www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
08:10 28.03.2013
საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება შიმშილით

გაეროს ბავშვთა ფონდის, „იუნისეფის“ მონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო და სხვა, საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და არსებობს რისკი, რომ ისინიც გოგიტა აბაშიძის ბედს გაიზიარებენ. ამ მონაცემების შესახებ „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევა ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში იუწყებოდა. თუმცა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში პრობლემა მხოლოდ 1 წლის გოგიტას დაღუპვის შემდეგ მოექცა. სულ, ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში 4 300 ახალშობილი დაიღუპა.

ამ თემაზე სასაუბროდ „ამერიკის ხმის“ ინტერნეტ გამოცემამ მოიწვია „იუნისეფისკვლევის ერთ-ერთ მონაწილე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე. რესპოდენტის ინფორმაციით, რომელიც „იუნისეფის“ კვლევებს ეყრდნობა, საქართველოში 9.4 %, ანუ 77 ათასი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში,  ასევე ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ „ ბავშვიანი ოჯახები არიან უფრო ღარიბნი და დაუცველნი, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები. და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს“. ამავე კვლევის დასკვნაში წლიური მაჩვენებლის შესახებ ვკითხულობთ: „ყოველწლიურად 800 ბავშვი იღუპება 5 წლამდე ასაკის. აქედან 700 იღუპება პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო 400 ბავშვი ამ 700-დან იღუპება დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. აქედან 300 უკავშირდება ამა თუ იმ კვებასთან დაკავშირებულ დეფიციტს, როგორიცაა, მცირეწონიანობა, ანემიასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ“.

ქალბატონ მაის აქ შედარებისთვის ევროპის მაჩვენებელი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ  ევროპის 44 ქვეყანას  შორის საქართველოს 42-ე ადგილი უკავია ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის თვალსაზრისით და დასძენს: „ ბოლო 10 წლის განმავლობაში აი ამ კვების მწვავე დეფიციტმა, მალნუტრიციამ ქვეყანას 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა და 4 300 ახალშობილის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასე რომ, ჩვენ თუ არ გვინდა, რომ იგივე განმეორდეს მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ამიტომ აუცილებელია კონკრეტული პროგრამების განხორციელება და ინვესტიციების ჩადება ისეთ საკითხებში, როგორიცაა მაგალითად: ორსულთა მოვლა, განათლება ქალების და ორსულების, განსაკუთრებით მიკრონუტრიენტების და სწორი კვების შესახებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტაციები სამშობიარო სახლებში, სამედიცინო დაწესებულებებში“.

გაეროს ბავშვთა ფონდმა გარკვეული რეკომენდაციებიც შესთავაზა ხელისუფლებას, მათ შორის

 ფქვილის ფორტიფიკაცია, ანუ - გამდიდრება რკინით, ფოლიუმის მჟავით. ასევე ზოგადად საზოგადოების განათლება, რომ მან იცოდეს, გაიაზროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  სწორედ ასეთი ვიტამინები და მიკროელემენტები მათი ჯანმრთელობისთვის. საზოგადოებისგანაც უნდა წამოვიდეს გარკვეული მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე, რომელიც დღესდღეობით, სამწუხაროდ, არ არის.

 

კიდევ ერთი რგოლი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია - ეს არის არსებული სახელმწიფო სისტემის გამართულობა და ეფექტური ფუნქციონირება, რომელიც დღესდღეობით სამწუხაროდ არ ხერხდება. არ ხერხდება,  რამდენადაც აი ეს რგოლი, კავშირი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქალების და ბავშვების ჯანმრთელობაზე და განვითარებაზე, არაეფექტურია.

ეს რაც შეეხება გაეროს რეკომენდაციებს,  ახალ მთავრობას  წერილობით მიმართა ასევე საქართველოში იუნისეფის ბავშვთა ფონდმაც,   სადაც კონკრეტული სამოქმედო მიმართულებებია წარმოდგენილი, როგორიც არის განათლება, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა. რეკომენდაციები მდგომარეობს შემდეგში: „უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს არსებული სოციალური შეღავათების სისტემის ეფექტურობა. მეორე - შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გადახედავს საჭიროებების შეფასების ფორმულას, ანუ, იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც ხდება გარკვეულწილად ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭება. აქ უნდა მოხდეს ბავშვის საჭიროებების უფრო მეტად გათვალისწინება ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს და მჭიდრო გახდეს კავშირი სოციალურ აგენტებს და სოციალურ მუშაკებს შორის“...

 

აქვე ქალბატონი მაია დასძენს, რომ  მთავარია დაფინანსების გაზრდა სოციალურ პროგრამებში, „ ჩვენი გამოთვლებით, ბავშვთა ყოველთვიური შემწეობის შემოღება 30 ლარის ოდენობით, რომელიც სახელმწიფოს დაუჯდება სულ 25 მილიონი ლარი, ყველაზე მეტად ეფექტური იქნება ბავშვთა სიღარიბის შემცირების საკითხში. მაგალითად, თუ უკიდურესი სიღარიბე არის 9.1 პროცენტი, ის ჩამოვა 3.9 პროცენტამდე.  ყველაზე უფრო ეფექტური ინტერვენცია   ამ ეტაპზე იქნება ბავშვთა საყოველთაო შეღავათი, ანუ შემწეობა, რასაკვირველია, პენსიების ზრდასთან ერთად“- აღნიშნავს საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი.

კომენტარები:
ჯიხვი2013-03-28 08:55:00
სახელმწიფოს რომ ეს ხალხი ნაკლებად ახსოვდა და ახსოვს, ნატელია,მაგრამ რას შვება საპატრიარქო? ჯვრისწერაში სვეტიცხოველში მინიმუმ 100 ლარს რომ ითხოვენ მაინცდამაინც თითო მეჯვარიდან, იქედან რამდენი მიდის ქველმოქმედებაზე? არც სხვაგან და სხვა რიტუალებზეა მაინცდამაინც დიდი "ფასდაკლებები", გარდა პატარა ტაძრებისა.
დავიჯერო, ის რეზიდენციები, მრავალათასიანი, არც თუ იშვიათად ათეულათასიანი მანქანები, კორტეჟები, ფუფუნება, მდიდრული ტაძრები, გალავნები და მიწები ღვთისთვის უფრო სათნოა, ვიდრე თუნდაც ერთი გადარჩენილი სიცოცხლე?

ამოიღეთ, ხმა ცხვრებო, თორემ მარტო პარსვას და წველას არ გაკმარებენ "მიწიერი მწყემსები" ზეციური მწყემსის სახელით.

ეკლესია არაა ხელის მოთბობის ადგილი. მისი უმთავრესი ვალი ხალხის ღვთისკენ შეტრიალება და შეჭირვებულთა დახმარებაა!!!


9992013-03-28 09:43:42
ჯიხვი გეთანხმები

მაშო2013-03-28 13:16:40
ჯიხვს; ეკლესიაზე რომ წერ შენ თვოთონ თუ დახმარებიხარ ვინმეს თუნდაც მცირედით, დავიჯერო შენს გარშემო გაჭირვებული არავინ არის?-----მაშინ სხვას არ განიკითხავდი...............

მაშოს2013-03-28 20:11:45
"არ განიკითხო სხვა" ეგ მაგათი მოგონილია, მოძღვრები ინკითხავენ თავის მრევლს და ლანძხავენ არც თუ იშვიათად ხელისუფლების წევრებს. და ზოგიერთს სატანად მოიხსენიებან და ხალხს დაგმობისკენ მოუწოდებენ. თვითონ არიან სატანები ვინც 50 000$ იანი ჯიპით დადის და დამწვარი ბავშვის ლოცვის წაკითხვას ნათლობაზე ჭასვლა და ქრთამის აღება ურჩევნია (პირადად ვარ მოწმე ამ ფაქტის)

საქართველო2013-03-29 06:13:39
სხვას არ განვიკითხავ, მაგრამ ამ ამბავზე თვალის დახუჭვა ალბათ უარესი იქნება. ხელისუფლებაში არის მილიარდელი და ბავშვები შიმშილით იხოცებია. დანარჩენი ღმერთმა იცის.

5552013-03-29 08:02:27
არ მჯერავს მე ეგ

2013-03-29 08:06:04
ყველა ერთმანეთ აბრალებს. ჩავიხედოთ ჩვენს გულებში. და ის მილიარდელი ბევრს ეხმარება რო იცოდეთ.

2013-03-29 08:07:42
სანამ ის მილიარდელი მოვიდოდა მანამდეც იხოცებოდა ხალხი შიმშილით. ამას ნუ დავაბრალებთ.

გიოეგი2013-03-29 12:15:42
ჯიხვი..-კარგი სახელი აგირჩევია.რაღა მაინცდამაინც საპატრიარქოს ავალდებულებ გაჭირვებულთა დახმარებას?სხვა არავინ არის?ვისაც ძვირად ღირებული მანქანებიც ყავთ,აგარაკებიც და კიდევ უფრო ძვირს იღებენ მომსახურებაში.

Fetlelvip2013-12-16 01:05:14
<a href=http://groupmedicalinsurance.us/>group health insurance</a> <a href=http://1carinsurancecompanies.com/>car insurance company</a> <a href=http://cheapestcarinsurancequotes.info/>cheap car insurance quotes</a>

ნინო2015-04-16 21:31:06
ჯიხვი,მაპატიე არ ვიცი ვინ ხარ ,ტუმცა რა მნისჰვნელობა აქვს,ნამდვილად მარტალი ხარ საყვარელო,ვინც გამტყუნებს ტავად ჯობია ცჰაიხედოს საკუტარ ტავსჰი...სიმარტლე არავის მოსწონს...არ არის ადვილი ემსახურო მას,მაგრამ ამაზე უკეტეს ვერაფერ გააკეტებ კაცი.გმერტმა დაგლოცოს ცჰემო გულიანო ქარტველო,გფარავდეს უფლის მადლი და დზალა ყველგან და ყოველტვის.

ლოლა2015-04-17 09:34:11
საპატრიარქო წელიწადში 25 მილიონს ითვისებს უკანნოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თან პრეტენზია აქვს ღმერთტან შუამავლობის. ჰოდა სახელმწიფოზე მეტად მისი ვალდებულებაა ამ ბავშვების გამოკვება. უსასყიდლოდ მიწებსაც იღებენ და არც გადასახადებს იხდიან. ეკლესია–მონასტრები სავაჭრო სახლებად აქციეს. დღეს ყველაზე მეტი ფული საპატრიარქოს აქვს. მაგრამ მათი პრეროგატივა მხოლოდ რუსეთის ნაღარაზე ბუქნაობა და ჯიპებით ბლატაობაა.
რელიგია და მამა–პაპათა ეკლესიები შეგირყვნეს ამ ერეტიკოსებმა.
ემს გულშიც ვიხედები – ყველა ვიღაცას რაღაცით დავხმარებივართ, მაგრამ მორალისტობაზე რომ დებენ თავს ისინი, და ამ დროს გარეწრები არიან, ეგაა უბედურება. სხვა არაფერი

2015-04-17 12:33:41
ჯიხვი გაგიმარჯს

დავით ცინცაძე2015-04-17 12:34:19
იდეოლოგია და სისტემა უნდა შეიცვალოს, საქართველო ველური ,,კაპიტალიზმის", რეგრესიული იდეოლოგიური სისტემიდან უნდა გადავიდეს ჰუმანიზმის და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იდეოლოგიურ სისტემაზე, როგორც ეს არის ევროპულ ცივილიზირებულ საზოგადოებებში - ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის როგორც სურვილი, ასევე მოთხოვნა! ყოველი სახელმწიფო სისტემა და კანონდებლობა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ნამდვილი მოთხოვნილებების და მისწრაფებების დაკმაყოფილების ხელშეწყპობას!

LEILA2015-04-17 15:29:12
ბიძინა და მისი მთავრობა გენოციდს გვიწყობს.ხალხი მოატყუა. მიშაზე უკეთესად გაცხოვრებთო. ბავშვები შიმშილობენ.უარესობისაკენ მიდის საქართველო. ამ 2 წელიწად ნახევარში არაფერი შეიცვალა უკეთესობისაკენ. უმუშევართა რიცხვი გაიზარდა. კრიმინალმა იმატა.ფასებმა ყველაფერზ ემოიმატა .ეკონომიკა ჩამოიშალა. კრიზისია საქართველოში/. დასაქმებულია ერთეულები. დანარჩენი შიმშილობს. ლუკმა აქვს ვისი ოჯახიდანაც საზღვარგარეთ ვეწამებით ვმუშაობთ რომ ოჯახი გამოვკვებოთ. . მუშაობენ მარტო ბიძინას ლიუბიმჩიკები. ვაი იმას ვისაც ბიძინა ცუდი თვალით შხედავს ან მის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს. რეპრესიები საქართველოში. სტოლიპინის წლებია. შეეშინდა ბიძინას,მანიფესტი გამოსცა.. მკვდრებსოთავისუფლება, ცოცხლებს ციხის გამოცდა.

LEILA2015-04-17 15:32:29
ვინც იმ მილიარდერს აქებთ ცოტა სინდისმა შეგაწუხოთ. ის ეხმარება იმას ვინც ჭირდება. დამშეულ,გაღატაკებულს ვის დაეხმარა? თუნდაც ერთი უსახლკარო დაასახლა? განა რა დაჯდება ასეთი გაჭირვებული ბავშვების დახმარება? მილიარდერი ეხმარება საბჭოთა ინწელიგენციის ნარჩენებს.ჭირდებიან.

ქეთი2015-04-17 15:36:49
საქმ იმაშია ყოველ მესამე ბავშვს ილიას რომ ანათლილბენ, მაგას ჯობია ფინანსურად დაეხმაონ და ეიც უფრო გამრავლდება და ჯანმრთელი თაობა გვეყოლება,დიახ მართალია ჯიხვი.

ნანა2015-04-18 01:12:57
გმერტის სახელიტ ისქელებენ ჯიბეებს და ყიპებს და ბავსვები სჰიმსილიტ იხოცებიან.სად არის საპატრიარქო და სამყვდელოება,ისინიც მტავრობასავიტ მხოლოდ საკუტარ კეტილდყეობაზე ფიქრობენ.ეს ხალხიც ცხვარია და ეწველებიან ამ ვიტომ ყვტისმსახურებს.ვეტანხმები ჯიხვს სწორია ეს ადამიანი

ინგა2015-04-18 03:13:28
არაფრის დაწერა აღარ მინდა.აქციებზე მისულებს ნეტავ ვინმემ ეს ინფორმაცია დაუდოს წინ.
ვბრაზდები ძალიან იმ 500 ოჯახზე რომლებიც აისორი ბავშვების შვილობას ითხოვენ და საკუთარი შიმშილით უკვდებათ.

Зебо2015-04-18 12:05:55
Mgvdlebis 90% tavis tavze ro loculobs eg faqtia.. Gushin navtlugis bazrobaze wverebiani eshmaki gaedzro, bolo modelis BENTLYS sedanit.. Ver movaswari gadageba gaognebisagan.. Jixvs rac sheexeba azrovnebs da alagebs azrs swored.. Shavi da tetri unda gavarchioto gveubnebian.. Da sxva feri ro gamovarchio ra ar sheidzleba? Shav-tetrs mxolod dazonbirebuli archevs.. Gind politikuri mona iyos da gind sarwmunoebis..

Зебо2015-04-18 12:10:10
Asurieli bavshvebze alaparakdnen da raa? Ukraineli bavshvebi,bavshvebi ar arian tu martmadideblebi? Exla ar damwyot shen ra ici iq ra xdebao? Ra shedareba aris amat shiriso? Shedareba is aris rom siketis gaketebas zgvaris gavleba ar unda..

სამართლე2015-04-18 14:29:36
ტყუილია ყველაფერი, სხვა მრვალმა რეალურმა უსამართლობამ თვალები აგიჭედათ და სხვას ვერაფერს ხედავთ საპატრიარქოს მეტს

ბაზიერი2015-04-18 14:42:34
როგორ გეთყობა ჯიხვი რომ მართლაც ნამდვილი (ჯიხვი) ხარ და ძალიან შორს ეკლესიიდან, ვინ გითხრა მერე რო არ ეხმარება ერკლესია გაჭირვებილ მრევლს? ან სატრაპეზოდან ცხელ სადილს არ ატანენ? ტანსაცმელს არ ჩუქნიან? ჩვენ ჯიბს ვისაუბროდ იმაზე თუ რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვებისთვის, რამდენად ახსოვთ და ზრუნავენ ქვეყნის მომავალზე მომავალზე იმითომ რომ სწორედ მომავალს წარმოადგენს ის მშიერი ბავშვი და როდემდე უნდა გაგრძელდეს ესე? დანიაში პარლამენთარები ველოსიპედით დადიან და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ, მაძღარს ყველა მაზღარი ეგონა, არასოდეს არ წავა ჩვენი ქვეყანა წინ ესე, ბავშვები ცუდად არიან შიმშილისგან.

ნიკოლოზი2015-04-20 14:15:45
ტაძარშიც დავდივარ ლოცვასაც ვკითხულობ.. მაგრამ ნამდვილად არასასიამოვნოა როდესაც ირგვლივ ამდენი მშიერი და უძლური ადამიანია,ხოლო ჩვენი სულიერი მამები 50000$და80000$ ავტომობილებით დადიან.მერე კი გიკვირთ ეს მშიერი და გაჭირვებული ხალხი რატომ ვარდება განკითხვაში.დარწმუნებული ვარ 500$ ავტომობილებიც იგივე მოვალეობას შეასრულებს დანარჩენი შეჭირვებულებს რომ მოახმარონ ამდენი ბავშვი შიმშილით არ დაიხოცება.ჩვენი მთავრობა კი ჯერ საკუთარი ჯიბების გასქელებით და პლასტიკური ოპერაციების კეთებით არის დაკავებული და ხალხისთვის როდის მოიცლიან ღმერთმა უწყის.ასე რომ გაჭირვებულებს ისევ ეკლსის და უფლის იმედი აქვთ და მოდით გონს მოეგეთ და ამ იმედს ნუ დაუკარგავთ,თორემ ყველაფერი ოხრად დაგრჩებათ!

ნინი2015-04-29 12:24:52
:(

ნუცა2016-03-27 09:03:15
ბაზიერს - ჩვენი პარლამენტარები ველოსიპედს კიარა, ქუთაისში სიარულს არ კადრულობენ. წყალში უაზროდ გადაყრილ მილიონებს ახალი პარლამენტის მოსაწყობად კიდევ ახალი მილიონები ემატება. რამდენი ბავშვის ცხოვრება მოწესრიგდებოდა ამ მილიონების სწორად დახარჯვით.მაგრამ ამ ქვეყანაში ყოველთვის მთავრობა და პარლამენტარებიაპრიორიტეტული. ოღონდ ისინი არ გაწვალდნენ, არ დაიღალონ რომ მაგ გაქსუებულებმა პარლამეტის სხდომებზეც არ იარონ. საცოდავ ბავშვებამდე კი იმდენად არის გართულებული ბიუროკრატიული მექანიზმები რაიმე სოციალური შეღავათის მისაღებად, რომ ის ანდაზა მახსენდება, "სანამ პავლე მოვიდა, პეტრეს ტყავი გააძვრესო". ამიტომაც იღუპება ამდენი ბავშვი.რამდენი ცოცხლობს, მაგრამ ვაი ამ სიცოცხლეს. რომ ვერ იკვებება წესიერად, ვერც ნორმალურად ვითარდება. მერე გვიკვირს რატომაა ამდენი დაუნდობლობა, სისასტიკე, გაუნათლებლობა და ა.შ

მედეა2016-03-27 16:34:03
საქართველოში ხალხი მთავრობასაც ფეხზე ჰკიდია და სამღვდელოებასაც, ესე იყო,არის და იქნება. არასოდეს მოვა ისეთი ხელისუფლება ხალხზე რომ იზრუნებს :(იმიტომ რომ ერთადერთი პატრიოტი ქართველი პრეზიდენტი საკუთარი ხელით მოკლა ქართველმა ხალხმა და ღირსი ვართ აწი ყველა უბედურების!

sgxjgouo2016-07-06 22:17:02
mMJH32 <a href="http://ajerxllvdswo.com/">ajerxllvdswo< /a>, [url=http://ackzdnqmgpfd.com/]ackzdnqmgpfd[/url], [link=http://ohzpfhjsoxxk.com/]ohzpfhjsoxxk[/link] , http://qkxsusgoceod.com/

იოსები.2016-09-05 21:33:01
სად შეიყარეთ ამდენი ტარტაროზი? ამდენ შურს, ბოღმას და სიძულვილს რომ ატარებთ,საკუთარი თავი მაინც არ გეცოდებათ, სხვისგან ითხოვთ სიკეთეს, ისე რომ წარმოდგენა არ გაქვთ სიკეთის კეთებაზე,ან თქვენთან სიკეთეს რა უნდა! რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სიხარულით აღწერენ თავიანთი ნამოქმემარის შედეგებს და მეტი არაფერი. რაც შეეხება ჯიხვს,ჯიხვი გარეული თხის სახეობაა, თხა კი ეშმაკის სახეს განასახიერებს! 999კი შებრუნებული666-ია.რატომ არ ვარ სიკვდილის ანგელოზი რომ ჩამოგიაროთ თქვე სატანისტებო!


დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
დეკემბერი 2017
დეკემბერი 2017
დეკემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.6258
EUR3.0916
GBP3.4999
RUB4.4624
თბილისი 0°-9°
ქუთაისი 4°-15°
ბათუმი 7°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia