www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
20:21 10.06.2014
"ჩემი საცოდავი ძმის სულს ვფიცავ, ჩვენ თავად აღვასრულებთ სამართალს"
კვირის პალიტრა

ვანში ავტომანქანაში აფეთქებისას დაღუპული მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, გიორგი თვალაბეიშვილის გარდაცვალება იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელს უკავშირდება. მათი თქმით, პოლიციელი კობა როხვაძე გარდაცვლილის მეუღლეს საყვარლობას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუღლის ლიკვიდაციით ემუქრებოდა.

ჩვენ გარდაცვლილის დას, მარიამ თვალაბეიშვილს დავუკავშირდით:

- მესამე წელია პოლიციელი როხვაძე ჩემი ძმის ოჯახს სიცოცხლეს უმწარებდა.ნასვამი შუაღამით მოდიოდა, "ბომბაჩკებს" ყრიდა ეზოში და ჩვენს ჭიშკართან ამუხრუჭებდა. ჩემი რძლის მისამართით ყვიროდა, რომ მისი გახდებოდა და ამისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებდა. მაგდა, ჩემი რძალი აფთიაქში მუშაობდა და სამსახურს თავი იმიტომ დაანება, რომ იქ მოსვენებას არ აძლევდა და ემუქრებოდა. ტელეფონის ნომერი რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ყოველ შეცვლილ ახალ ნომერს იმ დღესვე იგებდა და ეუბნებოდა, რომ ნომრების შეცვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან პოლიციელი იყო და ყველაფერს სხვაზე ადრე იგებდა...

- თქვით, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო. პოლიციას რატომ არ მიმართეთ?..

- დიახ, მაშინ ჩემი რძალი ვანის ცენტრში, აფთიაქში მუშაობდა, პოლიციის შენობაც იქვეა და იქიდან გადაეკიდა... მოსვენებას არ აძლევდა და სამსახური დატოვა მაგდამ... ვაპირებდით პოლიციისთვის მიგვემართა, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ საქმე, - თავი ვიკავებდით, დედ-მამაც ჩაერია, - არ გინდა, თავი დაანებე, მოსწყინდება და შეგვეშვებაო, მაგრამ არ მოსწყინდა.

- ბოლოს როდის დაგემუქრათ?..

- ორი თვეზე მეტია არ გამოჩენილა და თითქოს იმედი გვქონდა, რომ თავი დაგვანება. სამაგიეროდ, მისი ცოლი და დედა ლამის ყოველდღე წერდნენ ჩემს რძალს სოციალურ ქსელსა და მობილურზე და ემუქრებოდნენ, გზა და კვალი აურიე კობას, მაგრამ ისე დაგტოვებთ, შენი შვილით გაგამწარებთო... მესიჯები არსებობს, არაფერს ვიგონებთ... არადა, ზუსტად ვიცი, არც ერთხელ არ გაუცია პასუხი ჩემს რძალს. ძალიან მეცოდებოდა და შარშან ვუთხარი, ცოტა ხნით სურამში წავიდეთ, ბავშვი წამოიყვანე და ამასობაში სიტუაციაც ჩაწყნარდება -მეთქი... ღამე ერთ ოთახში, გვერდიგვერდ ვიწექით, მაგდას ყველა ზარსა და მესიჯს ვაკვირდებოდი, მაგრამ მსგავსი რამ არ ყოფილა... რამდენიმე დღის შემდეგ, როხვაძის დამ დამირეკა, - შენი რძალი ჩემი ძმის მანქანაში ზის და სადღაც მისეირნობენ. იცოდე, თუ არ შეეშვება კობას, თავად გაგისწორდებითო. გადავირიე, ვინ ხართ, საიდან მოხვედით ყველა ერთნაირი გიჟი, ჩემი რძალი ჩემს გვერდით წევს, ერთად ვართ-მეთქი. გამითიშა...

- თქვენი რძალი ახლა როგორ გრძნობს თავს?..

- ცუდად არის, მოლანდებებები დაეწყო...

- აფეთქება რამ გამოიწვია?..

- ელექტროსაქაჩმა("ნასოსი"), რომელიც რამდენიმე დღე ჩვენს ეზოში ეგდო. გიორგის თავად არ ჰქონდა ეს ნივთი, კი გაჰკვირვებია, ეს აქ საიდან მოხვდაო, მაგრამ პასუხი არავის გაუცია. რახან პატრონი არ გამოჩნდა, გიორგის უფიქრია, სანამ ვინმე მოიკითხავს, ბარემ მანქანის საბურავებს წესრიგში მოვიყვანო და ამ დროს ხელებში აუფეთქდა თურმე... სხვა ვერსია, უბრალოდ გამორიცხულია, ჩვენს სხვა მტერი არ გვყავდა და არავის მოაფიქრდებოდა გიორგისთვის ამის გაკეთება.

- ტრაგედიის შემდეგ, პოლიცია იყო მოსული?..

- დიახ, რამდენჯერმე დაგვკითხეს. ვიცი, რომ დაკითხეს როხვაძე, მაგრამ დაკავებული არ არის... თუ მართლმსაჯულება ყველაგერს არ გამოიძიებს, ჩემი საცოდავი ძმის სულს ვფიცავ, ჩვენ თავად აღვასრულებთ სამართალს.

რაული, ზედა ვანის მკვიდრი:

- გარდაცვლილის მეზობლად ვცხოვრობ. შუადღე იყო, როდესაც აფეთქების ხმა გავიგონე. მაშინვე გავვარდი. ადგილზე მისულს სხვა მეზობლებიც დამხვდნენ მისული, მაგრამ გარდაცვლილთან მიკარება ვერავინ გაბედა. ბაბუა იყო გიორგის ცხედართან დაჩოქილი, დასახიჩრებულ შვილიშვილს იხუტებდა და ხმამაღლა ტიროდა... ისეთი თავზარდაცემული ვიყავი, თავდაპირველაფ ვერც მე მივეკარე ცხედარს, ისევ სახლში შევვარდი, "ადეალა" გამოვიტანე და მიცვალებულს გადავაფარე. ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება, რაც ვნახე, - დღემდე იღებენ მანქანიდან გარდაცვლილის სხეულის ნაფლეთებს.

ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ამის შესახებ მთელმა ვანმა იცოდა. კობა როხვაძეს სამსახურში არაერთი გაფრთხილება მისცეს, შემდეგ კი, ვანიდან ქუთაისის პოლიციაში გადაიყვანეს. მას წლების განმავლობაში ამ თემაზე უამრავი ადამიანი დაუკავშირდა, მაგრამ როხვაძე არავის უსმენდა და ამბობდა, რომ დედას, დასა და ყოფილ ცოლს ვერაფერს უხერხებდა, რათა მაგდას მიმართ მუქარები შეეწყვიტათ... მისივე თქმით, როხვაძეს ორი შვილი ჰყავს და ოჯახი მაგდა თვალაბეიშვილის გამო დაანგრია, რასაც მისი ოჯახის ძალიან განიცდიდა და ამიტომაც იყვნენ მაგდას მიმართ აგრესიული...

ჩვენ შევეცადეთ კობა როხვაძის პოზიციაც მოგვისმინა, მაგრამ მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

კომენტარები:
qwilfvteon2014-11-24 12:37:39
PY0whN coxjhjmwupsq< /a>, [url=http://edutjiizrvsp.com/]edutjiizrvsp[/url], [link=http://vhflmaowcuvf.com/]vhflmaowcuvf[/link] , http://baspqpyghvxd.com/

cazmrbjpimq2014-12-15 19:25:32
RAzPLJ bhyeecjuxzja< /a>, [url=http://mihdahpjdvxl.com/]mihdahpjdvxl[/url], [link=http://grsavbuanofd.com/]grsavbuanofd[/link] , http://jgqszszhjogk.com/

twwhcvkxh2016-05-09 05:00:53
sFC0P3 bsjksueedalt< /a>, [url=http://mhmqsfpuffuh.com/]mhmqsfpuffuh[/url], [link=http://vithjmoipjua.com/]vithjmoipjua[/link] , http://jqiyaihvftdi.com/

asOnhdc2jo2016-07-24 16:09:54
vpxl vpxl advair buy laxis with mastercard amoxicillin< ;/a> order viagra

asOnjuf3ts2016-08-07 10:38:25
tetrac ycline 500mg capsules cialis 20 prednisone10 mg where can i buy rogaine

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)

გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.5773
EUR2.9299
GBP3.2729
RUB3.8499
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 20°-32°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
3 736
3 867
7 201
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia