www.people.ge
11:11 14.05.2014
სამი საუკუნის Bvlgari

სავაჭრო სახლის, Bvlgari–ს ისტორია შორეული წარსულიდან იწყება. აღსანიშნვია, რომ ბრენდის ქმნილებებში მუდამ იგრძნობა ძველი იტალიის შეუდარებლი ტრადიციები. ეს ბრენდი შეუდარებლად უხამებს ერთმანეთს თანამედროვეობასა და კონსერვატიულობას. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ბრენდის ქმნილებების არევა სხვა მარკის ნივთებში შეუძლებელია.

სოტირიო ბულგარი – ეს უკანასკნელი გახლავთ საიუველირო სახლის დამაარსებელი. იგი გახლდათ ცხრა დედმამიშვილში ყველაზე უმცროსი. იგი 1884 წელს იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად, იქ დაქორწინდა და რომში საკუთარი მაღაზია გახსნა, სადაც იგი ვერცხლის ნივთების გაყიდვით იყო დაკავებული. ჯორჯიო, სოტირიოს ერთ–ერთი ვაჟი, დაინტერესდა ძვირფასი ქვებით და შეიმუშავა ის სტილი, რომელიც კომპანიას დღემდე აქვს შენარჩუნებული. ჯორჯიოს ძმა, კონსტანტინე, გახლდათ იტალიური ტრადიციების მკაცრი მიმდევარი და დამცველი. სწორედ ამ უკანასკნელმა მოახერხა ამ ტრადიციების გაერთიანება იმ ინოვაციურ პროექტებში, რაც მისმა მამამ და ძმამ შეიმუშავეს.

აღსანიშნვაია, რომ ბრენდი თავის ნაწარმში მხოლოდ ძვირფას ლითონებსა და ქვებს და ნახევრადძვირფას ქვებს იყენებს. ისინი მუდამ გეომეტრიულ ფიგურებს გამოსახავენ და შეუდარებელ ფერთა გამას ქმნიან. აღსანიშნავაი, რომ ამა თუ იმ ქვეყნის სამეფო ოჯახების რელიქვიაში შესაძლოა ისეთი ნივთების პოვნა, რომლებიც უძველეს დროში ამ ბრენდის მიერ იყო შექმნილი. აღსანიშნავია, რომ ძირითადად ბრენდის თაყვანისმცემლები, ამ მარკის ნივთებს არა რაიმე ცერემონიალისთის ან ღირსშესანიშნაობისთვის ყიდულობენ, ისინი აგროვებენ ამ ნივთებს საკუთარი სიამოვნებისთვის.

გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში, სამოდელო სახლი საკმაოდ ცნობილი და მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული იყო. მაგრამ კომპანიამ მაქსიმალურ წარმატებას სამოციანი წლებისთვის მიაღწია.

ოთხმოციანი წლებისთვის კი ბრენდმა საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა სამოდელო ინდუსტრიაში. მან საათების წარმოება დაიწყო და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საწარმო Bulgari Time. 1984 წლიდან, კომპანიის ხელმძღვანელები ბულგარის ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენლები გახდნენ. ესენი ჯორჯიოს ვაჟები გახლდნენ. კომპანიის პრეზიდენტი გახდა პაოლო ბულგარი, ვიცეპრეზიდენტი კი ნიკოლა ბულგარი. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად ძმებმა ფრანჩესკო ტრაპანი დანიშნეს. მას შემდეგ კი კომპანიის საქმეები გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება. 1993 წელს საზოგადოებამ ბრენდის პირველი პარფიუმერული ხაზი, Eau Parfumee Cologne au The Vert იხილა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ბრენდს სულ 30 არომატი აქვს შექმნილი. მათ შექმნაზე მუშაობდნენ: ჟაკ კავალი, ანიკ მენარდო და ალბერტო მორილასი. Bvlgari–ს ყველაზე წარმატებული არომატები კი გახლავთ: Aqva Pour Homme – BLV, Jasmin Noir, Omnia, Omnia Green Jade, Rose Essentiale და Voile de Jasmin.

1996 წელს კომპანიამ, მზის სათვალეების პირველი კოლექცია წარმოადგინა. 1998 წელს კომპანიამ Rosenthal–თან გააფორმა ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მმართველობა მუდმივად აკონტროლებს ვითარებას. კომპანია ცდილობს, რომ მოწოდების სიმაღლიდან არ ჩამოვიდეს და მისი რეიტინგი მუდამ მაქსიმალურ მონაცემებს აჩვენებდეს.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
იანვარი 2018
იანვარი 2018
იანვარი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.5429
EUR3.1082
GBP3.5214
RUB4.4825
თბილისი -1°-10°
ქუთაისი 4°-16°
ბათუმი 7°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia