www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:20 30.10.2012
ლედი სანდრა ელისაბედ...
1997 წელი იყო. ნაცრისფერ თბილისში 26 მაისი იდგა. სასტუმრო "ივერიის" წინ დავით აღმაშენებლის ძეგლს დგამდნენ. ჩემი კოლეგების უმეტესობას, ამ ძეგლის აღება ახსოვთ, მე კი - დადგმაც.

მაშინ პოპულარული გვარსახელი იყო კლარა შუკვანი. შევარდნაძემ ძეგლი გახსნა თუ არა, იქაურობა წამში დატოვა. იცოდა, ასეთი ღონისძიებების შემდეგ, მისი დაუძინებელი მტრები ზვიადისტი ქალბატონები ჩნდებოდნენ და წყევლა–კრულვას არ აკლებდნენ.

ამიტომ, თეთრმა მელამ ამჯერადაც ისე დატოვა ადგილი, თითქოს არც ყოფილა. მოვიდნენ ზვიადისტი ქალები. მოვიდა მღებრიშვილიც. ასეთი კაციც იყო სხვათაშორის მაშინ, შავები ეცვა მასაც და მის ხალხსაც და ზვიადისტ ქალებს „დუბინკებით“ ცემაში ხდიდნენ სულს. ეს იმიტომ რომ ქალები შევარდნაძეს წყევლიდნენ...

ახლა გამახსენდა, მაშინ ნეტა სად იყო ბიძინა. მაშინ ირღვეოდა იმ ქალების უფლებები თუ ირღვეოდა... მღებრიშვილიც რომ გამახსენდა? ნეტა ბიძინას არ გახსენებია? მიკვირს, რატომ არ დანიშნა ახლა სადმე. მოკლედ, მოვიდა მღებრიშვილი და სცემა, მაგრამ რა სცემა საბრალო ქალები.

იმ დღეს პირველად თუ მეორედ ვიყავი მასალის მოსამზადებლად გასული. იმდენად დამშოკა ქალების ცემამ და ხელისუფლების, საზოგადოების გულგრილობამ, „ივერიიდან“ წამოსულმა, გზაში გადავწყვიტე რომ საშინელ, უმომავლო ქვეყანაში ვცხოვრობდი. მყავდა ბებერი და გულგრილი პრეზიდენტი, ბოროტი მღებრიშვილი, ისტერიკებიანი ზვიადისტი ქალები... იყო ბნელი ქალაქი და საცოდავი ქვეყანა.

რუსთაველზე, ტროტუარზე გადმოსულს, მაღალი ლურჯპალტოიანი ძალიან ლამაზი ქალი შემხვდა, ხელში პატარა ბავშვით. იმ ქალაქის კონტექსტში, რომელიც იმ წამს ყველაზე საშიშ და საშინელ ქალაქად მიმაჩნდა, ეს ლურჯპალტოიანი ახალგაზრდა ქალი, ვერ მოვათავსე.

ვუყურებდი და ბევრი რამე მიკვირდა. უკან მივყვებოდი და ვფიქრობდი, ძალიან მაღალია, ძალიან ლამაზიც რომაა, ასე ღია ფერის თმა როგორ აქვს, და ყველაზე საოცარი, მაისში პალტო რატომ აცვია...

მაშინ, თბილისში ყველას შავი თმა ჰქონდა, მაღალი ქალები ქუჩაში არც ბევრი მხვდებოდა, თან პალტოს მაშინ კი არა, ახლაც არ იცვამენ თბილისში მაისში. მერე მან სადღაც გადაუხვია, მე ჩემი გზით წავედი...

დროდადრო მახსენდებოდა ის მაღალი გამხდარი ქალი, და არც ვეჭვობდი, რომ უცხოელი იქნებოდა. მე მაინც საბჭოთა ბავშვი ვიყავი და უცხოელი ფერადკანიანი მხოლოდ ორი მყავდა ნანახი. მკრთალკანიანი უცხოელი კი - მხოლოდ ტელევიზორში. ნუ, რა ვიცი, ასე იყო. თბილისში მაშინ ევროპელები ისე არ დასეირნობდნენ, როგორც ახლა.

დრო რომ გავიდა, მივხვდი რომ 26 მაისს, ლურჯპალტოში სანდრა რულოვსი ვნახე. უკვე საკმაო დრო იყო გასული იმისთვის, რომ შევგუებოდი მოჟამული ქვეყნის ჟურნალისტიკას. მერე, წლების განმავლობაში, ის ლურჯპალტოიანი ქალი ბევრგან მხვდებოდა, ბევრგან ვხედავდი და ყოველთვის დამყვებოდა პირველად ნახვის ემოცია: ბნელ და უმომავლო რუსთაველზე, ერთადერთი ღია ფერის ადამიანი, რომელსაც იმ „სიღიავეს“ თმების გარდა, ეტყობოდა, მისი სამშობლოც მატებდა..

წლების განმავლობაში ძალიან ბევრს ვწერდი პოლიტიკოსებზე, ქალ პოლიტიკოსებზეც, სანდრაზე არასოდეს დამიწერია, მაგრამ ხშირად ვფიქრობდი. თუ სააკაშვილს რამე დიდი პლუსი ჰქონდა ცხოვრებაში, ეს სანდრა რულოვსი იყო. მუდამ გაწონასწორებული, სადა, უპრეტენზიო...

ვფიქრობ, ამ რთულ წლებში, თუ რამეში გაგვიმართლა ის იყო, რომ პრეზიდენტის ცოლი სანდრა რულოვსია. ხშირად, მეორე, მესამე და ოცდამეშვიდე კაცების ცოლების შემყურეს, მიფიქრია, ეს რომ სანდრა რულოვსის ადგილზე იყოს... შორს წასვლა რად გინდა, ეკატერინე ხვედელიძე აიღეთ.

ქმარი ჯერ პოლიტიკაში არ იყო მისული, ხმამაღლა განაცხადა ქალმა, მე განზე ვდგავარ ჯერჯერობითო, თუ ბიძინას რამე გაუჭირდება, მერე შევალ პოლიტიკაშიო.

ვისაც არ სჯერა, თამარ ჩიქოვანთან მის ინტერვიუს მოუსმინოს. მაზოხისტი უნდა ვიყო, იმ ინტერვიუს მეორედ მოვუსმინო, ამიტომ, ვისაც არ სჯერა, იმან მოიძიოს და აღმოაჩენს, რომ ჩემი პერიფრაზი ბევრად უპრეტენზიოა. ქალბატონი ხვედელიძე მეტად კომიკურად საუბრობდა თავის ადგილზე და როლზე პოლიტიკაში.

პარალელების გასავლებად არ დამიწყია ამ წერილის წერა. ეკატერინე სიტყვას მოჰყვა. ქართული პოლიტ-ელიტა სავსეა პატარ–პატარა ეკატერინებით. ჩვენ ვწერდით ქალზე, რომლის მსგავსი პირადად მე ვერც ქართველ ლედებს შორის ვნახე და გნებავთ ვერც მსოფლიში. თანამედროვე მსოფლიოზე ვამბობ, თორემ, ღირსეულ ქალბატონებს რა გამოლევს პრეზიდენტების გვერდით.

ალბათ, ვერც ერთი გაღიზიანებული ოპონენტი, ვერ შემომედავება ერთ რამეში. შეიძლება არ უყვართ მიშა, მაგრამ არგუმენტს ვერ დადებენ პირველი ლედის საწინააღმდეგოდ.

მახსოვს, ორიათას რომელიღაც წელს, დეპუტატმა ალეკო შალამბერიძემ, მაშინ იგი აღორძინების წევრი და გამწარებული ოპოზიციონერი იყო, მიკროფონთან განაცხადა: ახლა გავიგე, სანდრა 2 დღეა ქუთაისშია, ახლობლის დაკრძალვაზე. ეს გოგო უფრო დიდი ქართველია ვიდრე მისი ქმარიო. პარლამენტის დარბაზში ღიმილით დაუკრეს ტაში, სანდრას ქართველობას.

ისიც მახსოვს, სააკაშვილი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა გელათისკენ, პირველი ინაუგურაციის დღეს. ჟურნალისტებმა ედუარდ სააკაშვილი შეაჩერეს და გამოლაპარაკება სცადეს, იმასთან დაკავშირებით თუ რა დიდი დღე იყო. მახსოვს სანდრას მორიდებული ღიმილი და ფრაზა, ედუჩისთვის არაფერი განსაკუთრებული...

მოკრძალებულად გაიყვანა ედუჩი და არც კი დაალაპარაკა აშკარად აღფრთოვანებული ბავშვი. მომკალით და ისევ ეკატერინე გამახსენდა. ტვინი რომ წაიღო თავის შვილებზე ტრაბახით.

ისე, ბევრ პირველ ლედის ვერ ვიხსენებ, ვერც შიგნით და ვერც გარეთ, ვინც შვილები პირველ რიგში უბრალო ადამიანებად გაზარდა. აქვე ვთხოვ ოპონენტებს, იქნებ გამახსენონ, ზომაზე მეტი „დოზით“ ედუარდ სააკაშვილი სადმე...

არადა, ამ ბერამ, რამდენიმე დღის წინ, ლამის ინფარქტი დამართა ჩემს კარის მეზობელს. წერეთელზე ბევრს მოუწია "ვალერიანების" ყლაპვა, ვიდრე გავიგეთ, რომ თურმე ბერა ყვიროდა „დინამო“ სტადიონზე და ამიტომ იყო ის არნახული გრიალი და გრუხუნი ნახევარი საათის განმავლობაში.

გავიგეთ ბატონო, ბერა რომ რეპავს, მაგრამ ამის გამო, მეორედ ნუ დაარღვეთ ჩვენს უფლებას - თქვენი ზალპების ფონზე, ისედაც ავარიულმა სახლებმა რყევა და ჩვენმა წნევამ - თამაში რომ არ დაიწყოს.

მოკლედ, სანდრაზე მინდოდა დამეწერა და ეკატერინე შემომეჩარა. აგერ, წელიწადნახევარია ვუსმენ და ვუყურებ ამ ქალბატონს, ახლა რა მომაყოლებს მის ფრთიან გამონათქვამებს და ფრაზებს...

ერთი წელი ცოტაა არაა, რომ თუ ოდნავ რამე შარმის ნატამალი ჰქონდა, სადმე არ გამოჩენილიყო. უარესებიც არსებობს, აგერ ჩვენი ერთი ნაცნობი ქვეყნის პრეზიდენტის მეუღლე საერთოდ ფერმაში მუშაობდა ბოლო დრომდე.

ქალბატონ ეკატერინეს ფერმაში მუშაობას ვინ აკადრებს, მაგრამ თუ სანდრა რულოვსი მუშაობს ექთნად, პროფესიით მედდა ხვედელიძემაც მოკიდოს რამე ქალურ საქმეს ხელი და ნუ გაერევა პოლიტიკაში.

მას, "პირველობისთვის" არც შარმი უწყობს ხელს და არც ვერბალური მხარე. იგი, ქალისთვის ყველაზე დიადი საქმისთვის, დიასახლისობისთვისაა აშკარად დაბადებული. რასაც ჰქვია ლედობა, აცალოს ქალებს, რომლებიც გარეგნობით, განათლებით, მანერებით, ცხოვრების წესით და ხასიათით ლედებად დაიბადნენ და იმიტომ კი არ გადაუწყვეტიათ როლს მორგება, რომ ბედმა გაუღიმათ, ისინი უბრალოდ ასეთები გაჩნდნენ.

ისევ სანდრა რულოვსზე ვამბობ, გახდებოდა თუ არა, სანდრა პრეზიდენტის ცოლი, იგი ყოველთვის ასეთი განსხვავებული, საინტერესო და „პირველლედური“ იქნებოდა, თუნდაც ჭორვილაში ეცხოვრა! 

კომენტარები:
Шоо2012-11-02 00:00:23
Сандра ! Мартлац ро ледиаа!

672012-11-09 01:29:12
ზალიან ვაფასებბბბბბბბ

2012-11-09 15:13:48
მე არა

2012-11-09 15:15:47
შოო შენი ლედია საქართველოსი არა, ჩვენ ლედი არ გყვავს, დედოფალს კიდე ნამდვილად ვერ დავარქმევ

122012-11-09 16:26:47
ამის დამწერს მართლა შ**აა აქვს!

122012-11-09 16:28:09
ასეთი სუპერბანძი საიტი ჯერ არ შემხვედრია! ვაი თქვენს პატრონს!

სარააბბა2012-11-10 06:18:27
რატომ? იმიტომ რომ მარტალს წერს.მართლაც რომ კარგი ადამიანია.




3.141592543582012-11-10 19:57:27
სანდა ყოველთვის მშვენიერი იყო. ახლა ვხედავ უკეთესი ყოფილა.

2012-11-12 13:47:38
სანდრუსჰა კარგია ქალია

2012-11-12 13:49:58
ამ სტატიის ავტორს მკურნალობა უნდა სასტრაფოდ მერე გვიან იქნება,

2012-11-12 13:51:52
ეს საიტი მგონი თუთბერიძისაა

2012-11-12 14:17:08
სანდრა ელისაბედ რულოვსი მარტლა განათლებული, დახვეწილი, ელეგანტური, გაწონასწორებული, ლამაზი დიპლომატი, თავისფალი ქალბატონია.რაც მტავარია ადამიანია რომელიც დახმარებას,მეგობრობას ხაზს ვუსვამ უანგარო მეგობრობას არ ამადლის ადამიანს .მე არავის არ ვლანდზგავ მით უმეტეს ქარტველ ქალბატონებს მაგრამ.ასეტი პირველი ლედი არც ერტ სხვა ქვეყანას არ ყავს

ლიკა2012-11-12 16:19:42
მარტლაც ლამაზი წკვიანი განატლებული დატავმდაბალი ადამიანია ასეტი ლედი არც ერტ კვეყანას არ ყავს

ანი2012-11-13 16:16:50
მისაბაძი ქალბატონი! ელეგანტური,ჭკვიანი,მშვენიერი,გაწონასწორებული,კეთილ შობილი...ძალიან მომწონს...

მანანა2012-11-13 19:55:57
მშვენიერი სტატიაა, მადლობა ავტორს

2012-11-14 10:37:53
ვაი თქვენს პატრონს, თავდაუბანელი სანდრა ვერ მიუდგება ეკატერინეს

2012-11-14 10:38:36
ეგ სანდრა კი არა კასანდრაა

2012-11-14 10:41:22
ეკატერინეს ქველმოქმედებასთან სანდრას საქმიანობა ვერ მოვა, ეგ ჯერ არავის დახმარებია საკუთარი ჯიბიდან, მხოლოდ ბიუჯეტის დაცარიელებაში არიან ეგენი მაგრები, ორივე ცოლ-ქმარი

2012-11-14 10:44:29
ეკატერინე რომ ასეტი არ იყოს (ძალიან კარგად ვიცით ქართველ ქალს რა შეუძლია)ბიძინას ამდენი ქველმოქმედების საშუალება არ მიეცემოდა, თვით სანდრას რადიოს ურიცხავდა მილიონებს, სამარცხვინო მათხოვარი ჰოლანდიელი

2012-11-14 10:48:08
ჯერ ერთი რა უნდა მაგას სასწრაფოში? რა განატლება აქვს სამაგისო? არაფერი, მიშამ დიპლომი უყიდა და ქველმოქმედის ფასადი შეუქმნა, თორემ ნემსს ეგ რომ არ იყოს სხვაც კარგად გაუკეტებდა ხალხს

2012-11-14 10:52:26
ეს ნაცადი ხერხია საბერძნეთის პირველი ლედიც ასე ჩააბა ქმარმა სამედიცინო სპეროში, დიპლომი იოლი გზით გაუჩალიჩა და ამაზე ერთი ამბავი იYო ატეხილი, სანდრას პროფესიონალიზმი შეისწავლა ვინმემ?სამომავლოდ საქმე იპოვა რააააააააა

2012-11-14 16:26:57
უსახელო და უგვარო
უკაცრავად ასეტ სიტკვებს რომ ვამბობ, კველამ ტკვენს ოჯახებს მიხედეტ,რას გადაეკიდეტ ამ სანდრას და ეკატერინეს..........ბოგმიანებოოოოოო, გრცხვენოდეტ........????

2012-11-15 12:50:56
ბატონო/ქალბატონო უსახელოვ, სანდრას მომავლისთვის პროფესიის და საქმის პოვნა 35 წლის ასაკში არ სჭირდება, უჭკვიანესი და უგანათლებულესი ადამიანია, თუ არ იცი ნუ ილაპარაკებ უაზროდ...

2012-11-15 12:52:51
რაც შეეხება ეკატერინეს მე მისი განათლების და მიღწევების შესახებ ინფორმაცია არ მომეპოვება, აუცილებლად მოვიძიებ და გევრკვევი, არ მინდა მხოლოდ ტელევიზორში ნანახი და გაგონილი ფაქტებით შევაფასო.....

ირინა2012-11-16 15:11:14
ვაა მარტალი ხარ.მაე ისე საწინააგმდეგო სანდტასი აპაპერი მაგვს მაგრამ.ხშირად მარტლა თავდაუბანელიააააააააა

ტამო2012-11-16 16:45:25
სანდრაც მაგარია მეუგლეც სუპერ მაგარი ყავს ზოგ ზოგიერტებმა კი იკიტხონ ბანდზები და უსწავლელები რომ არიაან

2012-11-16 17:39:54

კახელი
ქართველებო, უკადრებელს ნუ კადრულობთ. სანდრას რას ერჩით, შესანიშნავი პიროვნებაა,ფიზიკურად მშვენიერი ქალბატონი და ყოველთვის გაწონასწორებული.

როუზ2012-11-16 17:44:48
საცოდავი სანდრა,რას აბურტავებტ მის სახელს. მაგას სასჯელად ისიც ყოფნის ვამპირის ცოლად რომ იწოდება.
ეკა კი რაც არ უნდა დაიბოგმოტ გაწონასწორებული ქმარსვილისმქონე უბედნიერესი ქალია!








კეტ2012-11-18 15:44:54

განათლებული და დახვეწილი მათ შორის რომელია ძალიან ადვილად მისახვედრია,
მაგრამ სადაც ხალხი ბერას ,,მუსიკას'' სიამოვნებით უსმენს,იმიტომ რომ მამა ძლიერი პიროვნებაქველმოქმედია და ა.შ. არაფერია უცნაური რომ განათლებულ,დახვეწილ ადამიანს
ნაყიდი დიპლომი ან რამე მსგავსი დასწამონ
უსაქმურებო გაერთეთ!

მერი2016-05-18 10:59:34
ასეტები ვარტ ქარტველებიი საკუტარს არასოდეს ვაფასებტ უცხოს ვაგმერტებტ სანდრას საწინააგმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ ტა დაგისჰავატ ხვედელიდზემ იმიტო რომ წარმატებული კაცის მეუგლეაა


ირა2016-05-20 17:25:59
სანდრა ცჰემო ლამაზო რა კარგი და საყვარელი ხარ მიყვარხარ უსაზგვროდ,

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.6216
EUR3.0854
GBP3.4584
RUB3.934
თბილისი 13°-28°
ქუთაისი 17°-27°
ბათუმი 21°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia