www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:01 19.06.2014
თბილისელი "ბომჟის" ცხოვრება: "თუ დაიძინე, შეიძლება, გაგქურდონ, მოგკლან, გცემონ..."

განათლება - უმაღლესი, ასაკი - 40 წელი. რაც აცვია, მხოლოდ ესა აქვს, ეს აბადია... სხვა რაღაცებს საჭიროების, მოხერხებულობის, შესაძლებლობის მიხედვით და ბედის წყალობით შოულობს... უფრო სწორად კი - მოიპოვებს... მთავარი საჭიროება შიმშილის მოკვლაა, მეორე - სითბო. საბედნიერდ, ამ საზრუნავს სეზონური ხასიათი აქვს... ის "ბომჟია" და თავისი ცხოვრების შესახებ განრისხებული ლაპარაკობს...

- როგორ უნდა მივმართო ადამიანს, რომელიც ასე გამოიყურება?.. რამდენი ხანია, არ გიბანავიათ?

- ხომ ხედავ, შენ თქვენობით მომმართე, მე კი შენობით დაგელაპარაკები. ჩემი მდგომარეობა უფლებას მაძლევს, ისეთი ვიყო, როგორიც ვარ შენ კი ეტიკეტზე ზრუნავ, მაგრამ ვერ გაგირკვევია - რა არის ახლა ეს ეტიკეტი?!

- როგორც წესი, ჩემს რესპონდენტებს მათ პირად ჰიგიენაზე არ ველაპარაკები... ანუ ამ შემთხვევაში, არც მე ვიცავ ეტიკეტს...

- ვიბანავე ამას წინათ - ორთაჭალაში, ჰესის წინ, გოგირდის წყაროზე.

- ქუჩაში? ეგ ადგილი არ ვიცი.

- თვალს მოფარებულია. თანაც, ღამე იყო. ისედაც, ყველა ცდილობს, თვალი აგარიდოს... მოკლედ, ეგ არ არის პრობლემა.

- აბა, რა არის პრობლემა?

- არაფერი.

- ეს რას ნიშნავს, შევწყვიტოთ ლაპარაკი?

- არა, რატომ?! დრო ბევრი მაქვს და ვილაპარაკოთ, თუ გინდა. მხოლოდ, ნუ მაიძულებ, "დავიგრუზო".

- "დაიგრუზო" პრობლემებით?

- ჰო, იმიტომ კი არ ვარ აქ, რომ მოვალეობებზე ვიფიქრო, აქ იმიტომ ვარ, რომ სანამ გავძლებ, კარგად ვიყო.

- დავაზუსტოთ: აქ ანუ ქუჩაში?..

- როდესაც არა გაქვს ჭერი და ამ ჭერქვეშ რაღაცა ნივთები, ე.ი. თავისუფალი ხარ...

- კარგი თავისუფლებაა მოვალეობებზე უარის თქმა. ეგ უფრო პოზაა!

- ჰო, მარამ ჩვენ არავის ვჭირდებით...

- დავას არ ვაპირებ, მაგრამ მაინტერესებს, კონკრეტულად, ვის არ სჭირდებით - ოჯახის წევრებს თუ სახელმწიფოს?

- ოჯახის წევრებისთვის უკეთესია, თუ არ ეცოდინებათ, რას ვაკეთებ. უმჯობესია, იფიქრონ, რომ გარეწარი ვარ და ისინი ამიტომაც მივატოვე, ვიდრე აქ მნახონ...

- მაგრამ თქვენ არ იმალებით. აქ, ღია ცის ქვეშ, თბილისის ცენტრში დამალვა, მგონი, მოუხერხებელია.

- ჯერ არავის შევხვედრივარ, ნაცნობთაგანს. ჩემი ოჯახი მხოლოდ ერთი ადამიანისგან შედგება და რაღა ის გადამეყრება?!. სახელმწიფომ კი დამიმტკიცა, რომ მე ზედმეტი ადამიანი ვარ.

- როგორ?

- სახლი მქონდა თბილისში. როცა ძალიან გამიჭირდა, ვერც სამსახური ვიშოვე და აღარც არაფერი მქონდა გასაყიდი, გადავწყვიტე, ჩემი კარგი ბინა გამეყიდა და სხვა, უფრო პატარა ბინა მეყიდა. ასეც მოვიქეცი. ვფიქრობდი, რომ დარჩენილი თანხით მცირე ბიზნესს წამოვიწყებდი და ფეხზე დავდგებოდი. წამოვიწყე საქმე, მაგრამ დიდი ვერაფერი - ფართი ვიქირავე ქალაქის გარეუბანში და მაღაზია გავხსენი. ჩემი ბიზნესი მალე "გარდაიცვალა" ...გადასახადების და ნისიების წყალობით, წაგებაზე დავიწყე მუშაობა. ის ახალნაყიდი ბინაც გავყიდე და მთელი თანხა მაღაზიაში ჩავდე. იქვე ვცხოვრობდი, სადაც ვმუშაობდი. მერე, გამყიდველიც დავითხოვე, რადგან ხელფასს ვერ ვუხდიდი... მალე, ჩემს "დიდ" ბიზნესში სახელმწიფომ დარღვევები აღმოაჩინა, მაღაზია დამილუქეს და სანამ მათთან ანაგრიშს გავასწორებდი, პროდუქტები გამიფუჭდა... ამას ახალი გადასახადები დაემატა და გავკოტრდი. მაღაზიაში ყოველდღე ჩხუბი მქონდა, რადგან ბუნებრივია, დისტრიბუტორები გაყიდული საქონლის თანხას მთხოვდნენ, მე კი ეს თანხა არ მქონდა. სახელმწიფომ შანსი არ 

მომცა, ფეხზე დავმდგარიყავი. რა, პირველად მოისმინე ასეთი ამბავი?!

- არა, სრულიად ჩვეულებრივი ამბავია... მაშინვე გადმობარგდით ქუჩაში?

- არა, მე დამწყები "ბომჟი" ვარ. თავიდან ნათესავებს გავუმწარე სიცოცხლე: ხან ერთთან მეძინა, ხან - მეორესთან, მერე კი სმა დავიწყე.

- ჰო, გამოსავალი გიპოვიათ...

- მშვენიერი გამოსავალია. ადამიანები იმიტომ ზრუნავენ ერთმანეთზე, იმისთვის იღვწიან და შრომობენ, რომ თავი კარგად იგრძნონ. ახლა, თავს მშვენივრად ვგრძნობ! თანაც, მარტო არა ვარ!

- თქვენი საცხოვრებელი ადგილი კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაა... შეიძლება, რომ ითქვას?

- არა, ჩემი მისამართია თბილისი. თუმცა, ამ ეტაპზე, მის უბანში ვიმყოფები... ამას ცხოვრებას ვერ დაარქმევ.

- რამდენი ხართ?

- აქ ორმოცდაათამდე ნაცნობი მყავს, ერთი ამდენს კი არ ვიცნობ. ყველას ვერ ენდობი, საშიშია... "ბომჟებს" ვერც დაითვლი, რადგან ჩვენ ყველგან ვართ, სადაც შეიძლება, რომ ჩამოჯდე. თბილისში კი ასეთი ადგილი ბევრია.

- რა საშიშროებაზე ლაპარაკობთ?

- სიკვდილის საშიშროებაზე. თუ ყველას მიენდვე, შეიძლება, რომელიმემ თავში აგური იმ ერთი ლარისთვის ჩაგარტყას, რომელიც შენს ჯიბეში ეგულება.

- თქვენ ადამიანები თვალს გარიდებენ და გაგირბიან. უცნაურია, როგორ ახერხებთ თავის გატანას?

- თვალსაც გვარიდებენ და ჩვენით ფულის გაკეთებასაც ახერხებენ... ისეთებიც არიან, რომლებიც ფულს, სასმელს, სიგარეტს, საკვებს გვჩუქნიან.

- "ჩვენით ფულის გაკეთება" რას ნიშნავს?

- ჰო, ზოგიერთებმა ამაზე ბიზნესი ააწყვეს... ვერაფერს იტყვი, ეს ჩვენთვისაც მომგებიანია. "პეჩატკას" ჩვენ ვერ ვიყიდით და ნორმალურ სასადილოში ვერ ვისადილებთ, თვითნაკეთი არყის და ლარიანი სადილის ფულის გახერხება კი ხელგვეწიფება. 

- ფულს მათხოვრობით შოულობთ?

- ჰო, მაგრამ ჩემთვის ჯერ არავის მოუმართავს - მათხოვაროო. უბრალოდ, ვთხოულობ და მაძლევენ. ფულს ძირითადად ღამით, ვალუტის გადასახურდავებელ პუნქტებთან ვთხოვ შემთვრალ მამაკაცებს. ქართველები ხელგაშლილები ვართ. არის შემთხვევა, როცა ფულს ვერ მაძლევენ, მაგრამ სასმელს, საჭმელს და იმას, რასაც ახერხებენ, მჩუქნიან. თვალზე სიმთვრალისგან ცრემლიც ადგებათ და მეუბნებიან: ჩემი სახელი ახსენე როცა დალევო.

- სადღეგრძელოებსაც ამბობთ, როცა იკრიბებით?

- კი, მაგრამ ცოტა ეგოისტურს... "კარგად ვიყოთ" - აი, ასეთ სტილში... ვმღერით კიდეც... 

- ადამიანს ჭაობშიც სჭირდება სულიერება?

- ეგ იმათ ჰკითხე, ვინც ამ ჭაობში ყოფნას მაიძულებს. 

- აქ ყოფნას არავინ გაიძულებთ. ადამიანს ორი ხელი, ორი ფეხი და ნება იმიტომ აქვს, რომ იმოქმედოს.

- ჭკუის დარიგებას არ მივიღებ!

- მე კი ვერ ვეტყვი მკითხველს, რომ ხელჩაქნეული და დაცემული შეგიბრალოს...

- არ მჭირდება სიბრალული, მარამ თუ არ გებრალები, რატომ გაგიშტერდა სახე და გაგეყინა თვალები?.. გინდა, გითხრა - რატომ? - უსუსურობისგან!

- როცა უსახელო წერილებს ვწერ, ეჭვიანი ადამიანები მეუბნებიან, რომ მე ვიგონებ ჩემს გმირებს.

- შემომიარონ ალექსანდრეს ბაღში, ამაღამ და მათ ვუჩვენებ, რომ ვარსებობ და ბევრ სხვა ამბავსაც მოვუყვები. ერთი თვეა, აქ ვარ და ჯერ სრულფასოვნად არ მძინებია - თუ დაიძინე, შეიძლება, გაგქურდონ, მოგკლან, გცემონ... ასე რომ, მოსაუბრეზე უარს არ ვიტყვი.

- სახელს და გვარს რატომ არ მეუბნებით?

- შვილი მყავს, მეცოდება!..

კომენტარები:
დაამატე კომენტარი2014-06-19 15:41:19
მდაააა....

ელე ელე2014-06-20 00:31:26
ცუდად ვარ ამის წაკიტხვის Hემდეგ

Hippie2016-12-01 05:36:29
Oooo lovely blog, lovely giveaway. So far i've made some red tomato relish which I've already posted pics of on my blog. I intend to make some chilli jam too and put them in pretty jars with gingham lids:) I'm going to knit some small Christmas tree decorations, make some fabric christmas stockings, cross stitch a few cards. I've also made a few fabric tree decorations but can't show them yet - shhw!!!Thiggy x

Forever2016-12-01 16:41:24
It's good to get a fresh way of <a href="http://nbvuezfrl.com">lonikog</a> at it.

Joan2016-12-01 22:43:18
And to think I was going to talk to soeonme in person about this. http://hlespgexxoy.com [url=http://jxfxnj.com]jxfxnj[/url] [link=http://iigwjazqkz.com]iigwjazqkz[/link]

Dell2016-12-03 11:24:50
You really found a way to make this whole <a href="http://pktepwhx.com">prscoes</a> easier.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 11°-22°
ქუთაისი 13°-26°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia