www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
19:28 31.10.2012
„ციხის ახალი ხელმძღვანელობა მსჯავრდებულებს ეუბნება: "ახალაიების რეჟიმი მონაგონი იქნება"
საინფორმაციო სააგენტო ipn-ის ინფორმაციით: „რუსთავის ნომერ16 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილი პატიმარების ოჯახის წევრები საპყრობილეში არსებული ვითარების გარკვევას ცდილობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პატიმრის მშობლებმა განუცხადეს, მათ შვილებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ უმძიმეს პირობებში იმყოფებიან და პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.

პატიმრების მშობლების ინფორმაციით, ციხის ახალი ხელმძღვანელობა მსჯავრდებულებს ეუბნება, რომ "ახალაიების რეჟიმი მონაგონი იქნება".

ერთ-ერთი პატიმრის დედამ, მზია თოფურიამ განაცხადა, რომ მისი შვილი კარცერში გადაიყვანეს. მისი თქმით, შვილი ტელეფონით დაუკავშირდა და განუცხადა, რომ რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა საპატიმროში, პატიმრებზე ინტენსიურად დაიწყო ზეწოლა და მუქარები.

სხვა ინფორმაცია პატიმრების მშობლებს არ აქვთ და და ციხის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დიმიტრი ლორთქიფანიძე შევიდა და პატიმრების ოჯახის წევრებს დაჰპირდა, რომ მათ მიაწვდის ინფორმაციას ციხეში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით“.

„პრესა.ჯი“ შეეცადა გაერკვია რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შექმნივი ვითარების დეტალები. ერთ-ერთი პატიმრის მშობელმა განგვიცხადა: „ჩემი შვილი არის ნაცემი. რამდენიმე დღის წინ მოვიდა ჩემი შვილის მეგობრის მოძღვარი, რომელიც აქ იყო შესული. მისგან გავიგე რომ ჩემი შვილი სასტიკადაა ნაცემი.

დაწესებულების დირექტორი აპირებს სპეცრაზმის გამოძახებასა და „ურჩი“ პატიმრების დასჯას. ისინი, აქ, „შინაურულად“ გვირჩევენ, რომ პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტონ. გვითხრეს - წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო უარეს დღეში აღმოჩნდებიანო. ჯერჯერობით პაემნებზეც კი არ გვიშვებენ. არც ის ვიცი, სად და როგორ არის ჩემი შვილი“.
კომენტარები:
მოჯახედი2012-11-09 07:50:28
მონაგონი იკნება და ერტხელაც ჯაბასავიტ ვინმე კრაზიტ სეანგრევს კარს გამოვლენ და ცისხლიანი სეზონი ორი მონაგონი იკნება.მიესაჯა მოიხადოს მარა სულს ნუ ცაუბილცავ ისიც ადამიანია სენსავიტ,......

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
მაისი 2018
მაისი 2018
მაისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.4734
EUR2.8988
GBP3.3129
RUB4.0339
თბილისი 16°-31°
ქუთაისი 17°-29°
ბათუმი 19°-25°
მთავარი