www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
23:24 22.01.2017
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალის გაგება უჭირთ მამაკაცებს ყველაზე მეტად
ქალები სხვადასხვაგვარები არიან, თუმცა მათი უმეტესობა დაეძებს სიყვარუს და ჰარმონიულ მეორე ნახევარს ცხოვრებაში. ასტროლოგები თვლიან რომ არსებობს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული რამოდენიმე ქალი, რომელთა გაგებაც სამწუხაროდ მამაკაცებს ძალიან უძნელდებათ. შესაბამისად, ეს ქალები საკმაოდ გვიან პოულობენ სასურველ მეორე ნახევარს და სიყვარულს.

მორიელი ქალი

ასტროლოგიაში მეტ-ნაკლებად ჩახედული თუ ხართ, გეცოდინებათ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველი მამაკაცური ენერგეტიკის მქონე, ტრანსფორმაციის, სულიერი წმენდის და კატაკლიზმების პლანეტა პლუტონია, თანამმართველი კი არც მეტი, არც ნაკლები ასევე მამაკაცური ენერგეტიკის მფლობელი პლანეტა – მარსი. აქედან გამომდინარე, მითი ქალი მორიელების მძიმე ხასიათის შესახებ დიახაც, რომ ახლოა ჭეშმარიტებასთან. მაგრამ, მოდი და ნუ გაგიჭირდება იყო ჭეშმარიტი ქალივით ნაზი, დამყოლი და ფაფუკი, როცა ამგვარი პლანეტების ტანდემი მართავს შენს ქვეცნობიერს. თუმცა, ყველა მედალს ხომ ორი მხარე აქვს, ამ სტატიის მიზანიც სწორედ ის არის მორიელი ქალის ხასიათის ჩრდილოვან მხარეებთან ერთად, მისი დადებითი თვისებებიც დაგანახვოთ. 

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ქალთან ურთიერთობაში უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ იგი ბუნებით მაქსიმალისტია. ამიტომ "პალიტრაში" მხოლოდ ორი ფერი აქვს – შავი და თეთრი. შესაბამისად, ადამიანებს მტრებად და მეგობრებად რომ ჰყოფს ეს ნუ გაგიკვირდებათ. მართალია, მისი ნდობის მოპოვება მარტივი საქმე არ არის და ნაცნობობიდან ხანგრძლივი დროის მანძილზეც კი ვერ მისცემთ თავს უფლებას მისი მეგობარი უწოდოთ. თუმცა, თუკი მორიელთან გულწრფელი, გონივრულ დონეზე დისტანციური (მორიელი ვერ იტანს, როცა ვინმე სულში ხელებს უფათურებს) და სამართლიანი იქნებით, მისი მხრიდან აუცილებლად დაიმსახურებთ კეთილგანწყობას, რომელიც შესაძლოა, სამომავლოდ კარგ მეგობრობაშიც გადაიზარდოს. თამაშის წესები ამ ქალთან მარტივია – ითამაშეთ მასთან სამართლიანად! 

ვერძი ქალი

მორიელის მსგავსად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალების პრობლემაც ზომაზე მეტი მამაკაცური თვისებების არსებობაა ხასიათში. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ნებისმიერი ვერძი ქალი კაცივით უხეში და ტლანქია, ან მაგიდაზე მუშტების ბრახუნით იწყებს ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. თუმცა, გარეგნულად სიფრიფანა თოჯინა ბარბისაც რომ წააგავდეს, საკუთარი ზოდიაქოს მმართველი ომისა და ნგრევის პლანეტა მარსის წყალობით ნებისმიერი ვერძი ქალი ავლენს საბრძოლო მზადყოფნას, თუკი ვინმე მის თავმოყვარეობას, პირველობის სურვილსა და ლიდერულ პოზიციებს შეეხო. ლიდერობის სურვილი და მოთხოვნილება კი თუ ყველა ვერძ ქალში არა, მათ 98%-ში მძლავრობს. ამასთან ერთად, ისინი საჯაროდაც არ ერიდებიან საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას, რაც დამეთანხმებით არცთუ სასიამოვნო მომენტია იმ ხალხისთვის, ვისაც ვერძისნაირი სითამამე და თვითრწმენა არ დაჰყვა თან დაბადებიდან. ან უბრალოდ მეტი თავმდაბლობა მიაჩნია ადამიანში მოსაწონ თვისებად. 

ვერძი ქალის პირველი მტრები, სწორედ კონსერვატორული შეხედულების მქონე, რეალისტი და მიწაზე მყარად მდგომი ტიპები არიან. ვერძის ფსიქოლოგია კი მსგავსად დობილი მორიელისა მარტივ ბაზისს ემყარება – ან ხართ მისი მეგობარი და თქვენ მიმართ იგი ლოიალური, მოსიყვარულე და თბილია, ან მტრად მიაჩნიხართ კრიტიკის (თუნდაც საფუძვლიანი და ობიექტურ მოსაზრებაზე დაფუძნებულის) გამო და გამორიცხულია, თქვენთან დამოკიდებულებაში მან თავს რბილად და ტაქტიანად მოქცევის უფლება მისცეს. თამაშის წესები ვერძის შემთხვევაში გაცილებით მარტივია – ვერძის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, საჭიროა უბრალოდ აღიაროთ მისი უპირატესობები (თუნდაც გულში სულაც არ ფიქრობდეთ ასე), ვერძები უეშმაკო ცხვრები არიან განსხვავებით მორიელისა, რომელსაც არასოდეს გამოეპარება თქვენი რეალური ზრახვები. ვერძის საუკეთესო თვისება, მიუხედავად ფეთქებადი, უტაქტო ხასიათისა, სწორედ რომ ბავშვური მიამიტობა და ინფანტილიზმია. 

ლომი ქალი

როცა გარშემო მყოფები ლომი ქალის პრობლემატურ ხასიათზე საუბრობენ, უნდა გავიხსენოთ, რომ ლომი "სამეფო" ნიშანია. შესაბამისად, ქალი ლომი, რომელიც თავს შინაგანად ყოველთვის დედოფლად აღიქვამს (არ აქვს მნიშვნელობა რეალურად ცისფერსისხლიანთა ჩამომავალს წააგავს, თუ ჩვეულებრივ, საშუალოსტატისტიკურ მდედრს) მუდმივად ითხოვს გარშემო მყოფებისგან ჯეროვან პატივისცემასა და დაფასებას. შესაბამისად, მისი ხასიათის ეს "მბრძანებლური" მოტივები არაერთგზის ხდება ამ ქალისთვის ცუდი რეპუტაციის შექმნის მიზეზი. 

მისი გულწრფელი აღტაცება საკუთარი თავით, გარეგნობით, ფიგურითა და ჩაცმის სტილით, რომელსაც იგი ყოველთვის სახალხოდ უსვამს ხაზს, მუდმივი ტრაბახი თემაზე თუ როგორი განსაკუთრებული, ნიჭიერი და არაჩვეულებრივი შვილები ჰყავს, როგორ ანებივრებს ქმარი (თუ იგი დაოჯახებული არ არის, თაყვანისმცემლები – აუცილებლად მრავლობით რიცხვშია. იმიტომ რომ, ლომი ქალისთვის თავყვანისმცემელი მხოლობითში დამამცირებელი ფაქტია, მას მუდმივად მის პერსონაზე უგონოდ შეყვარებულ მამაკაცთა ჯარი უნდა დასდევდეს თან. თუ რეალურად არა, მის წარმოსახვაში მაინც). ქალი ლომის ხასიათში კიდევ ერთი გამაღიზიანებელი თვისება მისი მეშჩანური დამოკიდებულებაა საგნებისა და ხშირად ადამიანების მიმართ. მართალია, იგი სხვებსაც სიამოვნებით ანებივრებს ძვირად ღირებული საჩუქრებით (თუკი ამის შესაძლებლობა აქვს), თუმცა სათავისოდ, რომ იაფფასიანი ნივთების ჩუქებას ვერ აიტანს, – ორი აზრი არ არსებობს ამის შესახებ. ამასთან ერთად, მას სრულიადაც არ მიაჩნია საკუთარ ხასიათში ეს თვისება ნაკლად. ისევ და ისევ იმის გამო, რომ შინაგანად "დედოფალია", დედოფლები კი მოგეხსენებათ ფუფუნებას იმსახურებენ.

კომენტარები:
fbydxveyf2017-03-27 17:38:10
FJxlEF <a href="http://rtndmyiuexio.com/">rtndmyiuexio< /a>, [url=http://tdgvclhtslaj.com/]tdgvclhtslaj[/url], [link=http://mwvfxxdvvwgm.com/]mwvfxxdvvwgm[/link] , http://lyhpibplehqo.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2017
აგვისტო 2017
აგვისტო 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.3946
EUR2.8216
GBP3.0646
RUB4.0493
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 20°-30°
ბათუმი 23°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia