ლუკ რუელმანი 5 წლისაა. იგი აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში
ცხოვრობს და ამტკიცებს, რომ მისი წარსული ცხოვრება ახსოვს, სადაც იგი 30 წლის შავკანიანი
პემი იყო ჩიკაგოდან.
ბავშვი იმდენად მტკიცედ საუბრობდა მის წარსულ ცხოვრებაზე, რომ მისმა
დედამ გადაწყვიტა ამ ქალბატონის შესახებ ყველაფერი გამოეკვლია და აღმოაჩინა, რომ
ასეთი პიროვნება მართლაც არსებობდა.
ლუკი ამბობდა: „როცა გოგო ვიყავი შავი თმები მქონდა, ვატარებდი ასეთ
საყურეებს. მე პემს მეძახდნენ, მაგრამ მე მოვკვდი. ავედი ცაში და ღმერთი ვნახე.
მან მე უკან გამომიშვა. შემდეგ მე თვალები გავახილე და პატარა ბიჭი ვიყავი, შენ კი
ლუკს მეძახდი“.
პამელა რობინსონი ერთერთ სასტუმროში მომხდარი ხანძრის დროს
გარდაიცვალა 1993 წელს. იგი მართლაც 30 წლის იყო. ბიჭუნას დედა ამბობს, რომ
ყველაფერი რასაც ლუკი ამბობს, სიმართლეს შეესაბამება.