www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
16:11 11.10.2017
თბილისის მუზეუმების გაერთიანების განცხადება

2017 წლის 9 ოქტომბერს თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა წარადგინა თავისი პოლიტიკური გუნდი.

გუნდის ახალი სახის ნანა ოქრუაშვილის წარდგენისას ალექსანდრე ელისაშვილმა ნანა ოქრუაშვილი დაახასიათა, როგორც  „მუზეუმის მართვის საუკეთესო სპეციალისტი და სამუზეუმი საქმის უბადლო მცოდნე“.

 „თბილისში იყო, სამწუხაროდ იყო, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმი თოჯინების მუზეუმი და დღეს არ არის. მუზეუმი გავერანებულია და ეს მუზეუმი გავერანდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2016 წლიდან ქალბატონი ნანა აღარ არის ამ მუზეუმის ხელმძღვანელი“.

ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს, რომ 2016 წლის 1 დეკემბრის ბრძანება 01-87 საფუძველზე  ნანა ოქრუაშვილი ნამდვილად გათვისუფლდა თბილისის თოჯინების მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან მთელი რიგი დარღვევების, მათ შორის ფინანსური დარღვევების, წესდებითა და კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების უხეში დარღვევევებისა და „საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ“ ინსტრუქციის დარღვევების გამო.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 29 ივლისის №30.02.651 განკარგულების საფუძველზე დასრულდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 9 (ცხრა) ერთეული მუზეუმის, მათ შორის ა(ა)იპ „ქ. თბილისის თოჯინების მუზეუმის“ რეორგანიზაციის (შერწყმა/გაერთიანების) პროცესი და დაფუძნდა ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“ (ს/ნ 402036998), რომელიც რეგისტრაციაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში განხორციელდა 2016 წლის 4 აგვისტოს.

თბილისის თოჯინების მუზეუმი თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულია და დღემდე მოქმედ დაწესებულებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა სრულიად შეუსაბამოა სამუზეუმო კოლექციათა გამოსაფენად, მუზეუმი აგრძელებს მუშაობას. გაერთიანების შექმნის დღიდან მიმდინარეობს მოქმედი კანონდებლობით დადგენილი სამუშაოების წარმოება „საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად, მიმდინარეობს კოლექციათა აღწერა შეჯერების პროცესი, სხვადასხვა ღონისძიებების მომზადება და სამუზეუმო ფონდის გამდიდრება.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება მზად არის საკითხთან დაკავშირებული მასალები და დამატებითი ინფორმაცია გაასაჯაროოს დაინტერესებული პირებისათვის.

 

მისამართი: თბილისი,  დ. აღმაშენებლის გამზირი N83/23

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ირინა შენგელია

599 14 71 68

თბილისის მუზეუმების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

tbilisimuseumsunion@gmail.com

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7268
EUR3.2176
GBP3.6097
RUB4.575
თბილისი 6°-14°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 12°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia