www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:46 11.10.2017
Huffingtonpost- საქართველო ახალი მარგალიტი მოგზაურებისთვის
ამერიკული გამოცემა Huffingtonpost მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. გავლენიანი ონლაინგაზეთის ჟურნალისტი სტეფან რაბიმოვი ჩვენს ქვეყანას მარგალიტს ადარებს და საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს სტატიაში აზიარებს: „ ხანდახან ფიქრობ, რომ ყველა ადგილი გამოკვლეულია და ახალი სამოგზაურო მიმართულება აღარ არსებობს. თითქმის ყველა ევროპულ დედაქალაქში ერთიდაიგივეს ვუყურებთ. 

რატომ უნდა წახვიდე იტალიაში, როდესაც იტალიურ კერძებს სახლშიც დააგემოვნებ? თუმცა არსებობს, ისეთი ადგილი, რომელიც სრულიად განსხვავებულია. ჩურჩხელა და ხაჭაპური, თუ თქვენ ეს სიტყვები პირველად გესმით მაშინ არაფერი იცით საქართველოს შესახებ. არა, ეს ატმების შტატი ჯორჯია არ გეგონოთ, ეს კავკასიის სახელმწიფოა, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ამ ქვეყანაში უგემრიელესი კერძები მზადდება. 

ხაჭაპური ქართული პიცაა, ჩურჩხელაზე კი მთელი ქვეყანა გიჟდება. ასეულობით ვაზის ადგილობრივი ჯიშისგან საქართველოში უგემრიელესი ღვინო მზადდება, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში მიირთმევენ. საქართველოს რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ესაზღვრება. მდებარეობიდან გამომდინარე ეს ქვეყანა მულტიკულტურულ ცენტრად იქცა, რაც სამზარეულოზე, არქიტექტურასა და ხელოვნებაზეც აისახა.“

სტეფან რაბიმოვი განსაკუთრებულ ყურადღებას ღვინოს უთმობს: „მისტიკის და მიმზიდველობის უკან 8 ათასწლოვანი ტრადიციული ღვინის წარმოება დგას. ფერმენტაცია თიხის ჭურჭელში, ქვევრში ხდება. ღვინის დამზადების ამ უძველესი მეთოდით ქვევრი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოხვდა.“ 

სტატიის ავტორი სხვადასხვა მარნების და ღვინის ბიზნესში დასაქმებულების შესახებ საუბრობს. კულინარიისა და ღვინის შემდეგ სტეფან რაბიმოვი საქართველოს ბუნებას აღწერს: „მკაცრი მთები, მდინარეები, ხეობები და მდელოები იდეალური ადგილია მოგზაურობისა და ლაშქრობისთვის. საქართველო მრავალფეროვანი ბუნებით ამაყობს. ამ ქვეყნის ქალაქები ძველი და თანამდროვე ლამაზი შენობებით გამოირჩევა. 

კულტურული მემკვიდრეობის მქონე სახლების გვერდით თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს შეხვდებით, როგორიც არის მეტალით და მინით მოწყობილი შენობები. საქართველოს დედაქალაქი ქვებით მოკირწყლული, ლამაზი, ვიწრო ქუჩებით გამოირჩევა, რომელიც მთებს მიუყვება. თბილისში საერთაშორისო არქიტექტორების დიზაინით აშენებული თანამედროვე სახლებია. თბილისის არქიტექტურა სპარსული და რუსული არქიტექტურის გავლენას განიცდის. 

ყველაზე მეტად შესამჩნევია დიდი, მოჩუქურთმებული ხის აივნები, ასევე გოგირდის აბანოები, რომელსაც სამკურნალო დანიშნულება აქვს. სტატიის ბოლოს სტეფან რაბიმოვი საქართველოს დედაქალაქის თანამედროვე ცხოვრებას, თბილისის მოდის კვირეულს და კლუბურ გართობას აღწერს.

„თუ გსურს მომავალში თავი დააღწიო გადაჭედილ ქუჩებს დაივიწყე რუკა, აიღე მენიუ ან ბოთლი, ამის შემდეგ თუ ვერ წარმოთქვამ ვერაფერს ეს ნიშნავს, რომ შენ სამოგზაურო მარგალიტი აღმოაჩინე და ძლიერი ჭაჭის ჭიქით კი ადღეგრძელე სიცოცხლე, გაუმარჯოს!“- წერს Huffingtonpost-ის ჟურნალისტი.

https://www.huffingtonpost.com/entry/georgia-a-travel-gem-even-the-jaded-will-love_us_59dd12d7e4b0b992a8214774

კომენტარები:
uxltywprtzg2017-12-07 08:39:18
o9dcV2 <a href="http://vhshlkqiexsk.com/">vhshlkqiexsk< /a>, [url=http://rctbknbbysgv.com/]rctbknbbysgv[/url], [link=http://ytdcknwdgrsh.com/]ytdcknwdgrsh[/link] , http://ymcqhuavtzzj.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.6216
EUR3.0854
GBP3.4584
RUB3.934
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 17°-27°
ბათუმი 21°-27°
მთავარი