მივმართოთ აღმოსავლურ მედიცინას. მასში ყველაზე ღირებული -
პროფილაქტიკა და სხეულისადმი კომპლექსური მიდგომაა.
წერტილი „ასი ტკივილი“ - ასეთი მრავლისმთქმელი სახელი იაპონელმა
ექიმებმა ბიოლოგიურად აქტიურ წერტილს დაარქვეს, რომელიც ასამდე სახის ტკივილის
დაძლევაში დაგეხმარებათ. ამ წერტილს „სან-რი“ ჰქვია.
ჩინეთში ეს წერტილი ცნობილია ასეთი სახელწოდებით: „ცზუ-სან-ლი“ და
სამი მნიშვნელობა აქვს: „სამოთხის კარიბჭე“ „ღვთაებრივი ხანდაზმულობა“ და „ახალგაზრდობისა
და სილამაზის წყარო“.
თავის, სახსრების, მუცლის ტკივილი - ეს ის მცირე ჩამონათვალია,
რომელთა დაძლევაშიც „სან-რი“ დაგეხმარებათ.
რაც შეეხება ინსტრუქციას: ფოტოზე მოყვანილ წერტილზე, ანუ მარცხენა ფეხის მუხლიდან ოთხი თითის მოშორებით, ქვედა მხარეს დაიჭირეთ საჩვენებელი თითი საშუალო სიმძლავრით 10 წამის განმავლობაში. ასევე, სასურველია თვალებს თუ დახუჭავთ და ტკივილი შეგიმსუბუქდებათ.