www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:43 14.06.2014
მსოფლიო ჩემპიონატის 13 ივნისის მატჩების შედეგები
სპორტალ.ჯი

ესპანეთი - ჰოლანდია - 1:5

13 ივნისს სალვადორში "არენა ფონტეზე" B ჯგუფის პირველი მატჩი გაიმართა, ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთი ლუი ვან გაალის ჰოლანდიას დაუპირისპირდა. 

26-ე წუთზე სტეფან დე ვრეიმ საჯარიმოში დიეგო კოშტამოცელა (ამ შემთხვევაში, როგორც ბრაზილია-ხორვატიის მატჩში, პენალტი საეჭვო იყო), ხოლო ჩაბი ალონსომ 11-მეტრიანი ნიშნულიდან გახსნა ანგარიში.

ჰოლანდიამ 44-ე წუთზე გაათანაბრა, მარცხნიდან დეილი ბლინმა ჩააწოდა, ხოლო რობინ ვან პერსიმ წინ გამოსულ იკერ კასილიასს ბურთი თავზე გადაუგდო. 

მეორე ტაიმის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ასე ნაწილებად დაიშლებოდა, თუმცა ზუსტად ეს მოხდა. 

53-ე წუთზე საგოლე პასით თავი ისევ დენი ბლინდის ვაჟმა გამოიჩინა თავი - არიენ რობენმა იოლად ჩამოიცილა პიკე და გაიტანა - 1:2.

65-ე ვესლი სნეიდერის ჩაწოდებას ვერ გაუმკლავდა იკერ კასილიასი და სტეფან დე ვრეიმ ცარიელ კარში 1 მეტრიდან გაიტანა. 

72-ე წუთზე იკერ კასილიასმა ბავშვური შეცდომა დაუშვა და რობინ ვან პერსის დუბლი შეასრულებინა - 1:4. 

80-ე წუთზე არიენ რობენმა კონტრშეტევაზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა - 1:5.

ჩილე-ავსტრალია 3:1

13 ივნისს კუიაბაში, "არენა პანტანაზე" გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის მატჩში ჩილეს ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

შეხვედრა ჩილელთა შეტევებით დაიწყო, რომელთაგან ერთი გატანილი გოლით დასრულდა. ანგარიში 12-ე წუთზე ალექსის სანჩესმა გახსნა, აქედან ორ წუთში კი "ბარსელონას" ფეხბურთელი უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა - გატანილი გოლით ხორხე ვალდივია გამოირჩა.

პირველ ტაიმში ავსტრალიელებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლეს - 35-ე წუთზე ტიმ კეჰილმა მარჯვენა ფლანგიდან მოწოდება გოლით დააგვირგვინა.

 

მეორე ნახევარში გოლის გატანას ახლოს კვლავ ჩილელი ფეხბურთელები იყვნენ. ერთ ეპიზოდში ედუარდო ვარგასის დარტყმის შემდეგ ავსტრალიელმა მცველმა ალექს ვილკინსონმა იყოჩაღა და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

ჩილემ მესამე გოლი მაინც გაიტანა - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლით ჟან ბოსეჟური გამოირჩა.

მექსიკა-კამერუნი 1:0

13 ივნისს ქალაქ ნატალში, "არენა დას დუნასზე" A ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა - მექსიკის ნაკრები კამერუნის ნაკრებს შეხვდა.

როგორც ჩანს ეს ჯგუფი სკანდალებს ვერ გაექცევა - მარტო პირველ ტაიმში კოლუმბიელ მსაჯთა ბრიგადამ ვილმარ როლდანის ხელმძღვანელობით მარტო პირველ ტაიმში სამი გოლი გააუქმა თამაშგარე მდგომარეობის გამო.

თუკი აფრიკელთა გოლი ჩასათვლელი არც იყო, ჯოვანი დოს სანტოსმა ორივეჯერ წესების სრული დაცვით გაიტანა და გვერდითმა მსაჯმა ორჯერვე ენითაუწერელი შეცდომა დაუშვა.

ანგარიში 61-ე წუთზე გაიხსნა, როცა ჯოვანი დოს სანტოსის დარტყმულს ორიბე პერალტამ დაამატა - 1:0.

მატჩის მიწურულს ორივე გუნდს შეეძლო გატანა, თუკი მექსიკელთა გოლკიპერმა გილერმე ოჩოამ იყოჩაღა, კამერუნელთა კართან ხავიერ ერნანდესმა 100%-იანი შანსი ქარს გაატანა.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




სარეკლამო ადგილი - 28
300 x 300
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სარეკლამო ადგილი - 6
300 x 250
ივნისი 2017
ივნისი 2017
ივნისი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
სარეკლამო ადგილი - 7
300 x 250
ვალუტა ამინდი
USD2.411
EUR2.6921
GBP3.069
RUB4.0425
თბილისი 15°-28°
ქუთაისი 17°-27°
ბათუმი 19°-24°
სარეკლამო ადგილი - 8
300 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
300 x 250
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia