www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:41 28.03.2013
ინციდენტი ბათუმში საია-ს თანამშრომლებსა და აჭარის შს სამმართველოს უფროსს შორის
დღეს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის  ინციდენტი მოხდა. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციასიის" თანამშრომელი, როინ ფარტენაძე აჭარის შს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, ვალერი თელიას მხრიდან სიტყვიერ მუქარასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს. როგორც როინ ფარტენაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხლა-შემოხლის დროს ვალერი თელიამ პულოვერი შემოახია და მისი მისამართით ანთებული სიგარეტი ისროლა.აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს. 

როგორც თელიამ ბათუმის მთავარ სამმართველოში ჟურნალისტებს განუცხადა, ავტომანქანის მძღოლი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და თავად გამოირჩეოდა აგრესიით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  კი აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განაცხადა, იმედი აქვთ, რომ პროკურატურა აღნიშნულის შესაბამის შუამდგომლობას დააყენებს, თუკი გამოძიებით დადასტურდება, რომ თელიას ქმედება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია ქალაქ ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერი თელიას შორის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შიდა მოკვლევას იწყებს. "ამ დროისათვის დადგენილია, რომ "მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლის, როინ ფარტენაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას. შემთხვევა ბათუმში, 28 მარტს, 11 საათსა და 40 წუთზე, გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩების კვეთაზე მოხდა, როდესაც მძღოლი არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს - "დაუთმე გზა" და "ტოიოტა"-ს მარკის ავტომანქანას , რომელსაც ვალერი თელია მართავდა, ავარიული სიტუაცია შეუქმნა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ორივე ავტომანქანის მძღოლი შემოწმდა ალკოტესტის მეშვეობით. ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ "მერსედესი"-ს მძღოლი როინ ფარტენაძე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რის საფუძველზეც შედგა შესაბამისი საჯარიმო ოქმი. მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ნაწილითა (მანევრირების წესების დარღვევა, რასაც საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა) და 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილის (საჭის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის დროს) თანახმად დაჯარიმდა. შსს ამ ფაქტზე, მოკლევის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას შემთხვევის შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდის". 

კომენტარები:
ირჯუმბერი2013-03-28 13:53:53
ვააა

2013-03-29 05:36:17
საია ცოტა გამოიჩხრიკეთ ყურები და გამოდით ეიფორიიდან

pwhddf2013-12-23 21:22:36
p6L2SD <a href="http://ygahoxprkgib.com/">ygahoxprkgib< /a>, [url=http://kbgmyzjshfba.com/]kbgmyzjshfba[/url], [link=http://juvpqhihyrxy.com/]juvpqhihyrxy[/link] , http://vprgzwgyyvxg.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.5779
EUR2.9344
GBP3.2752
RUB3.8267
თბილისი 17°-31°
ქუთაისი 18°-27°
ბათუმი 22°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia