარეულო კი ერთ ოთახში არის განლაგებული...

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ 21–ე საუკუნეში მშობლებს მშიერი შვილების დაძინება უწევთ, მხოლოდ იმ იმედით, რომ ხვალ შეიძლება კეთილმა ადამიანებმა საკვები მიუტანონ.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უქონლობის გამო ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, არა და სწავლა ძალიან უნდათ... მუდმივი უჭმელობის, სიცივის და ნესტის გამო ისინი ხშირად ხდებიან ავად. წამლების ყიდვა კი მშობლებს არ შეუძლიათ. თუ ერთი ბავშვისთვის წამალს შეიძენენ, სხვები მშივრები დარჩებათ.

გულთან ახლოს მიიტანეთ მათი გასაჭირი და იმოქმედეთ! ოჯახს სასწრაფოდ ესაჭიროება ნებისმიერი სახის დახმარება: პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი...

ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას რომანაძეების ოჯახის დასახმარებლად, თუ გაქვთ საშუალება თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: რომანაძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/199-romanadze/

არ დარჩეთ გულგრილნი, ერთად ვაკეთოთ ღვთისათვის სათნო საქმეები. უფლისთვის ყველაზე კარგი საქციელი სრულიად უცნობი გაჭირვებული ადამიანების დახმარებაა!

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




სარეკლამო ადგილი - 28
300 x 300
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სარეკლამო ადგილი - 6
300 x 250
ივნისი 2017
ივნისი 2017
ივნისი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
სარეკლამო ადგილი - 7
300 x 250
ვალუტა ამინდი
USD2.408
EUR2.6881
GBP3.0512
RUB4.0271
თბილისი 14°-26°
ქუთაისი 17°-26°
ბათუმი 20°-25°
სარეკლამო ადგილი - 8
300 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
300 x 250
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia