www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
21:39 08.07.2014
როგორია განქორწინება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლედი.მწვანე.ჯი

ვერძი

ვერძების დიდი ნაწილი იმპულსური, ფიცხი და დაუფიქრებელი ხასიათით გამოირჩევა. ამიტომ ვერძებს შორის განქორწინება საკმაოდ ხშირია. თუმცა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ასევე ხშირად ახერხებენ თითქმის გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას პარტნიორთან, საკუთარი საქციელის გულწრფელად მონანიების ხარჯზე.

 

კურო

კურო სტაბილურობის მოყვარული, გაწონასწორებული ხალხის ზოდიაქოა. ამიტომ კუროებს შორის განქორწინების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. თუმცა, თუკი კურო ამგვარ გადაწყვეტილებას იღებს კიდეც (რაც ხანგრძლივი ფიქრის და აწონ-დაწონის შედეგად ხდება) იშვიათად იცვლის აზრს სამომავლოდ.

 

ტყუპი

ტყუპი ცვალებადობითა და არაპროგნოზირებადი ხასიათით არიან გამორჩეულნი. ამ ხალხის უმრავლესობას მალე ბეზრდება ყველაფერი და მუდმივად ეძებს სიახლეს. აქედან გამომდინარე, ტყუპში საკმაოდ ხშირად ვხვდებით განქორწინების ფაქტებს და რამდენიმე ქორწინების ალბათობაც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებში, ჩვეულებრივი ამბავია.

 

კირჩხიბი

კირჩხიბი ემოციურად ფრთხილი, ოჯახის და სანათესაოს მოყვარული ნიშანია. ამ ხალხის დიდი ნაწილი, ყოველთვის განსაკუთრებული წინდახედულებით არჩევს მეწყვილეს ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, კირჩხიბებს შორის განქორწინება გაცილებით ნაკლები კოეფიციენტით ფიქსირდება. თუმცა, თუ მაინც უწევს კირჩხიბს ოჯახის დანგრევა, განქორწინების ფაქტს იგი ძალიან მტკივნეულად და ხანგრძლივად განიცდის.

 

ლომი

ლომები მეფური ბუნების, ეპატაჟური ფიგურები არიან. ამ ნიშნით დაბადებული ქალებიც და მამაკაცებიც სიყვარულის, ფლირტისა და რომანტიკისთვის არიან გაჩენილნი. ამიტომ ლომისთვის ცხოვრება უფერულია, თუკი არ უყვარს და თავადაც არ არის სიყვარულის ობიექტი. ასტროლოგების აზრით, ლომებშიც საკმაოდ მაღალია განქორწინების კოეფიციენტი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შეყვარებულობის პერიოდიდან ოჯახურ რუტინაზე გადასვლის ფაქტს ბევრი ლომი ვერ ეგუება და იწყებს მორიგი ინტერესის ობიექტის ძიებას.

 

ქალწული

ქალწულები წინდახედულებით, ცხოვრების რეალისტური ხედვითა და სიფრთხილით გამოირჩევიან. ასტროლოგების აზრით, ზუსტადაც რომ ზედმეტად ფხიზელი გონებაა იმის მიზეზი, რომ ქალწულს ხშირად უჭირს პარტნიორის პოვნა-არჩევა. აქედან გამომდინარე, პრობლემა ქალწულისთვის განქორწინებაზე მეტად დაოჯახების საკითხი უფროა. სამაგიეროდ, ბუნებით ერთგული ქალწული, იშვიათად მიდის ოჯახის დანგრევაზე თუ, რა თქმა უნდა, მოახერხა და შექმნა იგი.

 

სასწორი

სასწორის ხასიათი ხათრიანობას, ლოიალურობასა და დიპლომატიურობას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს არასოდეს გააჩნიათ პარტნიორის პოვნის პრობლემა. თუმცა, ოჯახური სიმტკიცის შენარჩუნების საკითხში, სასწორები მაინც მოიკოჭლებენ, რაც განქორწინების ალბათობას ზრდის მათ შემთხვევაში. ასტროლოგების აზრით, სასწორი ოჯახს ხშირად მერყევი, რბილი ხასიათის გამო ანგრევს. მას არ შესწევს უნარი იბრძოლოს საკუთარი ინტერესების დასაცავად.

 

მორიელი

უზომოდ ძლიერი სექსუალური ტემპერამენტის მიუხედავად, ასტროლოგები თვლიან, რომ მორიელებს საერთო ჯამში საკმოდ კარგად შეუძლიათ ოჯახური სიმყარის შენარჩუნება. თუმცა ექნება თუ არა სიმშვიდე მეუღლესთან ურთიერთობაში, მაინც მთლიანად თავად მორიელზეა დამოკიდებული, გამომდინარე იქიდან რომ ერთგულების უნართან ერთად ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გარკვეული ექსტრიმისა და სადო-მაზოხისტური ელემენტების სიყვარულისკენაც არიან მიდრეკილნი პარტნიორის მიმართ.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ბუნებით მაძიებელი, იდეალისტი და ცვალებადი ნიშანია. მას ძალიან მოსწონს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, გიჟდება პუბლიკაზე. ოჯახი კი ძალზე პატარა ფართობია ხშირად მისი შემოქმედებითი პოტენციალის გამოსახატავად. აქედან გამომდინარე, მშვილდოსნებში განქორწინების მაჩვენებელი საკმარისზე მაღალია. ამის მიზეზი კი ზემოთ ხსენებულ კოლექტივიზმთან ერთად, მშვილდოსნის იდეალისტური ბუნებაცაა. შესაბამისად, მისთვის ერთ დროს გაიდეალებული პარტნიორი, მალე კარგავს "ბლესკს" და იდეალისტი მშვილდოსანი, უმალვე იწყებს მორიგი უფრო "ჭეშმარიტი" სატრფოს ძიებას.

 

თხის რქა

თხის რქები ტრადიციული აზროვნების მქონე, გაწონასწორებული და პრინციპული ინდივიდები არიან. ამ ადამიანების უმრავლესობა არასოდეს დგამს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ნაბიჯს ხანგრძლივი გაანალიზების გარეშე. აქედან გამომდინარე, თხის რქა ხშირად გვიან ან გარიგებით ოჯახდება. თუმცა, განქორწინების მაჩვენებელიც საკმაოდ დაბალია ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა შორის, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თხის რქას გასაოცარი ერთგულება ახასიათებს ოჯახური კერის მიმართ.

 

მერწყული

მერწყული გამოკვეთილი ინდივიდუალობის მქონე, არაპროგნოზირებადი და თავისუფლების მოყვარული ნიშანია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, ხშირად იკავებენ თავს ოფიციალური ურთიერთობებისგან. ამიტომ კლასიკური ქორწინება ბევრ მერწყულს არც აქვს. თუმცა, დამოუკიდებლობის სიყვარული ბევრ მათგანს უბიძგებს პარტნიორის ცვლისკენ ან განქორწინებისკენ, როცა ურთიერთობა ოფიციალურია.

 

თევზები

თევზები რბილი, ხათრიანი, ლოიალური და მეოცნებე ინდივიდები არიან. ამ ხალხის უმრავლესობა საკმაოდ მარტივად ექცევა მასზე უფრო ძლიერი პარტნიორის გავლენის ქვეშ, ამიტომ თევზებს შორის ნაადრევი ქორწინება ხშირია. თუმცაღა არც განქორწინების კოეფიციენტია დაბალი მათში. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხშირად აქვთ ჩვევად გააიდეალონ მომავალი მეუღლე, ამ იდეალების მსხვრევას კი რომელსაც აუცილებლად მოიტანს ოჯახური რუტინა, თევზების სათუთი ბუნება ვეღარ უძლებს.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7268
EUR3.2176
GBP3.6097
RUB4.575
თბილისი 6°-14°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 12°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia