www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
13:16 15.08.2017
ბევრი ბავშვი წელს სკოლაში ვერ წავა

უკან მოხედვას ვერ მოვასწრებთ ისე ჩაივლის აგვისტო და სექტემბერიც შემოაღებს კარებს, დაიწყება ახალი სასწავლო წელი.

სწორედ ახლაა იმის დრო, რომ დავიწყოთ ბავშვის სკოლისთვის მომზადება, დროულად შევიძინოთ ყველაფერი, რაც საჭიროა.

 ყოველი ბავშვი ოცნებობს სკოლაში ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი წავიდეს, ახალი ჩანთით და ახალი სასკოლო ნივთებით და მშობლებიც მზად არიან ყველაფერი გაიღონ, რათა გაახარონ თავიანთი პატარები.

მაგრამ დღესდღეობით ბავშვის სკოლაში წასასვლელად მომზადება არც ისე იოლი საქმეა. განსაკუთრებით ამ მხრივ უჭირთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალია და მხოლოდ საკვებზე თუ ჰყოფნით, ისიც ყოველთვის არა.

სამწუხაროდ, ბევრი ბავშვი  სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან წელს სკოლაში წავა ძველმანებში, დახეული ფეხსაცმლით, ჩანთისა და ელემენტარული სასკოლო ნივთების გარეშე.

 ისეთებიც იქნებიან, ვინც საერთოდ ვერ მოახერხებს სკოლაში წასვლას. მათ მშობლებს არა აქვთ საშუალება უყიდონ შვილებს ტანსაცმელი, სახელმძღვანელოები, ზურგჩანთა, რვეულები…

 ამ ბავშვების მშობლები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. როგორ უნდა მოამზადოს სკოლისთვის მარტოხელა დედამ შვილი, როცა სოციალური შემწეობა პურზე ძლივს ჰყოფნის?..და ოჯახები, სადაც მშობლები შრომის უუნარონი არიან? თუ ასეთები არ არსებობენ?

სამხუხაროდ, არსებობენ და მათი რიცხვი არც ისე ცოტაა.

ჩერნოვეცკის ფონდი მოგმართავთ თქვენ, ყველა კეთილ და გულისხმიერ ადამიანს, ვისთვისაც არ არის სულერთი უმწეო ოჯახების ბედი, გულთან ახლოს მიიტანოთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობა. იქნებ შემოგრჩათ  კარგ მდგომარეობაში მყოფი თქვენი შვილის შარშანდელი ზურგჩანთა, ან გაქვთ ტანსაცმელი, რომელიც მისთვის უკვე ზომით პატარაა… ან იქნებ მშობლის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვს თუნდაც ერთ რვეულს უყიდით?! გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება სხვისი გასაჭირის მიმართ!

 წინასწარ გიხდით მადლობას გამოჩენილი თანადგომისა და დახმარებისთვის.

მეგობრებო, მოდით ღირსეულად გავუშვათ ბავშვები სკოლაში, მივცეთ მათ ნორმალური სწავლის შანსი, რათა გახდნენ განათლებული და საზოგადოებისთვის სასარგებლო ადამიანები. ჩვენ ერთად შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, რამეთუ ყველა ბავშვი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა!

თუ ამ მიზნისთვის გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სასკოლო ნივთები) ან გადაიხადოთ პირდაპირ საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/221-saskolo-nivtebi/

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთოვთ დარეკოთ ტელეფონებზე:

 032 219 33 21 +995 977 40 45

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7268
EUR3.2176
GBP3.6097
RUB4.575
თბილისი 5°-17°
ქუთაისი 12°-21°
ბათუმი 13°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia