www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
05:29 19.03.2013
ფრთხილად, ვებკამერით რათერები გვითვალთვალებენ!

ისინი ხაკერები არ არიან, მათ რათერებს უწოდებენ  (Remote Access Tools (R.A.T.s)- დისტანციური წვდომის ინსტრუმენტები).  „დისტანციური შემტევი“  აკონტროლებს თქვენს კომპიუტერს და მონიტორის საშუალებით გითვალთვალებთ, რაც ყველაზე ცუდია, ყველა თქვენს ნაბიჯს აფიქსირებს და იწერს,  განსაკუთრებულად საინტერსო მომენტებს YouTube-ზე ათავსებს და ხშირად საკმაოდ მაღალი რეიტინგიც აქვს პიკანტურობიდან გამომდინარე. რათერთა მსხვერპლი ძირითადად ქალბატონები ხდებიან, მათ სლეივს (slaves- ინგ. მონა) უწოდებენ . ხშირად ამგვარი კომპრომატებით ისინი სარგებელსაც ნახულობენ. 

უცხო კომპიუტერში წვდომის ტექნოლოგიები სიახლე სულაც არაა, ახალი ისაა, რომ მათ სპეციალური ფორუმი შექმნეს, სადაც მიდის „დამონებულ“ კომპიუტერთა და მოპოვებულ ვიდეოთა მონაცემების გაცვლა-გაყიდვა. ჟურნალისტი ნატა ანდერსონი  თავის სტატიაში  hackforums.net  ფორუმის დეტალებს ჩაუღრმავდა.  ამ ეტაპზე ფორუმზე 134 გვერდია და უამრავი მოპარული ვიდეოა განტავსებული, ზოგი ვებ კამერითაა მოპოვებული, ზოგი კი „სლეივთა“ კომპიუტერის ჰარდდრაივიდან გადმოქაჩული. რათერისთვის მიუწვდომელი არაფერია, საკმარისია მხოლოდ მისი სურვილი. 

ამგვარი ქმედება უდავოდ დანაშაულია, მასთან ბრძოლა კი თითქმის უშედეგო, ხაკერული პროგრამის შეძენა ონლაინაა შესაძლებელი ხშირად სრულიად უფასოდაც. კომპიუტერში შეღწევაც მარტივად ხდება, იგზავნება ფაილები, ლინკები, რომლებიც შეიცავენ ვირუსს, თქვენ მას ხსნით და ავტომატურად რათერის მონა ხდებით...

 ნუ შეშინდებით, თავდაცვა მარტივია, თავი შეიკავეთ უცხო ფაილების გახსნისაგან, არ ენდოთ ყველა წერილს, მიღებულს ელექტრონული ფოსტით, და რაც მთავარია, ყურადღება მიაქციეთ პატარა ნათურას ვებკამერის მარჯვენა კუთხეში.  თუ თქვენ მას არ მოიხმართ, ის კი უმიზეზოდ ინთება, ეს საგანგაშო ნიშანია, დაუყოვნებლივ გამორთეთ კომპიუტერი და მოახდინეთ მისი „დეზინფიცირება“. სპეციალისტები გვირჩევენ, ისარგებლეთ firewall-ით, განაახლეთ ყველა პროგრამა და დააყენეთ ახალი ანტივირუსი. ნუ გადმოწერთ საეჭვო საიტებიდან მუსიკას, ფილმებს და თამაშებს.

და თუ მაქსიმალური თავდაცვის მომხრე ხართ, ააკარით ქაღალდი კამერას და ის ვერასოდეს გიშპიონებთ. თუმცა ფაილებისა და პროგრამების დასაცავად ეს ხერხი, როგორც ხვდებით, არ გამოდგება.

კომენტარები:
Fetlelvip2013-12-16 01:05:14
<a href=http://groupmedicalinsurance.us/>group health insurance</a> <a href=http://1carinsurancecompanies.com/>car insurance company</a> <a href=http://cheapestcarinsurancequotes.info/>cheap car insurance quotes</a>

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.6343
EUR3.0047
GBP3.3645
RUB3.9453
თბილისი 16°-26°
ქუთაისი 21°-33°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia