www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
14:59 19.06.2014
"შეყვარებულს დაურეკა და შემდე მისი ტელეფონი გაითიშა და კვალიც დაიკარგა"

ბათუმში, სოფელ ახალშენში, 2013 წლის აგვისტოს დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის სოფელში, ამჯერად ბექა გოგიტიძეს ეძებენ. 20 წლის ახალგაზრდა თურქეთში, ხოფაში მუშაობდა. მან 16 ივნისს დაახლოებით საღამოს 17 საათზე და 30 წუთზე გადმოკვეთა საათზე გადმოკვეთა სარფის საზღვარი. შეყვარებულს დაურეკა და შემდე მისი ტელეფონი გაითიშა და კვალიც დაიკარგა. შვილის დაკარგვის შესახებ სამართალდამცავებს ოთარ გოგიტიძემ მეორე დღესვე განუცხადა. ბექა გოგიტიძეს ამჟამადაც ეძებენ.

ოთარ გოგიტიძე, ბექა გოგიტიძის მამა: 

- ჩემი შვილი თურქეთში სამუშაოდ ჩვენი ოჯახის მატერიალურმა მდგომარეობამ წაიყვანა. ნიჭიერი ბავშვია, ჯარიდან დაბრუნებიის შემდეგ სამხედრო აკადემიაში უნდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ დავეხმარე. ახლა ბევრს აქვს ასეთი გაჭირვება, შვილის სწავლაში ფულს რომ ვერ იხდის და მათ შორის, მეც. ჩვენი ოჯახი ისედაც სულიერად წელშია გატეხილი, - 4 შვილი მყავს და ჩემს მეორე, 18 წლის ვაჟს მთელი ქვეყანა იმიტომ იცნობს, რომ ხეზე მყავდა წლების განმავლობაში დაბმული, - ფსიქიკურად ავადმყოფი მყავს, ტანზე იხდიდა, ტანსაცმელს იგლეჯდა, მე სახლში არ ვიყავი, დედამისი ვერ ერეოდა და იძულებული ვიყავით ხეზე მიგვება, რადგან სოფელს აწუხებდა. არც ფსიქიატრიულში იღებდნენ ბოლო წლებამდე. ახლა ხონში შეიფარა სპეციალურმა დაწესებულებამ და დაბმული რომ არ არის, ცას ვწვდებოდი სიხარულით. თუმცა ახლა ბექას გაქრობამ ყველაფერი ჩამიშხამა; ამას ვეღარ ვუძლებ. ბავშვი იმიტომ წავიდა სამუშაოდ, სწავლა უნდოდა და მე სწავლის გადასახადით ხელი ვერ შევუწყვე. დედამისი რომ ეუბნებოდა, - შვილო ცოლი, მოიყვანე, შეყვარებული ხომ გყავს, დავიღალე, შეშველება მინდაო, პასუხობდა, - შეყვარებული მოიცდის, მე უნდა ვისწავლოო. ისევ ჩვენ გამო ვერ ახერხებდა სწავლის ფულის გადადებას, - ჯერ ავადმყოფი შვილისთვის დამჭირდა ფულის გამოტანა ბანკიდან, მერე ჩემდა ჭირად ოჯახში ერთი-ორი აუცილებელი ნივთი ვიყიდე და ბექა ისტუმრებდა თავისი შრომით. დღეში სულ 25 ლარს იღებდა და იმასაც მე მიგზავნიდა ყოველი თვის 5 და 20 რიცხვში, - ჯერ ეს ვალები გავისტუმროთ და მერე გამოვიტანოთ ჩემი სწავლისთვის ფულიო.

- კონკრეტულად სად მუშაობდა ბექა?

- სასადილოში. თურქეთში ჩემი დაც არის წასული და სამუშაოდ მან წაიყვანა, - მე მივხედავო. სკოლა რომ დაამთავრა, მაშინვე წაიყვანა. როცა ჯარი მოუწია, ჩამოვიდა და სავალდებულო სამსახური მოიხადა. ამას არ გამოტოვებდა, - თავისი ქვეყანა უყვარს. მაგრამ იმ სასადილოს მეპატრონეს ისე დაამახსოვრა თავი, სანამ ჯარში იყო, ჩემს დას ეუბნებოდა, შენი ძმისშვილი ჯარიდან რომ ჩამოვა, ისევ აქ მოვიდეს და ვამუშავებო… ესეც ჯარიდან რომ ჩამოვიდა, ისევ იქ დაბრუნდა. სასადილოს პატრონმა უთხრა, - ბინაში ქირას ნუ გადაიხდი, ჩემს სახლში გამოგიყოფ ბინასო. სოფელში ხშირად მოდიოდ და დილით ისევ სამუშაოდ ბრუნდებოდა… იქამდე არც ისე დიდი გზაა.

- წინასწარ დაგირეკათ, სანამ საზღვარს გადმოკვეთდა?

- არა. მაგრამ მის დარეკვა-არ დარეკვას რა მნიშვნელობა ჰქონდა? ჩემი და მეთვალყურეობდა და ისედაც ჭკვიანია, ყველაფერში ვენდობოდი. 17 ივნისს, საღამოს 5 საათზე სხვათაშორის დამირეკა ჩემმა დამ - ბექაა წამოსული, ვერ ვურეკავ, როდს მოდისო. თავზარი დამეცა, - როდის იყო ჩემი შვილი ასე ჩამოდიოდა ბათუმში, სახლში არ რეკავდა-მეთქი! მერე მე დავურეკე და ავტომატმა მიპასუხა, - გასულია მომსახურების ზონიდანო. მაინც ყველგან დავრეკე, ვინც კი ბექასთან ახლობლობდა და არავის უნახავს. გავიქეცი პოლიციაში. ჩვენს სოფელს საშინელი გამოცდილება აქვს ასეთ ამბავში, - შარშან აგვისტოში 17 წლის დარეჯან დიასამიძე რომ დაგვეკარგა, მას შემდეგ ეძებენ საცოდავი მისი მშობლები. ჩემმა დამ ბექას შეყვარებულსაც დაურეკა, იცნობს - ისიც ჩემს დასთან ახლოს მუშაობს თურქეთში და თავადაც გადმოსული იყო ჩვენს მხარეს. იმ გოგომ თქვა, ბექამ დამირეკა, შეხვედრა მთხოვა, მაგრამ არ შემეძლო და ამიტომ ვერ შევხვდიო. პოლიციამ მარტო ის დაადგინა, რომ ჩემს შვილს საზღვარი თურქეთისკენ აღარ გადაუკვეთავს.

- თქვენ გაქვთ რაიმე ვერსია? იქნებ თქვენი შვილი მაინც მეგობართან არის და ტელეფონი უბრალოდ გაეთიშა.

- ნეტა მასე იყოს; ვშიშობ, რომ მასე არ არის, ჩემი შვილი აქამდე არასოდეს გადმოსულა თურქეთიდან რომ ღამე სახლში არ გაეთიოს, არც არასოდეს უკლმაყოფილება გვქონია ოჯახში, რომ დავაბრალო, ჩვენზე გაბრაზებული იყო და სახლში ამიტომ არ მოვიდაო. ის ისეთი შვილი არ არის, ასე მოიქცეს. სიცოცხლე აღარ მინდა…

კომენტარები:
ნი2014-06-19 17:06:05
ბოლოს და ბოლოს დადგეს პოლიცია ფეხზე,სამართალ დამცავედი ყველა და ყველაფერი დაივიწყეთ და გამოიძიეთ ამ ბავშვების ამბავი,ხომ შEიზლება ვინმე სულით ავადმყოფი არის და ხალხს კლავს?აღარ ვიცთ რა ვიფიქროთ,მეშინია ჩემს ქვეყანაში ცხოვრება.

kqwbmpyxi2016-07-15 16:25:31
h6haDu <a href="http://bigiflbeqong.com/">bigiflbeqong< /a>, [url=http://zhwqcgagkrqv.com/]zhwqcgagkrqv[/url], [link=http://ahlzglayzzjo.com/]ahlzglayzzjo[/link] , http://lmmdmnbedzap.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ივნისი 2018
ივნისი 2018
ივნისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.4578
EUR2.8597
GBP3.2659
RUB3.8955
თბილისი 18°-32°
ქუთაისი 19°-29°
ბათუმი 19°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia