www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:24 15.12.2014
როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ფრჩხილების კვნეტას

ბევრი სხვა ჩვევისგან განსხვავებით, ფრჩხილების კვნეტა ბავშვის ჯანმრთელობისთვის მართლაც  საშიშია. პირველ რიგში ფრჩხილების ქვეშ დიდი რაოდენობით ჭუჭყი და ბაქტერიები იბუდებს, რომლებიც პირის ღრუში მოხვედრით, სხვადასხვა ინფექციებს იწვევენ. ეს რისკი საკმაოდ მაღალია. პატარა ბავშვების რაიმე ჩვევისგან გადაჩვევა კი საკმაოდ რთულია მანამდე, სანამ ისინი ულტიმატუმის ენას არ გაიგებენ.

ფრჩხილების კვნეტით ძალიან ზიანდება კანი ფრჩხილის გარშემო, რის შედეგადაც ყალიბდება მრავალი ჭრილობა, სადაც შესაძლოა ინფექცია ძალიან მარტივად შეიჭრას.  

უარყოფით შედეგებთან ერთად ეს მავნე ჩვევა ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრირებასაც  გარკვეულწილად ხელს უშლის. გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანების უმრავლესობა ამ მავნე ჩვევას ბავშვობიდანვე არიან შეჩვეულნი. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი ამ ყოველივეს მცირე ასაკიდანვე გადავაჩვიოთ.

მანამდე, სანამ ბავშვის ხელები არ ჩამოყალიბდება, მისი პირი აქტიურად იკვლევს გარშემო სამყაროს. სწორედ ამიტომ, ძალიან ხშირად  ფრჩხილების კვნეტა ანაცვლებს თითის ან მატყუარას წოვას. ძუძუთი კვების ან ხელოვნური კვების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ჩვილისთვის რთულია  წოვის რეფლექსის მივიწყება. სწორედ ამიტომ, იგი არამხოლოდ განაგრძობს წოვის რეფლექსის ჩანაცვლებას სათამაშოებით, არამედ ამ ყოველივეს თითებს და ხშირ შემთხვევაში ფრჩხილებსაც ახმარს.   

1. ყოველდღიურად შეუმოწმეთ ბავშვს ფრჩხილები. როცა  ბავშვს რაიმე აწუხებს, იგი ცდილობს დისკომფორტის მივიწყებას ნებისმიერი შესაძლო მეთოდით.

2. გამოიყენეთ ხალხური მეთოდები, რომლებსაც წინაპრები მსგავს შემთხვევებში მიმართავდნენ. ბავშვს თითებზე წიწაკა ან ლიმონის წვენი წაუსვით. თუ ეს ჩვევა ახალი ჩამოყალიბებულია, მაშინ ეს მეთოდები უნდა დაგეხმაროთ.

3. მიუხედავად იმისა, რომ ულტიმატუმი და მუქარა არ არის საუკეთესო  გზა, მან უნდა გაიგოს, რომ მის ქმედებებს არ ეთანხმებით. გააგებინეთ, რომ ეს  ჩვევა  ცხოვრების მანძილზე შესაძლოა გაჰყვეს და მრავალი პრობლემა შეუქმნას.

4. მარტივი ენით აუხსენით ბავშვს, რომ ფრჩხილების ქვეშ პატარა „ბოროტები“ ცხოვრობენ, რამაც შესაძლოა მუცელი აატკიოს. ყოველთვის, როცა მუცელს აიტკიებს  უთხარით, რომ ფრჩხილების კვნეტის ბრალია.  

5. თუ მავნე ჩვევას ზემოთ მოყვანილი მეთოდებით ვერ უშველით, მაშინ ათივე თითი პლასტერით დაუფარეთ და 3-4 დღე დაელოდეთ.

 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
me suba2018-12-20 20:35:19
5EPP8X just beneath, are a lot of completely not connected websites to ours, on the other hand, they are certainly worth going over

chocopie2018-12-21 05:41:29
fOWDyV There as certainly a lot to know about this topic. I love all the points you ave made.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2019
თებერვალი 2019
თებერვალი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728123
ვალუტა ამინდი
USD2.6574
EUR3.0146
GBP3.4629
RUB4.0421
თბილისი 1°-14°
ქუთაისი 4°-15°
ბათუმი 7°-11°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia