www.people.ge
15:37 01.07.2014
რა პროდუქტებია სასარგებლო ძილის წინ

უძილობა - ეს სერიოზული პრობლემაა, როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე ფსიქიკისთვის. ძილის ხარისხზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, დაწყებული სტრესისგან და დასრულებული გენეტიკური დაავადებებით, თუმცა, ამ შემთხვევაში უმნიშვნელო როლს არც საკვები თამაშობს.

თუ თქვენ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, იქნებ საჭიროა გადახედოთ თქვენს დიეტას, განსაკუთრებით ძილის წინ. ჩამოგითვლით პროდუქტების გარკვეულ ნაწილს, რომლებიც გეხმარებიან, ან პირიქით ხელს გიშლიან ჯანსაღ ძილში.

თავდაპირველად იმ პროდუქტებზე ვისაუბროთ, რომლებიც ჯანსაღ ძილში ხელს შეგიწყობენ. თუ პერიოდულად უძილობა გტანჯავთ, ჩართეთ ეს პროდუქტები თქვენს რაციონში და გარკვეული დროის შემდეგ განსხვავებას დაინახავთ.

ბანანი

ეს ხილი გაჯერებულია კალიუმითა და მაგნიუმით - ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ბუნებრივი მიორელაქსანტები. ამასთანავე ბანანი ამინომჟავა ტრიპტოფანს შეიცავს, რაც სეროტონინთან სინთეზში შედის, ეს კი მოდუნებას უწყობს ხელს. შედეგად წარმოიქმნება მალატონინი, „ძილის ფერმენტი“, გადის ერთი საათი, სანამ ტრიფტოფანი ტვინამდე მიაღწევს, ამიტომ უკეთესი იქნება თუ ბანანს დაწოლამდე ნახევარი საათით ადრე მიირთმევთ.

ცილით გაჯერებული პროდუქტები

კვერცხი, უცხიმო ხაჭო, ქათმის ხორცი - ეს პროდუქტები ცილით არის გაჯერებული, ისინი ძილიანობას იწვევენ და გეხმარებიან მჟავიანობის დონის დაწევაში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? გულძმარვა ძირითად შემთხვევაში ღამით იწყება და ადამიანს ჯანსაღ ძილში ხელს უშლის.

ნუში

ეს უგემრიელესი კაკალი გაჯერებულია არამხოლოდ ცილით, არამედ მაგნიუმითაც, ეს ყოველივე კი კუნთების მოდუნებას ხელს უწყობს, რაც ჯანსაღი ძილისთვის აუცილებელია. რამდენიმე ნუშის გული, ან ნუშის კარაქი პურთან ერთად საუკეთესო საშუალებაა ღრმად და უდარდელად დასაძინებლად.

რძე

ერთი ფინჯანი თბილი რძე ძილის წინ - გამარჯობათ ბავშვობიდან! თბილი რძე დაძინებას ხელს უწყობს, ამასთანავე რძე გაჯერებულია კალცით, რაც მელატონინის გამოყოფას არეგულირებს. თუ ღამით გაიღვიძეთ და ვეღარ იძინებთ, ერთ ფინჯან რძეში ერთი ჩაის კოვზი თაფლი გაურიეთ და ისე დალიეთ.

ბალი

ბალი - მელატონინის ერთერთი ბუნებრივი წყარო. მიირთვით რამდენიმე ბალი ძილის წინ, ან დალიეთ ნატურალური წვენი.

ჩაი

მწვანე ჩაი ტიანინს შეიცავს. ეს ნივთიერება ბუნებრივ ტრანკვილიზატორად იქცევა, რომელიც ხელს უწყობს დამშვიდებასა და სტრესის მოხსნას. თუმცა, მწვანე ჩაი სხვა ნივთირებასაც შეიცავს - კოფეინს, ამან კი შესაძლოა დადებითი ეფექტი შეამციროს. ამიტომ, მწვანე ჩაი შესაძლოა ჩავანაცვლოთ მცენარეული ჩაით.

ახლა კი გთავაზობთ პროდუქტების სამეულს, რომლებიც თქვენს ჯანსაღ ძილს განსაკუთრებით უშლიან ხელს, შესაბამისად კარგი იქნება თქვენივე ჯანმრთელობისთვის თუ იტყვით უარს ამ ყოველივეზე:

კოფეინი

ძილის წინ ყავას საერთოდ თუ არ ახსენებთ უკეთესი იქნება, თუმცა, არსებობს სხვა პროდუქტებიც, რომლებიც დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავენ, მაგალითად შოკოლადი და გარკვეული წამლები. ამასთანავე, ყველა ადამიანს კოფეინისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს. არსებობე ადამიანები, რომელთათვისაც ძილის წინ დიდი ფინჯანით ყავის მირთმევა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს,

ცხიმიანი საკვები

პრაქტიკა ამტკიცებს, რომ ცხიმიანი საკვების მოყვარულები უძილობით იტანჯებიან. დიდი რაოდენობის ცხიმიანი საკვები ამავდროულად გულძმარვასაც იწვევს. თუ მსგავსი ტიპის საკვებს თავს ვერ ანებებთ, მაშინ უკეთესი იქნება თუ დაძინებამდე სამი საათით ადრე მაინც ივახშმებთ.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი ცუდად მოქმედებს სწრაფი ძილის ციკლზე, რა დროსაც ჩვენ სიზმრებს ვხედავთ. სწორედ ამ ციკლებზეა დამოკიდებული ძალების აღდგენა, გამოდის, რომ ალკოჰოლი დასვენების საშუალებას არ გაძლევთ ძილის დროსაც კი.

თქვენ როგორ კვებას ანიჭებთ უპირატესობას? კითხვაზე პასუხის გასაცემათ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ people.ge-ს გამოკითხვაში. 

კომენტარები:
ლილიკო2014-07-13 13:50:34
დიდი მადლობა!

mwtglits2015-07-10 12:40:31
csbQ7m <a href="http://whtvyktgwcvn.com/">whtvyktgwcvn< /a>, [url=http://uwusubhhajay.com/]uwusubhhajay[/url], [link=http://fmiihjnxzest.com/]fmiihjnxzest[/link] , http://eifsxbdvntfh.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აპრილი 2018
აპრილი 2018
აპრილი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.4402
EUR3.0017
GBP3.4343
RUB3.9729
თბილისი 6°-16°
ქუთაისი 7°-13°
ბათუმი 8°-8°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia