www.people.ge
16:04 26.09.2017
ტრაგიკულმა შემთხვევამ ახალგაზრდა ადამიანი საწოლს მიაჯაჭვა

როცა მურთაზის დედა მძიმე სენით დაავადდა, საკუთარი სახლი გაყიდეს და ნაქირავებ ბინაში გადასვიდნენ. მაშინ მურთაზი სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო. დედის მკურნალობისთვის და წამლებისთვის თანხა რომ შეეგროვებინა, მან დამხმარე მუშად დაიწყო მუშაობა მშენებლობაზე, სადაც მისი მამა მუშაობდა. სამწუხაროდ, მიუხედავად მცდელობისა, დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა...

მაგრამ განგებამ შავიძეების ოჯახს მორიგი უბედურება დაატეხა თავს. 2016 წლის დეკემბერი  ახალგაზრდა მურთაზისთვისსაბედისწერო აღმოჩნდა. მამა და შვილი მშენებარე კორპუსიდან ლიფტით ეშვებოდნენ, როდესაც ეს უკანასკნელი მოსწყდა ბაგირს და ჩავარდა შახტაში. მას შემდეგ მურთაზი საწოლს არის მიჯაჭვული, გარდა სხვადასხვა სახის მოტეხილობისა, მას ფეხები წაერთვა.  უკვე 9 წელია, რაც მას არ შეუძლია წამოდგომა, ხოლო ექიმების პროგნოზი არ არის დამაიმედებელი.

მამა ოპერაციის შემდეგ გამოვიდა რთული მდგომარეობიდან, დაიწყო სიარული, თუმცა შრომისუუნარო გახდა. ამჟამად 2 სნეულ ადამიანს უვლის მურთაზის ბებია, რომელიც მიუხედავად დიდი ტკივილისა, იკავებს ცრემლებს, რომ შვილიშვილმა არ შეამჩნიოს და გული არ აუცრუვდეს.

მურთაზ შავიძე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ქირის გადასახადის ნაწილს იხდის მერია, მეორე ნაწილს კი -  თავად ოჯახი თავისი მწირი შემოსავლიდან, რომელიც შედგება ბებიის პენსიისა და სოციალური შემწეობისგან. ეს მათ ელემენტარული საკვების შესაძენად თუ ჰყოფნით, არადა მამა-შვილს  უამრავი ძვირადღირებული მედიკამენტი სჭირდება მკურნალობის გაგრძელებისთვის.

ჩვენ გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ მურთაზ შავიძის ტრაგედია და გაიღოთ მისთვის დახმარება მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებებისა და საკვები პროდუქტების სახით.         

თუ გაქვთ ფინანსური საშუალება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მურთაზ შავიძე) ან პირდაპირ ჩარიცხოთ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/

დაუდექით გვერდში ადამიანს, რომლის გადარჩენა თქვენ ხელგეწიფებათ, მიეცით მას მომავლის იმედი!  

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
იანვარი 2018
იანვარი 2018
იანვარი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.5429
EUR3.1082
GBP3.5214
RUB4.4825
თბილისი -1°-9°
ქუთაისი 5°-10°
ბათუმი 7°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia