www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
17:59 18.02.2013
„არის თუ არა ბაჩო ახალაია დამნაშავე? პასუხი: რა თქმა უნდა არის. კითხვა: რა დაგიშავათ?“
ბაჩო ახალაიას შესახებ!!

(მიზანდასახული ცილისწამების გარეშე)

კითხვა: არის თუ არა ბაჩო ახალაია დამნაშავე? პასუხი: რა თქმა უნდა არის. კითხვა: თქვენ თვითონ რა დაგიშავათ? პასუხი: არაფერი. კითხვა: აბა რას ერჩით? პასუხი: ციხეში პატიმრებს აწამებდა. კითხვა: საიდან იცით? პასუხი: ყველა ამბობს. კითხვა: მაინც ვინ ყველა? პასუხი: ჩემმა ძალიან ახლობელმა მითხრა, რომელმაც ყველაფერი თავის თვალით ნახა. კითხვა: ბაჩო ახალაიამ სხვებთან ერთად ხომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კრიმინალის დამარცხების საქმეში? პასუხი: ეგ მართალია, მაგრამ ეგენი თვითონ გადაიქცნენ კრიმინალებად. 

ეს არის დიალოგი, რომელიც გამოირჩევა დღეს თავისი მნიშვნელოვანი კითხვებით და რაც მთავარია არაარგუმენტირებული პასუხებით, რაც მოპასუხის სიცრუისმოყვარულობაზე მიუთითებს.

განსაკუთრებით აღსანიშავია ბოლო პასუხი, რომლის პირველი მონაკვეთი სიმართლეა, მეორე-სიცრუე,რადგან კონტექსტში კრიმინალის ცნება შეგნებულად არასწორად, უფრო ზუსტად სავსებით ცილისმწამებლურად მიეწერება მეორე მონაკვეთში ნაგულისხმებ ადრესატს.

1.სინამდვილეში რა გააკეთა ბაჩო ახალაიამ. ა) დიდი როლი ითამაშა საქართველოში კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც მოჰყვა კრიმინალური სამყაროს გაუვნებელყოფა.

ბ) მისი მოღვაწეობის შედეგად აღმოიფხვრა კრიმინალური სამყაროს პრიორიტეტი, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. დღევანდელი ახლგაზრდობა (უპირატესად სტუდენტობა) არსებითად განსხვავდება თუნდაც 2006 წლის ახალგაზრდობისაგან, რომლისთვისაც ქურდული გაგება არც მეტი არც ნაკლები - სასაცილოა. 

დღეს აღარ გაისმის სტუდენტი ახალგაზრდობისაგან: „სიმონ, ქურდი უნდა გამოვიდე!“უნივერსიტეტის შენობაში წარსულს ჩაბარდა ნარკოტიკების მიღება და ქურდული გარჩევები.

გ) დიდი როლი ითამაშა იმაშიც, რომ საქართველოში შექმნილიყო უნიკალური, უსაფრთხო სივრცე - ახალგაზრდებს ქუჩებში და ეზოებში აღარ ხვდებოდა ისეთი გარემო, რომელიც აიძულებდა ან უბიძგებდა მათ ჩაედინათ კრიმინალი, გაესინჯათ ნარკოტიკი და სხვა.

ბაჩო ახალაიას აღნიშნულ დამსახურებაზე დღეს არავინ არ დავობს. მაშ რაში ადანაშაულებენ მას?

2.რას ნიშნავს ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლა

ცნობილია, რომ ისინი ვინც ებრძვიან ქურდებსა და ქურდობას, მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგებიან - მათ ეჭრებათ უკანდასახევი გზა. ამიტომაც ბევრი სახელმწიფო და მთავრობა (მათ შორის იყო საბჭოთა მთავრობაც) ურიგდება ქურდებს და ასე „აგვარებს“ქურდობის პრობლემას.

3.საბჭოთა ქურდები

ი. სტალინი და შემდგომში საბჭოთა ხელისუფლება წარმატებით იყენებდა ქურდებს პოლიტპატიმრების წინააღმდეგ და მათი მეშვეობით ამყარებდნენ წესრიგს საპატიმრო ადგილებში. არსებობენ ქურდები, რომელთაც მიღებული აქვთ საბჭოთა კავშირის გმირის საპატიო წოდება.

საბჭოთა ქურდს, მე-20-ე საუკუნის 50-იან წლებში გულზე შუაში ეხატა (ტატუ)კრემლი, ერთ მხარეს სტალინი და მეორე მხარეს ლენინი! ასე გამოხატავდნენ საბჭოთა ქურდები ერთგულებას საბჭოთა ხელისუფლების მიმართ.

4. თანამედროვე ქურდები

თანამედროვე ქურდები არიან საბჭოთა ქურდების შთამომავალნი და სამართალმემკვიდრეებიც. ქართული საზოგადოებისათვის თავიდანვე იმდენად მიუღებელი და შეუთავსებელი იყო ქურდობა და ქურდული ცნობიერება, რომ როცა მე-19-საუკუნის პირველ ნახევარში თბილისში, ქართველებმა პირველად გაძარცვეს ფოსტა, თბილისელი ქალების უმრავლესობამ შავები ჩაიცვა, რითაც გააოცა და აღაფრთოვანა მთავარმართებლის ვორონცოვის მეუღლე.

მეორე მხრივ ,2005წელს, ქართულმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა კანონს “ქურდობის წინააღმდეგ“.ე.ი. მხარი დაუჭირა ქურდებს. პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები (გარდა ლ.გაჩეჩილეძისა) უკლებლივ გამოცხადდნენ პარლამენტის სხდომაზე და კენჭისყრის დროს არცერთი არ შევიდა დარბაზში. მათი საქციელი ქურდებისათვის საეჭვო რომ არ გამხდარიყო -არცერთმა ხმა არ მისცა „ქურდობის წინააღმდეგ“ კანონს!

დღეს ეს ოპოზიცია ხელისუფლებაშია!

რუსეთის სპეცსამსახური ყოველთვის იყენებდა ქურდულ სამყაროს თავისი ინტერესების განსახორციელებლად საქართველოში!

გაიხსენეთ!1991-92 წლების მოვლენები. ვის ემხრობოდა კრიმინალური სამყარო - ზვიად გამსახურდიას თუ სიგუას, კიტოვანს და იოსელიანს? - ამიტომ ეწოდა მომხდარს კრიმინალური გადატრიალება.

დღეს ვის ემხრობა კრიმინალური სამყარო? ნაციონალურ მოძრაობას თუ ქართულ ოცნებას? -ყველაფერი ნათელია!

პატიოსანი ადმიანისათვის ბუნებრივი და ადვილად ასარჩევია კრიმინალის საწინააღმდეგო მხარეზე დგომა.ხოლო ის ვინც გრძნობს, რომ თავად დგას კრიმინალებთან, თავისი არჩევანის შესანიღბავად სხვას სცხებს ჩირქს, რათა მასზე გადაბრალებით შეიმსუბუქონ საკუთარი ცოდვა. ამიტომ უწოდებენ ბაჩო ახალაიას ისინი კრიმინალს.

როგორც ვთქვით, ბაჩო ახალაიამ არსებითი როლი შეასრულა ქურდული სამყაროსა და კრიმინალური მენტალიტეტის დამარცხებაში. ამაზე არავინ დავობს (მათ შორის ისინიც კი, რომელთაც არც მეტი, არც ნაკლები ბაჩოს სისხლი სწყურიათ).

მაშ, რაში მდგომარეობს მისი დანაშაული?

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ბაჩო ახალაიას დანაშაული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მდგომარეობს მის დამსახურებაში, ქურდული სამყაროს დამარცხების საქმეში.

ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გაიმართა ნამდვილი ომი, რადგან ეს სამყარო არაფრის დათმობას არ აპირებდა. კრიმინალურ სამყაროს არსებობისათვის აქვს თავისი სივრცე და იგი სხვა სივრცეში ვერ იარსებებს. სწორედ ამის გამო გაიმართა გააფთრებული ომი, რომელიც კრიმინალების დამარცხებით დამთავდა.

აბა რატომ მიმდინარეობს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ კომპრომეტაციის ასეთი თავზეხელაღებული კამპანია, რომელშიც ძირითადად ჩართული არიან ისინი, რომელთა შვილები და შვილიშვილები სწორედ ბაჩოს წყალობით გადაურჩნენ კრიმინალურ სივრცეში მოხვედრას? 

სინამდვილეში რაშია საქმე?

6. თემი და პიროვნება

ვიდრე საბოლოო დასკვნას გავაკეთებდეთ, გვინდა გავიხსენოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი: 

ა) ვაჟა-ფშაველა - რატომ აითვალწუნა ალუდა ქეთელაური თემმა?- იმიტომ, რომ მან ხელი არ მოჰკვეთა მოკლულ მტერს - მუცალს.

ვინ იყო აქ მართალი თემი თუ პიროვნება? ქართული საბჭოთა კრიტიკის შეფასებით, ვაჟა აქ უპირატესობას ვერავის ანიჭებდა. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია, ვინაიდან თემი, რომელიც თავისი წევრისაგან კატეგორიულად მოითხოვს პრიმიტიულ სისულელეს - ხელი მოსჭრას მოკლულ ადამიანს, ვერ იქნება ვაჟა-ფშაველას დაცვის ობიექტი.

ამ შემთხვევაში ვაჟა აჩვენებს თუ როგორ იქმნება პიროვნება, როგორ ხდება მისი გამოყოფა ჯოგისაგან (ანუ რაიმე აზრით მოწესრიგებულ ბრბოსაგან). და შეიძულა ჯოგმა პიროვნება, რაც ასეთ შემთხვევაში კანონზომიერია. ჯოგი თავს იცავს იმისათვის, რომ იგი დარჩეს ისევ ჯოგად!

ანალოგიურად ფასდება „სტუმარ-მასპინძლის“ შედეგიც.

2) მე-20-ე საუკუნის 70-იანი წლების იტალიური კინომატოგრაფისათვის ზემოაღნიშნული პრობლემის წარმოჩენა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. აქ აღნიშნული და ნაჩვენები იყო, თუ როგორ ხდებიან საზოგადოებისათვის საძულველი პიროვნებები მაფიის წინააღმდეგ მებრძოლები იმიტომ, რომ ისინი გამოეყოფიან ჯოგს და ებრძვიან პრიმიტიული საზოგადოებისათვის საყვარელ მაფიას.

ბაჩო ახალაიამაც იგივე გააკეთა. იგი შეებრძოლა პრიმიტიული საზოგადოებისათვის საყვარელ კრიმინალურ სამყაროს. საზოგადოებამ, როგორც წესია, შეიძულა იგი და როცა დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ მისთვის ბრალი წაეყენებინათ, აღმოჩნდა, რომ მას პრაქტიკულად დანაშაული არ ჰქონია.

მიუხედავად იმისა, თითქოს მისი დანაშაულის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ამ შემთხვევაში პრიმიტიული თემი ცდილობს თავი შეინარჩუნოს და თავის გასამართლებლად თხზავს რაღაც ლეგენდებს (როგორ სცემა გენერალმა ჯარისკაცს და სხვა).

ამიტომ არის, რომ უკვე წინასწარ პატიმრობაში მყოფ ბაჩო ახალაიას პატიმრობის ვადას უხანგრძლივებენ, რათა გამოძიებამ შექმნას უფრო დამაჯერებელი ლეგენდა (ა.წ.იანვრის ბოლოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლ.კურტანიძემ სცემა ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და ორი კვირის მანძილზე საქმე არ აღძრულა!).

ვინაიდან პრიმიტიული თემი ვერ ფლობს დამაჯერებელ არგუმენტებს, იგი მოქმედებს ხევისბერის კანონით: „თემს რაც სწადიან, მას იზამს, თავის თემობის წესითა“ (სტუმარ-მასპინძელი).

ეს თემი იყენებს მისთვის შესაფერის სასჯელს: “დაჯარდით, ხევსურთ შვილებო, ყველანი -დიდნი, მცირენი, სამართალი ვქნათ ვუმტვრიოთ ალუდას სახლის დირენი. ნუ დაინანებთ , ექმენით ცოლ-შვილის ამატირენი.“

ჩვენ ვთვლით, რომ დასმულ კითხვებს ასე თუ ისე სრულად გავეცით პასუხი. ბაჩო ახალაია პიროვნება, დაუპირისპირდა ქურდთმოყვარულ, პრიმიტიულ თემს. მისი დანაშაულიც სწორედ ამაში მდგომარეობს და პროცესებიც შესაბამისად ამ კანონზომიერებით მიმდინარეობს.

შეგნებული, ცივილიზებული საზოგადოება მოვალეა გაიაზროს აღნიშნული პროცესი და მხარი დაუჭიროს ბაჩო ახალაიას, რომლის ქმედება თავისი შინაარსითა და მასშტაბებით უმაგალითოა საქართველოს ისტორიის ბოლო პერიოდში.

P.S. არსებობს აზრი, რომ შეიძლება სასამართლომ ბაჩო ახალაია ცნოს დამნაშავედ და მაშინ ჩვენ აღმოვჩნდებით უხერხულ მდგომარეობაში ამ წერილის გამო.

ჩვენ, გამომდინარე ზემოაღნიშნული არგუმენტებიდან (ერთი მხრივ, ბრალდება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, რომ მან გენერალმა სცემა ჯარისკაცებს და მეორე მხრივ, ქართული ოცნების წევრის ლ.კურტანიძის მიერ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თ.ყაზარაშვილის ცემის ფაქტი, რომელსაც ხელისუფლება ჩქმალავს. აგრეთვე ბ.ახალაიასათვის წინასწარი პატიმრობის ვადის რამოდენიმეჯერ გახანგრძლივების ფაქტი, იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება თხზავს ახალ „დამაჯერებელ“ ბრალდებებს). ეჭვი არ გვეპარება, რომ თუ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს, იგი აპრიორი - იქნება ყალბი."

ვახტანგ ცაგარეიშვილი, თსუ პროფესორი 

თენგიზ კიკაჩეიშვილი, თსუ პროფესორი
კომენტარები:
ლივერპული2013-02-18 20:52:09
      ▄▄  ▄███▄
----  ▄█████████▀
- --  ▄██████  █▀
-----  ▀█/I\████████
---------▀ |♥|▀ ▀▀ █ █
----------- |♥|........... ██
------------|♥|..........  ███▄▄
------------|♥|
-------/"♥ ”\ /”♥”\
მხოლოდ საქართველოში:
როდესაც ვერასთან და ალანასთან ტYნაულისგან გადაღლილი პრეზიდენტი ვეღარ ტYნAმდა სანდრას,სექსუალური ვნებების დასაკმაყოფილებლად დაცვის თანამშრომელს [ზაზა გოლეთიანს]ატYვNევინებდა ხოლმე.

2013-02-19 18:06:12
ჭკვიანი, განათლებული და პატრიოტი ავტორების დაწერილია ეს სტატია, მაგრამ "ჯოგი" გაიგებს???

გიორგი2013-02-19 18:08:00
ყოჩაღ ბატონო პროფესორებო,არ მეგონა თქვენს წრეში ასეთი პატრიოტები თუ აღმოჩნდებოდით,არ გეწყინოთ,მაგრამ განათლება ყოველთვის მმართველი ხელისუფლების დაკრულზე დადიოდა.

cheap true religion jeans2013-08-09 08:28:55
pretty post nice say to unniversey mey thank cheap true religion jeans http://cheapjeansonsale.tumblr.com

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7268
EUR3.2176
GBP3.6097
RUB4.575
თბილისი 6°-14°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 12°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia