www.people.ge
11:00 16.06.2014
თამთა გოდუაძე: ''არ მაინტერესებს, რას წერს ჩემი ყოფილი ქმარი...''
რეიტინგი.ჯი

მას მერე, რაც ქართულ ''X ფაქტორში'' ჟიურის წევრად მოგვევლინა, მკვეთრად იმატა საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავის პოპულარობამ მის სამშობლოში. რასაკვირველია, იმატა მაყურებლის ინტერესმაც და ცნობისმოყვარეობამ, რა დონის ვარსკვლავია თამთა გოდუაძე საბერძნეთში და როგორ მოიპოვა პოპულარობა. 

''რეიტინგს'' არაერთხელ დაუწერია თამთას შესახებ. მაშინაც, როცა საქართველოში მას ძალიან ცოტა თუ იცნობდა. საბერძნეთისა და კვიპროსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პოპმომღერალს იქ უბრალოდ თამთათი მოიხსენიებენ. საქართველოში ძალიან პატარა გათხოვდა, დედა გახდა და ოჯახიც დაენგრა, რის შემდეგაც დედასთან წავიდა საბერძნეთში. იქ ბავშვობის სერიოზულ გატაცებას - მუსიკას მიჰყვა. საქართველოში ხომ საბავშვო ჯგუფებში მღეროდა და საკმაოდ წარმატებულადაც. 

საბერძნეთში კარიერის აწყობა შოუ ''სუპერ-აიდოლით'' დაიწყო, რომლის ფინალში გავიდა და მეორე ადგილი დაიკავა. კარგმა გარეგნობამ, ნიჭიერებამ, თამამმა გამოსვლებმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი მის პოპულარობას. 

მას უკვე არაერთი ალბომი და ჰიტი ეკუთვნის, ბევრი პრიზი მიუღია ადგილობრივ მუსიკალურ დაჯილდოებებზე, ხშირად იწვევენ ტელეპროექტებში, შოუებში, სარეკლამო გადაღებებში. სხვათა შორის, საბერძნეთში ორჯერ მონაწილეობდა ''ევროვიზიის'' შესარჩევ კონკურსში, თუმცა ვერც ერთხელ ვერ გავიდა. 

ბერძნები თამთას ხშირად იქაურ ლედი გაგად და რიანადაც მოიხსენიებენ, ძალიან თამამი და გულახდილი სტილის გამო. მისი თამამი კოსტიუმები სხვადასხვა ღონისძიებაზე, დაჯილდოების ცერემონიასა თუ ჩვეულებრივ დღეებში ხშირად ხდება საყოველთაო განხილვის ობიექტი. ასევე, მისი თამამი შოუები. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო გამოსვლისას მადონას მაგალითს მიჰბაძა და სცენაზე ქალს ტუჩებში აკოცა. 

მცირე ხნის წინ თამთა გოდუაძის ყოფილმა მეუღლემ, რომელიც დაოჯახებული გახლავთ და როგორც თავად ამბობს, ძალიან ბედნიერია, საიტ მარაო.გე-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თამთასთან ურთიერთობის შესახებ გულახდილად ისაუბრა. ბიზნესმენი შმაგი ხაჭვანი ამბობს, რომ ძალიან არის გახარებული თამთას წარმატებით. შვილთან, 18 წლის ანისთან, კონტაქტობს და ზაფხულობით გოგონა მამასთან დროის გასატარებლადაც ჩამოდის, ხოლო მის დედასთან შმაგის არანაირი შეხება არ აქვს. შეკითხვაზე, უცდიათ თუ არა შერიგება, საიტის რესპონდენტმა უპასუხა, რომ ურთიერთობის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო და სიტუაცია ვერც პატარას დაბადებამ გამოასწორა. რაც შეეხება თამთას ნათქვამს, რომ ის საბერძნეთში პირად ტრაგედიას გაექცა, მისი ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ ვერ ხვდება, რა იგულისხმა მომღერალმა, ვინაიდან ის არასდროს შეხებია ხელით თამთას და არც არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. 

მომღერლის პირადი ცხოვრება ყველას აინტერესებს, თუმცა ამ თემაზე თამთა საჯაროდ არასდროს ლაპარაკობს. ჩვენც შევეცადეთ, მისთვის რამდენიმე შეკითხვა პროექტთან ერთად პირად ცხოვრებაზეც დაგვესვა. 

- თამთა, ყველაზე ლმობიერ, ლოიალურ მენტორად გასახელებს მაყურებელი, როგორ გგონია, ამის საფუძველს რა აძლევთ და თუ მართლაც ასეა, რატომ ხარ ასეთი ლოიალური? 

- არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ თავად მაქვს ეს გზა გავლილი. მეც მუსიკალური პროექტის მონაწილე ვიყავი და როცა შენიშვნის მიცემა მინდა ამა თუ იმ კონკურსანტისთვის, ვცდილობ, ეს არ იყოს ისეთი მწარე, რომ ვინმეს გული ეტკინოს. 

- მაშინ, როცა კონკურსში მონაწილეობდი, თავად თუ ყოფილხარ ნაწყენი, გულგატეხილი ჟიურის წევრების კომენტარებისგან? 

- მე საბერძნეთში ''სუპერ აიდოლის'' მონაწილე ვიყავი, ეს იყო ''საქართველოს ვარსკვლავის'' ანალოგიური პროექტი. მაშინ ბერძნული არ ვიცოდი კარგად და ჟიურის კომენტარებზე ძირითადად ვიღიმოდი. ერთადერთი, რაშიც ბერძნულის არცოდნა გამომადგა, ეს იყო (იცინის). იმას კი ვხვდებოდი, კარგად მაფასებდნენ თუ ცუდად, მაგრამ გული ნაკლებად მტკიოდა. 

- როგორი შედეგებით დამთავრდა ის კონკურსი? 

- ფინალში გავედი, მეორე ადგილი მხვდა წილად. ის კონკურსი კვიპროსელმა კონკურსანტმა მოიგო. 

- ცხოვრებაშიც ასეთი ლმობიერი, მშვიდი და გაწონასწორებული ხარ, როგორიც პროექტში ჩანხარ? 

- მშვიდი ვარ, ასე მგონია. ნორმალური ვარ-მეთქი, ვიტყვი, მაგრამ ვისთვის რა არის ნორმა და ვისთვის - რა. გარკვეული გაფრენები, როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს. 

- როგორია გაბრაზებული თამთა? 

- როგორ გითხრა, არ ვიცი. 

- ყველაზე ცუდი რა გაგიკეთებია გაბრაზებულს? 

- არ ვამტვრევ, არც ყვირილი მიყვარს. ალბათ სახეზე მეტყობა გაბრაზება, ხასიათზე... ჩემს თავზე ლაპარაკი არ მინდა, პროექტზე მკითხე. 

- თორნიკე ყიფიანი და ნათია თადიაშვილი დარჩნენ შენს გუნდში, რომელია შენი მთავარი კოზირი? 

- არა, მაგას ნამდვილად არ ვიტყვი, მაგდენი დიპლომატია მაქვს (იღიმება). თან მართლა ვერ გამოვარჩევ, რადიკალურად განსხვავებულები არიან ჟანრობრივადაც და შესრულების მხრივაც. ახლა ყველაფერი მაყურებელზეა დამოკიდებული. ისინი გადაწყვეტენ, ვინ იქნება ჩემი მთავარი კოზირი. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქამდე მოვიდნენ, ხალხი ცნობს. 

- საკმაოდ ძლიერი კონკურსანტები ჰყავთ დანარჩენ მენტორებს... 

- მართლაც ძლიერი კონკურენტები გვყავს. სახლში გადახვევით ვუყურებ ხოლმე გადაცემას. იქ კიდევ სხვანაირად ჩანს. მგონი, ნიჭის ფრქვევაა ''X ფაქტორში''. არ ვიცი, მე რომ ვარ ამ პროექტში, ასე მინდა რომ იყოს, თუ მართლაც ასეა, მაგრამ მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ მონაწილეებით, უსაზღვროდ ნიჭიერები არიან.

- ვისი გუნდის ლიდერის გეშინია ყველაზე მეტად ფინალში? 

- ჯგუფები მაინც ცალკე კატეგორიაა. გიორგი გაბუნიას ბიჭები ჩემს თორნიკეს ეჯახებიან და მას მართლა ძლიერი ბიჭები დარჩა. რაც შეეხება სტეფანეს გოგონებს, მათთან პაექრობა ნათია თადიაშვილს მოუწევს, თუმცა მას სტეფანეს გოგონებისგან აბსოლუტურად სხვა სტილი აქვს. რომ გითხრა, რომელიმე კონკურსანტის მეშინია-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ კონკურსია, გამორიცხული არაფერია. ვნახოთ, რა მოხდება. 

- თამთა, კატეგორიულად გამაფრთხილეს, რომ პირადზე არაფერი გკითხო, მაგრამ ამ კვირას შენი ყოფილი ქმრის ინტერვიუ განთავსდა საიტზე მარაო.გე, ვფიქრობ, გაეცნობოდი და ამ თემაზე ლაპარაკი მოგინდებოდა. 

- ჩემს ყოფილ ქმართან დაკავშირებით არაფრის თქმას არ ვაპირებ. არც მაინტერესებს, რას წერს. 

- რა გაეწყობა, შენი ნებაა. 

კომენტარები:
awbgntq2016-04-05 03:16:14
ZHDVWe <a href="http://wqtrxnrzuwia.com/">wqtrxnrzuwia< /a>, [url=http://bwptnaiiagnr.com/]bwptnaiiagnr[/url], [link=http://ucmlevehluiv.com/]ucmlevehluiv[/link] , http://vkrefesqvwfy.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აპრილი 2018
აპრილი 2018
აპრილი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.4402
EUR3.0017
GBP3.4343
RUB3.9729
თბილისი 6°-18°
ქუთაისი 6°-18°
ბათუმი 11°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia