www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:13 25.11.2016
"მთელი ბავშვობა კლასის დამრიგებელი სექსუალურად გვავიწროვებდა გოგოებს" - რას იხსენებს ნინა სუბლატი
ზუგდიდს რამდენიმე სკოლაში წესი მოქმედებს, რომლის თანახმადაც, სკოლაში გოგონებს გაშლილი თმის, ბიჭებს კი ჯინსის შარვლის ტარება ეკრძალებათ. ამის შესახებ სიუჟეტი "რუსთავი 2"-ზე გავიდა. მომღერალი ნინა სუბლატი სოციალურ ქსელში აღნიშნულ სიუჟეტს ეხმაურება და პირად გამოცდილებას იხსენებს:

"პ.ს ჩემი ბავშვობის დროინდელი ნიათმეარები უნდა მოვყვე:

მთელი ბავშვობა კლასის დამრიგებელი, რომელიც მდედროთი სქესის იყო, სექსუალურად გვაგიწროვებდა კლასის გოგოებს და ჩემი აზრით ბიჭებსაც; თმა არ გაიშალო, ბეჭდები არ გაიკეთო, გოგოები ერთმანეთში თუ დაქალობდნენ (10-12 წლის ბავშვები) ესეიგი ’ლეზბიანკები’ იყვნენ და სკოლა რას იფიქრებდა.. პირადად მე - ევროპული აზროვნება აქვსო და დედაჩემს იბარებდა... ევროპამაშინ მხოლოდ გეოგრაფიაში მქონდა თვალ-მოკრული. ძალიან მწყინს რომ მაშინ, 10-12 წლის ასაკში არაფერი ვიცოდი ჩემი უფლებების შესახებ, არც სექს. შევიწროვების შესახებ, დიდად არც შეპასუხების შესახებ, იმიტომ რომ ჩვენთვის ეგეთი რაღაცეები არავის უსწავლებია. მერე სხვა სკოლაში გადავედი, სადაც ერთხელ ბიჭებმა (ის ბიჭები ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ) მერხებზე რაღაცეები დაჯღაბნეს, დამრიგებელმა კი გოგოებს დაგვავალა მეორე დღეს კლასში ქლორის და სახეხის მოტანა და მერხების გახეხვა; მანდ უკვე 14 წლის ვიყავი და ქლორი და გახეხვა კი არა თავის დაცვა ვიცოდი (მაგრამ სექს.შევიწროვება ისევ არ ვიცოდი) და შესაბამისად არავის მერხი არ გამიხეხავს იმის გამო რომ ქალი ვარ და ვიღაცას გონია რომ ეს ჩემი ვალდებულებაა.. ერთხელ სკოლის დირექტორმა სკოლის კარიდან გამაბრუნა სახლში (სახლში არ წავსულვარ,არც ჩემი მშობლისთვის დაურეკავთ, ანუ რომ მოვმკვდარიყავი პასუხს სკოლა აგებდა) იმიტომ რომ ელასტიკი/ლეგინსი მეცვა და ალბათ ჩემი 14 წლის პატარა უკანალი ესექსუალურა (?!) - ოღონდ კონკრეტულად ჩემი, იმიტომ რომ იმ სკოლის მოსწავლე გოგოების დაახლოებით 40%ს, მეტს თუ არა, ზუსტად იგივენაირი ელასტიკი ეცვა.. 17 წლიდან ვმუშაობ და უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება. არასდროს არავის არ შევუვიწროვებივარ, არასდროს არ მიგრძვნია ჩემ მიმართ გამოხატული ზედმეტი და შემაწუხებელი ყურადღება, იმიტომ რომ ჩემი თავის, ჩემი უფლებების დაცვა ვისწავლე. არც ახლა და არც არასდროს არ იქნება ჩემი ვალდებულება-მოვალეობა რაღაცეების ხეხვა, გამზადება, დალაგება.

იმ ქვეყანაში სადაც განვითარება გვწადია და ნათელი მომავალი გვინდა და გვინდა თანამედროვე ადამიანები გვერქვას, ზემოთ აღნიშნული ფაქტები, სადაც ბავშვს სკოლის ასაკიდან უნერგავენ რომ მან თავი უნდა შეიზღუდონ ყველაფრით რითაც შესაძლებელია, სადაც გოგოებს იმას ასწავლიან რომ კაცის მონაჯმი ქალის გასაწენდია მარტო იმიტომ რომ ქალია (და ამდენ გოგოში მგონი ერთადერთი ვიყავი ვინც შეგნებულად არ გავხეხე რაღაც), სადაც კაცს უნერგავენ რომ თმაგაშლილი ქალი საშინელებაა, რომ მის ნაგავს სხვა აიღებს, რომ ადამიანებს თავისუფლების უფლება არ გვაქვთ, რომ თვითგამოხატვა უწმინდურობაა - მითუმეტეს სკოლის ასაკში - როდესც ყველაზე უდარდელი არსება ხარ პლანეტაზე და თან ყველაზე დაუცველი - ასეთი რაღაცეები უნდა აღიკვეთოს! სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალს ასე ამახინჯებენ, თბილისში, სამეგრელოში, რა მნიშვნელობა აქვს სად. ახლა როგორიც ვარ ისეთი რომ სკოლის ასაკში ვყოფილიყავი, ჩემი დამრიგებელი მინიმუმ სამსახურს დატოვებდა, და მინიმუმ ერთ კაციანი საპროტესტო აქცია იქნებოდა განათლების სამინისტროს წინ. მაგრამ სამწუხაროდ მაშინ არ ვიცოდი ის რაც ახლა ვიცი და უბრალოდ ვაგრძელებდი თვითგამოხატვას, ზეწოლის, შეურაცხყოფის და დამცირების მიუხედავად (ამბავს კი არ ვაბუქებ, სხვა კოშმარებიც ხდებოდა).

თუ თქვენ, ვინმეს, ამგვარი სიტუაცია გაქვთ, გავიწროვებენ, გზღუდავენ, გიბრძანებენ და ა.შ ხმამაღლა გამოხატეთ უკმაყოფილება! უფროსთან შეპასუხება უზრდელობა არაა, უფროსი რომ ხმას არ გაღებინებს იმიტომ რომ პატარა ხარ ეგაა უზრდელობა! გოგოებო და ბიჭებო, არ მოგერიდოთ თქვენი უფლებების დაცვა. და საერთოდ თმაზე რა ლაპარაკია, ადამიანის გენიტალია არაა სირცხვილი და მუხლი რომ გამოგიჩნდეს და მაგაზე ვინმემ რამე გითხრას დიდი ავადმყოფობაა! ნუ სტრესავთ და აკომპლექსებთ მომავალს! ეს ბავშვები თქვენეზე, ჩემზე და საერთოდ ყველაზე თავისუფლები უნდა იყვნენ, იცოდნენ ადამიანობა რაარის, იცოდნენ რომ არავინ ერჩის მათ, არავინ აშინებს, რომ გენდერის გამო შეზღუდვა ყველაზე მდაბიო რამეა რაც კი არსებობს და საერთოდ მაინტერესებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ან მე ან ამ ბავშვებს რატომ აცხოვრებთ კოშმარში, დარწმუნებული ვარ ის რაც, მე გადამხდა უამრავი ბავშვის ცხოვრებაში ხდება დღესაც და ვინმეს თუ ოდნავ მაინც წარმოგიდგენიათ ეს რამხელა სტრესია, როგორ მოქმედებს უკვე ზრდასრულ ადამიანზე რომელსაც მთელი ცხოვრება აქვს გასავლელი, მაშინ მოაგვარეთ ეს პრობლემა: საგანი დაამატეთ სადაც ბავშვები ისწავლიან მათ უფლებებს, გამოკითხვა ჩაატარეთ ფსიქოლოგებთან ერთად რომ გაერკვეთ , როგორ ექცევიან თქვენი ქვეყნის ყველაზე საჭირო და ყველაზე დაუცველ ადამიანებს".

კომენტარები:
Lorene2016-11-30 20:22:49
To think, I was cofnesud a minute ago.

Keydren2016-12-01 16:37:41
Grade A stuff. I'm <a href="http://pfvzkdwkxh.com">unaqsetionubly</ a> in your debt.

Etty2016-12-01 22:40:23
At last some raalintoity in our little debate. http://njjmokgly.com [url=http://zcovzhbudzu.com]zcovzhbudzu[/url] [link=http://czbgwyujn.com]czbgwyujn[/link]

Gabby2016-12-03 11:21:59
And to think I was going to talk to <a href="http://rrhtbgdo.com">soomnee</a> in person about this.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




სარეკლამო ადგილი - 28
300 x 300
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სარეკლამო ადგილი - 6
300 x 250
ივნისი 2017
ივნისი 2017
ივნისი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
სარეკლამო ადგილი - 7
300 x 250
ვალუტა ამინდი
USD2.4075
EUR2.7092
GBP3.0676
RUB4.084
თბილისი 21°-33°
ქუთაისი 19°-31°
ბათუმი 20°-26°
სარეკლამო ადგილი - 8
300 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
300 x 250
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia