www.people.ge
15:15 07.08.2014
სოფო ხალვაში: ''შორიდან კრიტიკა და ლაპარაკი ძალიან იოლია...''
რეიტინგი.ჯი
მომღერალმა სოფო ხალვაშმა ''ახალ ტალღაზე'' ნუცა ბუზალაძესთან ერთად დუეტში ''ყვავილების ქვეყანა'' შეასრულა. ასე რომ, ნუცას გამარჯვებაში, პროდიუსერებთან ერთად, სოფომაც შეიტანა წვლილი. თავად სოფო იმავე კონკურსში რამდენიმე წლის წინ მონაწილეობდა. ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ჟიურისა და მაყურებელს თავი კარგად დაამახსოვრა. 

- არაჩვეულებრივი შედეგით დავბრუნდით. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ეს მხოლოდ ნუცას და ჩემი წარმატება არაა. ეს მთელი საქართველოს წარმატებაა. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას და ნუცას ვუსურვებ, უფრო დიდი წარმატებისთვის მიეღწიოს.

- სოფო, შენ უკვე მესამედ იყავი ამ კონკურსზე. სხვა წლებთან შედარებით რა იყო განსხვავებული? 

- ''ახალ ტალღაზე'' ყოველთვის კარგი გარემოა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კონკურსი პატარა ოჯახივითაა, სადაც ყველას იცნობ და ყოველ ჯერზე ისეთი განცდა მეუფლება, რომ ოჯახის წევრები ვნახე. ქართველების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ და წელსაც ასე იყო. ვნახე იურმალაში შეძენილი მეგობრები და მათთან ერთად ძალიან კარგი დრო გავატარე. 

- სცენაზე გასვლის წინ ინერვიულე? 

- თუ არ ღელავ, პასუხისმგებლობის გრძნობა არ გექნება. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, ძალიან მინდოდა, ნუცასთვის ეს სიმღერა წარმატების მომტანი ყოფილიყო. ჩვენს გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ ჩვენ ვიყავით დუეტი. ვმღეროდით ერთმანეთისთვის და მთელი საქართველოსთვის. 

- საქართველოში აზრი გამოთქვეს, რომ ჯობდა, სიყვარულზე დუეტი გოგონასა და ბიჭს შეესრულებინა. 

- შორიდან კრიტიკა და ლაპარაკი ძალიან იოლია. როცა კონკურსში ხარ ჩართული, მაშინ ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. ჩვენ თავიდან მიშა მდინარაძის ''თოლიები'' დაგვიმტკიცეს და ის უნდა გვემღერა. ერთი კვირით ადრე დაგვირეკეს და გვითხრეს, ''თოლიები'' არ გვინდა, ''ყვავილების ქვეყანა'' უნდა იმღეროთო. მათ უნდოდათ სიმღერა, რომელიც ძალიან კარგად იციან. ''ყვავილების ქვეყანას'' ახლა ვალერი მელაძე მღერის. აქედან გამომდინარე არ შევეწინააღმდეგეთ და ეს სიმღერა გავაკეთეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგი ვარიანტი გამოგვივიდა. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის. 

- სოციალურ ქსელში ზოგი წერდა, რომ შენც ამ კონკურსის გამარჯვებული ხარ. როგორც ჩანს, მაყურებელს იმდენად კარგად და-ამახსოვრდა შენი გამოსვლა, რომ გამარჯვებულად აღგიქვამენ. 

- ვფიქრობ, მესამე ადგილზე გასვლა იმ დროისთვის ძალიან დიდი გამარჯვება იყო. პირადად მე კმაყოფილი ვიყავი ჩემი გამოსვლით. მთავარი არაა, რომელ ადგილს აიღებ. ნუცასაც სულ ვეუბნებოდი, არ იფიქრო, რომ აუცილებლად უნდა გაიმარჯვო, იფიქრე იმაზე, რომ ღირსეულად წარადგინო შენი ქვეყანა და შენი მონაცემების მაქსიმუმი გააკეთე სცენაზე-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. ნუცამ ძალიან კარგად გაართვა თავი ყველაფერს. 

- ყველაზე მეტად, ალბათ, მესამე საკონკურსო დღეს ინერვიულეთ.

- ყველა საკონკურსო დღე სანერვიულო იყო. რომელ დღეს რას გადაწყვეტდა ჟიური, წინასწარ ვერავინ იტყოდა. პირველ დღეს ნუცას ისეთი სიმღერა ჰქონდა შერჩეული, კითხვის ნიშანი იდგა, ან ძალიან მაღალ ქულებს დაგვიწერდნენ, ან დაბალს. შეიძლებოდა, თავად სიმღერა არ მოსწონებოდათ. ისინი ხშირად სიმღერას აფასებენ და არა ნამღერს. მეორე დღეს მთავარი იყო შედეგის გამყარება. ვინმეს, მაგალითად, ფილიპ კირკოროვს რომ დაეწერა ცხრიანი, წინ არაფერი ედგა და ვერავინ ვერაფერს ვეტყოდით. თავად კირკოროვი ერთ-ერთ წარმომადგენელს უჭერდა მხარს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იყო, რომ პირველი ადგილი შევინარჩუნეთ. მესამე საკონკურსო დღეს ნუცას ვეუბნებოდით, შანსი არ უნდა დაუტოვო ჟიურის წევრებს, რომ დაბალი ქულა დაწერონო და როგორც ნახეთ, ნუცამ არაჩვეულებრივად იმღერა. 

- როგორც ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, ასეთი საკონკურსო ციებ-ცხელების შემდეგ კვლავ ბათუმში მიდიხარ და მშვიდ და წყნარ ცხოვრებას უბრუნდები. რატომ არ რჩები აქტიურად შოუბიზნესში?

- ჯერ ერთი, ქართულ ესტრადაზე არაფერი არ ხდება და მეორეც, შვილები ბათუმში მყავს დატოვებული და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ. 

კომენტარები:
მედეა2014-08-07 19:30:33
რასაც თქვენ არანჟირებას ეძახით, სიმღერის დამახინჯებაა! რომ უნდა გატკბე რაღაც მელოდიით, სულ სხვა რამ გესმის. ეს ჩემთვის წარსულის თავდაყირა დაყენებაა!

2014-08-10 11:36:42
მალადეც სოფო.ნუცასტან ერტად სენ სულ გამარჯვებული იკნები საკარტვალოსტვის

lika2014-08-10 13:35:29
ძალიან მაგარი მომღერალი ხარ სოფო და როგორი სიმართლე თქვი: ქართულ ესტრადაზე არაფერი არ ხდება..სამწუხაროდ.

Sagi2016-12-01 05:21:32
I can see the Beastie Boys rapping to the words of that spam comment, each guy taking turns with the normal wodrds and the bold hynlreipked words being where they shout out together.

Skip2016-12-01 16:41:19
People <a href="http://ikmhiwaghe.com">nolamrly</a> pay me for this and you are giving it away!

Rayonna2016-12-01 22:43:11
The exrsitpee shines through. Thanks for taking the time to answer. http://yyvsmiqfcjp.com [url=http://vwbzhq.com]vwbzhq[/url] [link=http://zbndacktua.com]zbndacktua[/link]

Esther2016-12-03 11:24:45
An <a href="http://ksxiim.com">ineelligtnt</a> answer - no BS - which makes a pleasant change

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აპრილი 2018
აპრილი 2018
აპრილი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.4402
EUR3.0017
GBP3.4343
RUB3.9729
თბილისი 6°-16°
ქუთაისი 7°-13°
ბათუმი 8°-8°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia