www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
15:38 10.10.2017
ავადმყოფობის გამო მას მოკვლას უპირებდნენ!

ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვის დაბადება მშობლებისთვის ძალიან დიდ სტრესს წარმოადგენს – ელოდებოდი სიხარულს და უცებ თავს უზარმაზარი პრობლემები დაგატყდება. ყველაზე საშინელი კი ის არის, როდესაც ხვდები, რომ ეს ტვირთი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ზიდო...

7 წლის მარიამ დარსანიას სიარული არ შეუძლია. მას დაბადებიდან რამდენიმე სერიოზული დაავადება აწუხებს, რომელთა ბოლომდე განკურნება შეუძლებელია. 

როდესაც მარიამის დედა მასზე ორსულად იყო, ექიმებმა ურჩიეს ბავშვი მოეშორებინა, რამეთუ მას მძიმე და უნუგეშო დიაგნოზი დაუსვეს. მაგრამ, ნანას არ შეეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა, იგი ვერ მოკლავდა საკუთარ შვილს და კლინიკიდან გაიქცა…

მარის 5 ოპერაცია აქვს გადატანილი, თავში შუნტი აქვს ჩადგმული... დღეს ის ძალიან მომხიბლავი და საყვარელი გოგონა, რომლის სახიდან ღიმილი არ ქრება. იგი მღერის, იცის ლექსები, უყვარს   თოჯინებთან თამაში, თუმცა სიარული არ შეუძლია, მხოლოდ მუხლებით დახოხავს, რადგან ტერფის ატროფია არ აძლევს ამის საშუალებას…  მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მარი წელს სკოლაში მაინც წაიყვანეს!

ოჯახი, სადაც ეს ბავშვი იზრდება, სოციალურად დაუცველ კატეგორიას წარმოადგენს. ბავშვის მშობლებს ქირით აქვთ  აღებული ბინა, რადგან საკუთარი გაყიდეს შვილისთვის ოპერაცია რომ გაეკეთებინათ. მიზერული სოციალური შემწეობა და ერთჯერადი შემოსავლები არ იძლევიან ბავშვის შესაბამისი მოვლის საშუალებას. პატარა მარის სჭირდება ყავარჯენი, სპეციალური ფეხსაცმელი, მუხლების ფიქსატორი, სავარჯიშო დანადგარი, აგრეთვე მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები. 

მეგობრებო, თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ მარიამ დარსანიას, რათა მან შესძლოს გავლა  და ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა, ნუ დაგენანებათ მისთვის შესაწირის გაღება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ დარსანია) ან პირდაპირ გადარიცხოთ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/227-darsania/

თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ  სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან 

NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. 

განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი. დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონებზე: 

032 219 33 21 

+995 577 92 40 45

(გადახდის წესებს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)

ჩვენ იმისთვის ვართ ამ ქვეყნად, რომ რაც შეიძლება ბევრი კეთილი საქმე ვაკეთოთ! 

 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7268
EUR3.2176
GBP3.6097
RUB4.575
თბილისი 6°-14°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 12°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia