www.people.ge
22:47 25.01.2017
"ქორწილის პირველ ღამეს თუ არ მოხდა სქესობრივი აქტი, საქალწულე აპკს ხელით არღვევენ" - ბოშაზე გათხოვილი ქართველი ქალის სულისშემძვრელი ნაამბობი

"14 წლის გავთხოვდი, რომ იტყვიან, სიყვარულით. არ ვიცი რა ჭკუაზე ვიყავი, 8 კლასიც არ მქონდა დამთავრებული მაშინ... მე დედოფლისწყაროდან ვარ. ის ბოშა იყო გურჯაანიდან.

 

დედოფლისწყაროში მუშაობდა და იქ გავიცანი. მოკლედ, გავყევი და წამიყვანა გურჯაანში, მაგრამ მალე დამაბრუნეს ჩვენებმა. მე არ მივდევდი უკან მშობლებს, მაგრამ მითხრეს - დაამთავრე სკოლა და მერე გაყევიო.

 

უფლებაც მომცეს ხანდახან მოსულიყო ჩემი ქმარი და ვენახე. დავამთავრე 8 კლასი და ისევ გავყევი ქმარს. მერე დავამთავრე ოთხწლიანი საბუღალტრო ტექნიკუმი ლაგოდეხში.

 

იქ ქირით კი ვიყავით, მაგრამ მივდიოდით-მოვდიოდით და ძლივს დავამთავრე. მერე შევიტანე პოლიტექნიკუმში, ეკონომიკური დავამთავრე დაუსწრებელი. ამ დროსაც ძალიან მიჭირდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვახერხებდი. სწავლა მინდოდა იმიტომ, რომ ჩვენ შვიდი და-ძმა ვიყავით და არცერთი იყო, რომელსაც უმაღლესი დამთავრებული არ ჰქონდა. მეც მინდოდა განათლება მიმეღო და ვიბრძოდი ამისთვის, მაგრამ ქმარიც არ მეუბნებოდა უარს, რომ მესწავლა. თან ვვაჭრობდი და თან ვსწავლობდი.

 

ფულიც ხომ მჭირდებოდა გზისთვის და იქ ცხოვრებისთვის? ასე წვალებით, ისიც დავამთავრე. მუშაობით არ მიმუშავია საერთოდ იმიტომ, რომ ვეღარ გავქაჩე ამდენი. ოჯახი არ მიშვებდა. უნდა გემათხოვრა, გემკითხავა ან გევაჭრა, რომ ფული შემოგეტანა. ჰო, სწავლაზე არაფერ მითხრეს, მაგრამ რაიმე სამსახურში მუშაობა ამათთან სირცხვილი იყო.

 

13 წელი ვიცხოვრე პირველ ქმართან. 4 შვილი მეყოლა და იმ 13 წლის განმავლობაში, ერთი ოთხჯერ დაინიშნა სხვაზე. მე მის მშობლებთან ვცხოვრობდი და ვიყავი ასე წვალებით. როცა იმ რომელიმე ქალს თავს დაანებებდა, მოდიოდა ისევ სახლში. ამათთან მიღებულია ორი-სამი ცოლი რომ ჰყავდეს. მე კი ქართველი ვიყავი და არ შემეძლო, რომ ჩემს ქმარს მეორე-მესამე ცოლი ჰყოლოდა და სახლში ერთად გვეცხოვრა.

 

1991-1992 წლებში, გამსახურდიას დროს, ჩვენ მაშინ გურჯაანში ვცხოვრობდით, ბოშები გაყარეს საქართველოდან. მართალია მე მითხრეს, შენ არ წახვიდე, ქართველი ხარო, მაგრამ ქმარი მიდიოდა და იძულებული ვიყავი მეც წავსულიყავი. თუ რამე მომცეს ჩვენებმა - "სპალნა" იყო, თუ ლოგინი, დიდი ტრაილერით წავიღეთ და წავედით რუსეთში. იქ ვიყავით რამდენიმე თვე ქირით. მერე ვეღარ შევძელით ქირა გადაგვეხადა, ვერც სახლი ვიყიდეთ და წავედით ჩეჩნეთში. ძალიან ვიწვალეთ და ადგილ-ადგილ ვტოვებდი ნივთებს, რადგან არ გვქონდა საშუალება, მანქანა დაგვექირავებინა და თან წაგვეღო ყველაფერი. ჩეჩნეთიდან წავედით ბაქოში, ბაქოდან კიროვაბადაში, კიროვაბადიდან მოვედი დაბა წნორში. იქ ჩემი დები ცხოვრობენ.

 

წნორში რომ მივედით, მქონდა მარტო მანქანა და ერთი "პალატკა", მეტი აღარაფერი შემოგვრჩა. გავყიდეთ ის მანქანა და ვიყიდეთ სახლი წნორში. ჩემი მეუღლე სახლის ყიდვიდან სამ დღეში წავიდა მეოთხე ცოლთან, ვისთანაც ბავშვიც ეყოლა და სამი წელი იქ ისე ვცხოვრობდი, რომ არ დაბრუნებულა.

 

იქ რომ ხედავდნენ, მარტოხელა ქალი ვიყავი, ძალიან მაწუხებდნენ ბოშა კაცებიც და ქართველი კაცებიც. ამიტომ, იძულებული გავხდი გავყოლოდი ამ ქმარს. მას ჰყავდა ორი შვილი, ისინიც ჩემს ხელში გაიზარდნენ და მეც კიდევ გამიჩნდა მასთან ერთი გოგო. სულ ხუთი შვილი მყავს.

 

ისეთი მომთაბარე ცხოვრება გავიარე, რომ ეს საშინელება იყო. არც ერთი ქართველი ქალი არ გაუძლებდა იმას, რაც მე გადავიტანე. ჩემები სულ მეუბნებოდნენ, წამოდი სანამ ბავშვი გეყოლება, დაანებე მაგათ თავი და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდიო, მაგრამ მე თან მიყვარდა ჩემი ქმარი და თან იმასაც ვფიქრობდი, რას იტყვის ამაზე ხალხი-მეთქი. მოკლედ, თითქოს ვერც გავბედე, თუ არც მინდოდა მე თვითონ. არადა, ისეთი წვალება გავიარე... იყო ცემაც - ქმარი, მამამთილი და მული, ყველა მცემდა იმ პირველ ქმართან, ერთი სიტყვაც რომ ზედმეტი მეთქვა.

 

ყველაფერი ქალმა უნდა გააკეთოს აქ. დილიდან-საღამომდე ხომ გასული უნდა იყოს ქალი ფულის საშოვნელად, მერე მოვიდეს საჭმელიც უნდა გააკეთოს, შეშაც იმან დაჭრას და წყალიც მოიტანოს.

 

მე არ მახსოვს ჩემი პირველი ან მეორე მეუღლე ოდესმე წყალზე წასულიყოს. მე თვითონ როგორ გავუძელი ამდენს, არ ვიცი. მეორე ქმარს როცა გავყევი, უკვე იმ ზომამდე ვიყავი, რომ სვამდა ხოლმე და მერე კაცები ჩხუბობდნენ, გეფიცები, ბევრი კაციც კი მიცემია. ამ მეორე ქმართანაც, ჩემი დედამთილი და მულები მამწარებდნენ ისე საშინლად, რომ აი, რა ხალხი იყო, მე თვითონ არ ვიცი... მაგრამ უკვე იმ დონემდე მივედი და ყელში ამომივიდა, რომ არ ვუთმობდი არც ერთს. ჰო, იძულებული გავხდი გავძლიერებულიყავი და თავი დამეცვა.

 

2009 წელს ერთ-ერთი ორგანიზაციიდან იყვნენ ჩვენთან ჩამოსულები, რომლებმაც ბოშა ბავშვები დედოფლისწყაროს ქართულ სკოლაში მიიყვანეს და მე დავეხმარე მათ ამ ამბებში, რადგან ქართული ვიცოდი. ამის მერე გიორგი სორდიამ შემომთავაზა, რომ წავსულიყავი თბილისში ტრეინინგზე და ამ ტრეინინგის შემდეგ, მათივე დახმარებით დავაარსეთ ორგანიზაცია - კახეთის ბოშათა გაერთიანება "რომა".

 

იქიდან ვერაფერს ვახერხებდი და გადავწყვიტე თბილისში გადმოვსულიყავი ქირით, რომ მემუშავა ამ მიმართულებით და ორგანიზაციებს/ადამიანებს დავკავშირებოდი, ვინც დამეხმარებოდა. ახლა უკვე სახალხო დამცველის აპარატშიც ვარ უმცირესობების სამჭოს წევრი და ჩემი ორგანიზაციის პროექტებითაც ბოშათა უფლებებზე ვმუშაობ. დიდი ნდობა მაქვს მე ამ თემში.

 

ეს მოვიდა მას მერე, რაც ორგანიზაცია დავაფუძნე და დავიწყე სხვადასხვა პროექტის განხორციელება ბოშათა თემისთვის. გაჩიანშიც ვმუშაობ, თელავშიც, დასავლეთ საქართველოშიც და ვემხმარები ბოშებს პასპორტიზაციაში, ბავშვების განათლების საკითხებში, სხავადასხვა უწყებებისთვის განცხადებების დაწერასა და დოკუმენტაციის მომზადებაში, სასამართლოში.

 

მოკლედ, ყველგან დავყვები მათ და ყველა მიკავშირდება მე, რადგან გაჩნდა ნდობა ჩემს მიმართ. მაგალითად, როცა ადრე ტელევიზიიდან მიდიოდნენ მათთან, ან რომელიმე ორგანიზაციიდან, ახლოს არ იკარებდნენ არავის, რადგან სულ ეშინოდათ. მაგრამ, მე თუ დავრეკავდი, ან მე თუ მიმყავდა ეს ხალხი მათთან, კარგად გვხვდებოდნენ.

 

თავადაც მირეკავენ ხოლმე, ეს და ეს მოდის ჩვენთან, შეიძლება შევხვდეთო? მე როცა ვეთანხმები, უპრობლემოდ აძლევენ გადაღების და გასაუბრების უფლებას.

 

ბოშა ქალების ცხოვრება ათასჯერ უფრო მძიმეა, ქართველ ქალებთან შედარებით. ისინი ძალიან მეცოდებიან, რადგამ ეს საშინელება მე თვითონ გამოვცადე. ამიტომაც, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის და გენდერის თემებზეც ვმუშაობ ბოშათა თემში. ბევრჯერ გამომიძახებია პატრული ოჯახში ძალადობის ფაქტებზე და სასამართლოშიც გავყოლივარ ქალებს.

 

ბოშა გოგოებს 13-14 წლისებს ათხოვებენ. გოგოს არც კი ეკითხებიან რა უნდა, ისე ათხოვებენ ძალით. წარმოიდგინეთ, ასე ძალით გათხოვილს რა ცხოვრება აქვს?! ჩათვალეთ, რომ ის ძალადობის მსხვერპლია პირველივე დღიდან. ზოგჯერ შეიძლება უფროს მამაკაცზეც გაათხოვონ, რომელიც არ უყვარს და მთელი ცხოვრება ასე დატანჯულმა უნდა იცხოვროს.

 

ეს ხომ ბავშვთა უფლებების დარღვევაცაა, როცა არასულწლოვანს ათხოვებენ?! ზოგჯერ პირიქითაც ხდება, რომ ბიჭი შეიძლება იყოს 13 წლის და გოგო უფრო დიდი, 15 წლის. ამ 13 წლის ბავშვს ხომ არ შეუძლია ხშირად, რომ გოგოსთან დაწვეს, ან რაღაც...

 

მოკლედ, ქორწილის პირველ ღამეს თუ კი არ მოხდა სქესობრივი აქტი წყვილს შორის, გოგო მიყავთ წინასწარ ამ საქმისთვის შერჩეულ ქალთან, რომელიც საქალწულე აპკს ხელით არღვევს. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა ძალადობაა?! ამის მერე რა ცხოვრება უნდა ჰქონდეს ქალს?! ეს მინდა ყველამ გაიგოს, რადგან ეს დანაშაულია, რომელიც დღემდე ხდება ბოშათა თემში! ჩემს გოგოებსაც ასე გაუკეთეს და გეფიცებით, მე ვერ გავწიე წინააღმდეგობა მაშინ, რადგან ამ თემში ვცხოვრობდი და ალბათ, ჩემი ქმარი მომკლავდა ეს რომ გამეკეთებინა. ორგანიზაციის დაარსების შემდეგ დავიწყე ამ თემაზე საუბარი თემში, რომ ეს არ შეიძლება.

 

მე ჩემი შვილები ვერ დავიცავი ამისგან და ვერც იმისგან, რომ 13 წლისები არ გათხოვილიყვნენ, მაგრამ იქნებ შევძლო და ჩემი შვილიშვილები მაინც დავიცვა, რომ დროთა განმავლობაში ეს საშინელება აღარ ხდებოდეს?!

 

ძალიან მიხარია ის, რომ რაც ადრეული ქორწინების შესახებ კანონი შეიცვალა და რამდენიმე დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია გახმაურდა, მას შემდეგ გაჩნდა შიში. აი, ერთ-ერთმა ბიჭმა მოიტაცა გოგო ორი თვის წინ და წარმოიდგინეთ, ხელი არ ახლეს და ის გოგო ქალიშვილი დააბრუნეს, რადგან შეეშინდათ პოლიციის. კიდევ ერთი 14 წლის გოგო დანიშნეს გაჩიანში, მაგრამ 18 წლამდე არ აპირებენ ქორწილს.

 

ასე მაინც იყოს, რომ მხოლოდ ნიშნავდნენ და სრულწლოვანებამდე აღწევდნენ გოგოები. მერე შეიძლება გაყვეს ან აღარც გაყვეს. კანონს აქვს ძალა და უკვე რომ ვხედავ ამ კანონის შედეგებს, ეს ძალიან მიხარია."

 

© 2016 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით 

კომენტარები:
Veruca2017-04-07 16:09:36
Szia Karcsi!Köszi a gyönyörű képeket és a tartalmas beszámolót!Hallottam tegnap a rádióriportot is a twÅlver-gyi‘zetemrÅ‘l.Kítáncsi vagyok, meddig nézhetjük még a fiókákat. Vajon Å‘k is fognak grasszálni Antiék kertjében, mielÅ‘tt elvonulnak?...További jó munkát!

River2017-04-08 20:05:39
If I <a href="http://lcsrbnnfrrn.com">cocnamimuted</a > I could thank you enough for this, I'd be lying.

Anjii2017-04-14 09:52:17
Good job manikg it appear easy. http://xyryfekuuj.com [url=http://accvkarx.com]accvkarx[/url] [link=http://pcucrzg.com]pcucrzg[/link]

Sticky2017-04-15 04:48:11
You're a real deep <a href="http://hylkbhrico.com">thiernk.</a> Thanks for sharing.

Tike2017-04-16 01:24:17
You mean I don't have to pay for expert advice like this an?morey! http://pfxrrkzz.com [url=http://fqzymypukqh.com]fqzymypukqh[/url] [link=http://oywrrlzzl.com]oywrrlzzl[/link]

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სექტემბერი 2017
სექტემბერი 2017
სექტემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.4808
EUR2.9546
GBP3.3466
RUB4.2708
თბილისი 16°-31°
ქუთაისი 18°-34°
ბათუმი 22°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia