www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
10:03 25.03.2014
შინაური რეცეპტები მოვლილი ხელებისთვის
მანანა აბაშიძე

ნებისმიერმა ქალმა კარგად იცის, რომ მისი ასაკი ყველაზე ადრე და ყველაზე ადვილად ხელებს ეტყობა. ამასვე აღნიშნავენ კოსმეტოლოგებიც და ერთხმად გვირჩევენ, რომ ხელების მოვლას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ უკვე 35 წლის შემდეგ.

 როგორ მოვუაროთ ხელებს? შეიძლება, რომ მაღაზიებში ჩამოვიაროთ და ერთიანად შევისყიდოთ ყველა  ის საცხი რომელსაც, რეკომენდაციას გაუწევენ მაღაზიების კონსულტანტები. ან, შეგვიძლია, დიდი ფინანსური ნახარჯების გარეშე, სახლის პირობებში, ჩვენი კანის ტიპის შესაბამისი ჯადოსნური საცხები თვითონვე მოვამზადოთ. 

 ლიმონის საცხი

 ავიღოთ ორი ლიმონი, კარგად გავრეცხოთ. ამის მერე, ავაჭრათ ცედრა(კანის ზედაპირის თხელი ფენა) და დავასხათ ერთი ჭიქა ქაფქაფა მდუღარე წყალი. თვითონ ლიმონებიდან კი, წვენი გამოვწუროთ. წინასწა, მაცივრიდან გამოვიღოთ კარაქი და დავდოთ, რომ დარბილდეს. უკვე დარბილებული 100 გრამი კარაქი შევაზილოთ 3 სუფრის კოვზ ზეთს(შეიძლება ნებისმიერი ზეთი, თუმცა მაინც, ზეითუნის უკეთესია). მიღებულ მასას დავუმატოთ 1 კვერცხის გული და  1 ჩაის კოვზი თაფლი. ნელა-ნელა, განუწყვეტლად ვურიოთ და ასე დავამატოთ ორი ლიმონიდან გამოწურული წვენი. დავამატოთ  ვიტამინი A-ს 10 წვეთი, ისევ ვურიოთ. სულ ბოლოს, შევურიოთ ლიმონის ცედრის გაუწურავი ნაყენი.

 ამგვარად, სასწაულთმოქმედი საცხი ხელებისთვის, მზადაა. ის გამოდგება არამარტო კანის მოსავლელად არამედ, ფრჩხილების გასამაგრებლადაც. შეინახეთ აუცილებლად მაიცივარში.

 გვირილის საცხი

 ეს საცხი მისწრება იქნება იმ ქალბატონებისთვის, რომელთაც, ოჯახში განუწყვეტელი შრომის გამო, ხელების კანი ძალიან გამოუშრათ.

 1 სავსე სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა ქაფქაფა მდუღარე წყალი. დავახუროთ თავზე და დავაცადოთ 2 საათის განმავლობაში. ამის მერე გავწუროთ.

 სანამ გვირილის ნაყენი გრილდება, ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ 50 გრ კარაქი. სანამ კარაქი გადნება, განუწყვეტლად ვურიოთ. კარაქის გადნობის შემდეგ,  ისევ განუწყვეტლად ვურევთ და ნელა-ნელა დავამატოთ 1,5 ჩაის კოვზი გლიცერინი და შეგრილებული, გვირილის გაუწურავი ნაყენი. კარგად აურიეთ. მიღებული საცხი შეინახეთ მაცივარში.   

 ვარდის საცხი

ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ 15გრ ფუტკრის ცვილი. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სიმინდის ზეთი და 50გრ ვარდის ზეთი. ამის შემდეგ, მიღებული მასა გადმოვიღოთ ცეცხლიდან და ცოტა გავაგრილოთ. რომ შეგრილდება, ჯერ კიდევ ნელ-თბილ მასას, ნაწილ-ნაწილ დავამატოთ 10გრ გლიცერინი და კარგად ვურიოთ მანამ, სანამ მიღებული მასა არ გაცივდება. ხელის შინაური საცხიც მზადაა. მაცივარში მისი შენახვა აუცილებელი არ არის.   

კომენტარები:
jroyiah2016-07-25 01:40:04
8cfwML <a href="http://dtjktkvakwho.com/">dtjktkvakwho< /a>, [url=http://shhunvgxajzn.com/]shhunvgxajzn[/url], [link=http://rulaesldoxgx.com/]rulaesldoxgx[/link] , http://lpqnedqirflw.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7268
EUR3.2176
GBP3.6097
RUB4.575
თბილისი 6°-14°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 12°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia