www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:01 10.10.2014
იცოდით, რომ ვაშლი შარდმდენი ხილია, კიტრი კი წნევას არეგულირებს?
ნონა დათეშიძე

ჭარხლის წვენი ყველაზე კარგია სისხლის წითელი ბურთულებისა და მთლიანად სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად, ასევე, სასარგებლოა ის სტაფილოს წვენთან ერთად. დღეში ერთ ჭიქაზე მეტი ჭარხლის წვენი არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს. თავდაპირველად, უმჯობესია, დალიოთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენების ნარევი, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდოთ ჭარხლის წვენის რაოდენობა. ასე ორგანიზმი გაცილებით სწრაფად და კარგად იწმინდება. საკმარისია დღეში ორჯერ ერთი ჭიქა წვენის მიღება. ეს განსაკუთრებით კარგია ქალებისთვის კლიმაქსური პერიოდის დროს. 

ჭარხლის წვენში ბევრია ნატრიუმი და კალციუმი და ორივე ნივთიერება ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჭარხალში შემავალი ქლორი კი წმენდს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს. 

ჭარხლისა და სტაფილოს წვენების ნარევი ორგანიზმს ამდიდრებს საჭირო რაოდენობის ფოსფორით, გოგირდით, კალციუმითა და ტუტე ლითონებით. 

კიტრი და მისი წვენი კი საუკეთესო შარდმდენი საშუალებაა, თუმცა, ბევრი სხვა სასარგებლო თვისებაც გააჩნია, მაგალითად, მასში შემავალი დიდი რაოდენობით გოგირდი და სილიციუმი ხელს უწყობს თმის ზრდას. 

კიტრი შეიცავს 40 პროცენტამდე კალციუმს, 10 პროცენტამდე ნატრიუმს, 20 პროცენტამდე ფოსფორს და 8 პროცენტამდე ქლორს. 

კიტრის წვენით, სტაფილოს წვენთან ერთად, მკურნალობენ რევმატულ დაავადებებს. კიტრში კალციუმის შემცველობა არეგულირებს წნევას, ასევე, კარგია კბილებისა და ღრძილების დაავადებების დროს. ადამიანის ფრჩხილსა და თმას სწორედ იმდენი მიკროელემენტი ესაჭიროება, რა რაოდენობითაც მათ კიტრის წვენი შეიცავს. 

კიტრის, სტაფილოსა და მწვანე სალათის ფოთლების წვენების ნარევი კანის ბევრი დაავადებისთვის უებარი წამალია.

 

ცისტიტის მკურნალობის დროს და კენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია დიეტოთერაპია

შარდში ოქსალატების არსებობისას რეკომენდებულია რაციონში ისეთი პროდუქტების ჩართვა, რომლებსაც ორგანიზმიდან მჟაუნმჟავა მარილები გამოაქვს. ასეთებია: ბურღულეული, ფქვილის ნაწარმი, უხეშად დაფქული თეთრი და შავი პური; ნებადართულია ბოსტნეულის სუპები, ხილი, მოხარშული ხორცი. სუფრის მარილის სადღეღამისო დოზა 5 გრამია. საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება; მაქსიმალურად შეზღუდეთ რძის ნაწარმი, კვერცხი, კალციუმის მარილებით მდიდარი პროდუქტები, ხორცისა და თევზის წვნიანი; არ შეიძლება მჟაუნის, ისპანახის, პარკოსნების, შოკოლადის, სანელებლებისა და ალკოჰოლის მიღება.

ფოსფატური კენჭების არსებობის დროს მიირთვით: უსაფუარო ცომეული, მოხარშული ხორცი, თევზი, მცენარეული ცხიმების შემცველი საკვები, შაქარი, თაფლი; სვით მინერალური წყლები. შეზღუდეთ ხორცისა და თევზის წვნიანი, კონსერვები, კარაქი. სუფრის მარილის დღეღამური დოზა 8 გრამია. რაციონიდან გამორიცხეთ მაგარი ჩაი, ყავა, ალკოჰოლი, ცხარე საკვები.

ურატული კენჭების არსებობისას მიირთვით მცენარეული და რძის პროდუქტები – ასეთი საკვები შარდის გატუტიანებას იწვევს. დიდი რაოდენობით მიირთვით ბოსტნეული, ხილი, კენკრა; შეზღუდეთ მარილიანი კერძების მიღება. დიდი რაოდენობით სვით ჩაი და კომპოტები, ასევე, ტუტე მინერალური წყლები. შეზღუდეთ პურინების შემცველი პროდუქტები, მაგალითად, ღვიძლი, ენა, შემწვარი ხორცი, კონსერვები და ასე შემდეგ.

შარდის ბუშტის ანთების დროს ნებადართულია რძის ნაწარმი, ბურღულეული, ბოსტნეულის სუპები, მოხარშული უცხიმო ხორცი, თევზი, კომპოტი, ახალგამოწურული ხილის წვენები; მიიღეთ ვიტამინები, განსაკუთრებით – ასკორბინის მჟავა; შეამცირეთ მარილი. 

თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებითი და კენჭოვანი დაავადებების დროს სამკურნალო მიზნით გამოიყენება ლობიოს პარკი. გამოათავისუფლეთ ის მარცვლებისგან, მზეზე გააშრეთ და მიიღეთ მისი ნახარში. ეს შარდმდენი საშუალებაა; ასევე, კარგია მაყვლის, ოხრახუშის, ვაშლისა და ჭარხლის წვენები. არ მიიღოთ ალკოჰოლი, კოფეინი, შოკოლადი, ცხარე სანელებლები. გაითვალისწინეთ, რომ გაზიანი სასმელები შარდის ბუშტზე უარყოფითად მოქმედებს. ასევე, მოერიდეთ ციტრუსების მიღებას, რადგან ის შარდს ატუტიანებს, რაც ხელს უწყობს მიკროორგანიზმების გამრავლებას.

 

ვარჯიში და სწორი კვება ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს

ფიზიკურად აქტიური ადამიანები გაცილებით ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე ზარმაცები. ვარჯიში ააქტიურებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. დღეში ნახევარი საათი ვარჯიშიც კი საკმარისია ამისთვის.

რეგულარული ვარჯიში და სწორი კვება ამცირებს კიბოთი დაავადების რისკსაც. იმისთვის, რომ ადამიანის ორგანიზმმა დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობით ენერგია მიიღოს, აუცილებელია, მიირთვას პური, ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი და, აგრეთვე, პროტეინების შემცველი პროდუქტები, მაგალითად, საქონლისა და ქათმის ხორცი, თხილი, თევზი.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ, როგორ სრულფასოვნად და სწორადაც არ უნდა იკვებოთ, დანამატების სახით ვიტამინებისა და მინერალების მიღება მაინც აუცილებელია.

A, B, C, D, E  და PP ვიტამინები ადამიანის ორგანიზმს რკინითა და ფოსფორით უზრუნველყოფს, რაც ერთიორად ამაღლებს შრომისუნარიანობასა და სასიცოცხლო ტონუსს.

 

შეინარჩუნეთ მხედველობა სწორი კვების დაცვით

ასპროცენტიანი მხედველობით ბევრი ვერ დაიკვეხნის. ფიზიკური გადაღლა, კომპიუტერთან და ტელევიზორთან დიდხანს ჯდომა, ალკოჰოლი, სიგარეტი, უძილობა – ეს ყველაფერი თვალებს აზიანებს და მხედველობაზე ნეგატიურად აისახება. ამას ემატება მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტრავმები და სხვა, რაც ასევე ახდენს ზემოქმედებას მხედველობაზე. 

ასაკის მატებასთან ერთად მხედველობაც სუსტდება. თუ თქვენ მტკივნეულად რეაგირებთ შუქზე, თვალები გეცრემლებათ, სწრაფად გეღლებათ, მაშინ, უნდა ივარაუდოთ, რომ ორგანიზმში რაღაც დარღვევაა, არ გყოფნით ვიტამინების მარაგი და მიკროელემენტები. 

მხედველობის შესუსტებისას აუცილებლად უნდა შეიტანოთ კვების რაციონში A, B1, B2, C და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები.

A ვიტამინს შეიცავს: ნესვი, სტაფილო, პომიდორი, სალათის ფურცლები, მწვანე ბარდა, ხახვი, ხაჭო, საქონლის ღვიძლი, კარაქი, ნაღები, ყველი. 

B1 ვიტამინს შეიცავს: ბარდა, სოკო, ღვიძლი, თირკმელები, ნიგოზი, ბულგარული წიწაკა, ნიორი, ქათმის ხორცი, რძის მჟავე პროდუქტები. 

B2 ვიტამინს შეიცავს: რძე, ყველი, ხაჭო, კვერცხი, საქონლის, ღორისა და ქათმის ხორცი, თევზი, ბარდა, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბანანი, მწვანე ხახვი, კამა. 

C ვიტამინს შეიცავს: ასკილი, შავი მოცხარი, ქაცვი, ოხრახუში, კამა, კარტოფილი, კომბოსტო, ციტრუსები. 

E ვიტამინს შეიცავს: სოია, სიმინდი, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, შვრია, ჭვავი. 

მხედველობის შესუსტების დროს მაქსიმალურად ხშირად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში ის პროდუქტები, რომლებიც ზემოთ არის ჩამოთვლილი.

 

ვაშლი შარდმდენი ხილია

ვაშლი მდიდარია ორგანული მჟავებით, რკინითა და ვიტამინებით. ის საუკეთესო დიეტური პროდუქტია. მასში არსებული ორგანული მჟავები ხელს უწყობს ნაწლავებში მიკროფლორის გაუმჯობესებას, ნორმალური ბიოლოგიური მიკროფლორა კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ორგანიზმის მყარი იმუნური სისტემის შენარჩუნებას.

ვაშლი ამცირებს ნაწლავებში დუღილისა და ლპობის პროცესს. ის კარგი შარდმდენი საშუალებაცაა. სასარგებლოა შეშუპების, დიათეზის, ნიკრისის ქარის დროს. ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს ფრუქტოზას. ის დიეტური ხილია და მის ზოგიერთ სახეობას არ აქვს უკუჩვენება შაქრიანი დიაბეტის დროს.

ორგანიზმის შეშუპების შემთხვევაში, კარგია შემდეგი სახის ნაყენის მომზადება: გახეხეთ ერთი ვაშლი და გაწურეთ დოლბანდში. მიღებულ სითხეს დაუმატეთ იმდენივე რაოდენობის წყალი და დაახლოებით 5 გრამი სტაფილოს დაჩეჩქვილი თესლი. მიიღეთ დილით, რადგან, საღამოს მისი მიღება გახშირებულ შარდვას გამოიწვევს. ასევე, შარდმდენი თვისებების გამო, მისი ხშირად გამოყენება სასურველი არ არის. რეკომენდებულია მხოლოდ ოთხი დღის განმავლობაში.

 

კაკლის უღელს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს

იოდის დეფიციტი ადამიანის ორგანიზმში ბევრი დაავადების მიზეზი ხდება. იოდის ნაკლებობისას ადამიანი მოდუნებულია, ადვილად იღლება, ღიზიანდება, ოფლიანობს, მაღლა იწევს არტერიული წნევა, უჩივის მეხსიერების დაქვეითებას, უკანკალებს ხელ-ფეხი; ორგანიზმში ირღვევა ფარისებრი ჯირკვლების მუშაობა, რაც გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე; იწვევს მასტოპათიის განვითარებას, ხელს უწყობს მიომის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის წარმოქმნას; ანელებს სქესობრივ მომწიფებას; ადამიანი ასეთ დროს მიდრეკილია ფსიქიკური აშლილობისკენ, ხშირად ცივდება. იოდის დეფიციტი განსაკუთრებით ხშირად  აღენიშნებათ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ფეხმძიმე ქალებს, ქალბატონებს მშობიარობის შემდეგ, კომპიუტერთან მომუშავეებს.

იოდის შესანიშნავი წყაროა კაკლის უღლის ნაყენი: ნახევარი ჩაის ჭიქა უღელი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაუმატეთ ორი ჩაის ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გააცივეთ და ათი წუთით ისევ დადგით ცეცხლზე წამოდუღებამდე. გაცივების შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ თითო ყლუპი, ჭამამდე ხუთი წუთით ადრე, დღეში სამჯერ.

კაკლის უღლის ნახარშს, ასევე, აქვს ძლიერი ბაქტერიოციდული ეფექტი. გარდა ამისა, ის ამაგრებს ფარისებრ ჯირკვლებს. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია – კურსი 1-დან 6 კვირამდე გრძელდება და იგივე ნაყენი გამოიყენება. ნაყენით მკურნალობის შემდეგ, ადამიანი მშვიდდება, ხდება გაწონასწორებული, ნაკლებად ღიზიანდება, არ ოფლიანდება, უმჯობესდება მისი ძილის ხარისხი, უწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა.

ანტიბაქტერიული თვისებების გამო, კაკლის უღელი გამოიყენება კონიუნქტივიტის სამკურნალოდ: ნახევარი ჩაის ჭიქა დაფქული უღლის ფხვნილს დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა წყალი, 20 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და შემდეგ გადაწურეთ. ნაყენში დაასველეთ დოლბანდი და დაიფინეთ ქუთუთოებზე კონიუნქტივიტის დროს. მკურნალობის კურსი დაახლოებით 1 ან 2 კვირაა.

თუ კოლიტი გაწუხებთ – ქილაში ჩაყარეთ 3 სადილის კოვზი კაკლის უღელი, დაასხით 200 მილილიტრი არაყი და გააჩერეთ ერთი კვირის განმავლობაში. 10 წვეთი გახსენით 1 სადილის კოვზ ცივ წყალში და მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.

თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად, თავის ტკივილის მოსახსნელად და მეხსიერების გასაუმჯობესებლად, 1 ჩაის ჭიქა უღელს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში. 1 სადილის კოვზ ცივ წყალში გახსენით 5 წვეთი ნაყენი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

 

კომენტარები:
kytlqy2015-09-11 23:16:20
D9wrKH <a href="http://tyxjbjntiyaa.com/">tyxjbjntiyaa< /a>, [url=http://wtkcwjiukbka.com/]wtkcwjiukbka[/url], [link=http://jqewvfowyejs.com/]jqewvfowyejs[/link] , http://bcfjiobuirej.com/

bvvermhbmdh2016-01-05 00:09:09
4pi7nE <a href="http://uruzwazmghnt.com/">uruzwazmghnt< /a>, [url=http://ovctwejrxeak.com/]ovctwejrxeak[/url], [link=http://gxrthzcotzxu.com/]gxrthzcotzxu[/link] , http://fidpzyxwtfek.com/

asOnwh57ja2016-05-29 02:15:42
http://levaquin-online.nu/ - levaquin http://buy-tetracycline.ru/ - tetracycline http://buyfurosemide.faith/ - order furosemide

zy8i4f8ra92016-07-01 17:22:11
<a href="http://xivei238xhe163p.com">6c9irl0p92< /a> <a href="http://sav17gpne.com">6upq4otv51</a> & lt;a href="http://be5pbk7xe8j3q6mlkslf.com">wpji708b8 3</a> [url=http://mhedfhra.com]rxogw1tfyf[/url] [url=http://bhjlrqopm1.com]47gfmcm87e[/url] [url =http://3rmazfq6m1.com]biyogvmqbz[/url] http://1a3 92nricwxze1250r.com http://fyifwmdjda7pn.com http ://8za7s2693ytpt25u.com

RichardMew2017-01-03 00:02:06
Have ever thought that this is real - http://bit.ly/2hK6rZD ????
<a href="http://bit.ly/2hK6rZD">Check it out</a>

Williamvat2017-01-04 00:28:21
Постараюсь кратко и доходчиво объяснить. Для того, чтобы было приятнее рыбий жир употреблять детям, проткните капсулу, накапайте содержимое на хлеб, посыпьте солью и дайте ребенку. С обучением иностранным языкам дело обстоит также. На первый взгляд это идеальный способ реставрации ванны, но и стакриловое покрытие имеет свои недостатки. И по этому мастер сразу может оценить, в каких пределах окажется стоимость работ и материалов. Биотехнологи обещают поразительные открытия в двадцать первом веке, особенно в области новых лекарственных препаратов, антибиотиков и медикаментов. Более того, по соображению гигиены разрешается хоронить только в строго отведенных местах, зачастую за чертой города. По мнению Марка Пендерграста, автора книги "За Бога, Страну и "Кока-Колу", у американских солдат на фронте могли быть проблемы с патронами и бинтами, однако им всегда вовремя доставляли положенные бутылочки с "кокой". Тоже не идеальный вариант. Толщина стенок колец варьируется от 7 до 14 см. После она вроде как приободрилась, видимо боль отступила. И, главное, что нужно делать, а чего делать нельзя, чтобы мужчина тебя ценил и уважал? Любое агентство недвижимости в Туле предлагает огромный выбор предложений, проводит консультации по ипотеке и юридическое сопровождение операций с недвижимостью, ну и, конечно же, вежливый персонал агентства готов ответить на любой вопрос клиента. Канат успокоителя грейфера работает от барабана открывания днища ковша или от особого барабана, который позволяет сматывать канат при его натяжении и автоматически накатывает его при ослаблении. Нам нравятся красивые вещи, как и вам, и мы рады представить некоторые наши идеи, которые вдохновили нас на производство первой коллекции. Авторы всех видеоуроков и видеокурсов дают гарантию полного освоения материала и достижение положительного результата выбранного видеокурса. Создав свой интернет магазин, вы создадите такой магазин, который будет работать круглосуточно, без перерыва на обед, да еще и во всем

Brysen2017-04-08 09:34:09
A few years ago I'd have to pay someone for this inofmration.

Lorraine2017-04-13 23:32:16
<a href="http://kzjohxe.com">Inhsigts</a> like this liven things up around here.

Starr2017-04-14 20:25:24
That's way the besetst answer so far! http://vyxtkb.com [url=http://pdbjrqufnxw.com]pdbjrqufnxw[/url] [link=http://zknoph.com]zknoph[/link]

Lawanda2017-04-15 14:31:05
Good to see a <a href="http://krgfjjawa.com">talnet</a> at work. I can't match that.

Retta2017-04-16 07:15:38
Altrizaam-anfokmaaion found, problem solved, thanks! http://uarcgkd.com [url=http://hxhwguwq.com]hxhwguwq[/url] [link=http://wwqpzwjsl.com]wwqpzwjsl[/link]

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




სარეკლამო ადგილი - 28
300 x 300
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სარეკლამო ადგილი - 6
300 x 250
ივლისი 2017
ივლისი 2017
ივლისი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
სარეკლამო ადგილი - 7
300 x 250
ვალუტა ამინდი
USD2.3983
EUR2.7923
GBP3.1183
RUB4.0713
თბილისი 20°-36°
ქუთაისი 22°-33°
ბათუმი 22°-28°
სარეკლამო ადგილი - 8
300 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
300 x 250
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia