www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
15:19 11.08.2014
წერილი ცოლისგან ქმრის საყვარელს
მშობლები.ჯი
ძვირფასო, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემმა ქმარმა ამ წერილის შესახებ არაფერი იცის – შემთხვევით უყურადღებოდ დატოვებული მობილური, წაუშლელი მესიჯები და ყველაფერი – მე ვიცი თქვენი არსებობის შესახებ და ინტერესით ვადევნებ თვალს, აგერ უკვე მეოთხე თვეა თქვენი სერიალის მომდინარე მოვლენებს.

მიზეზი, რამაც მიბიძგა, მომეწერა თქვენთვის, არ არის არც ეჭვიანობა და არც საკუთრების დაცვა. უბრალოდ, სერიალი, რომელიც პირველი თვეები საკმაოდ საინტერესო საყურებელი იყო, მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა და მინდა დაგეხმაროთ, ის უფრო ოპტიმისტურ კალაპოტში მოაქციოთ.

ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ ერთმნიშვნელოვნად ყოჩაღი ხართ. საერთო ჯამში ტაქტიკა სავსებით სწორია. ჩემი ქმარი ძალიან ზარმაცია და თვითონ არანაირად არ გადასცდებოდა სწორ გზას და ფლირტს არ წამოიწყებდა. თქვენი დაჟინება და მიზანსწრაფულობა კი სწორედ ისაა, რაც ამ სიტუაციაშია საჭირო. ოღონდ ერთი პატარა "მაგრამ" არსებობს. არ ღირს ასეთი ტიპის მესიჯების გამოგზავნა: "დღეს სახლში ხომ არ მიმაცილებთ?", "ერთად ხომ არ გვესადილა?", "თეატრში ხომ არ გინდათ წასვლა?". ეს სრულიად უსარგებლო წყლის ნაყვაა. უყიდეთ ბილეთი და დაპატიჟეთ, რესტორანში შეუკვეთეთ მაგიდა და უხმეთ, ერთი სიტყვით, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ – ის ძალიან დაკავებული ადამიანია და თან, ზარმაცი, ამიტომ თავად არ იმოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

ამ ტიპის მესიჯები: "მე თქვენ მინდიხართ", "უთქვენოდ ვიწყენ" ასევე კარგია, მაგრამ როცა უკვე მეოთხე თვეა ანალოგიურ პასუხს ვერ იღებთ, მხოლოდ ამას: "სამსახურში შეხვედრამდე", ნუთუ არ უფიქრდებით: "რატომ"? და ცოტათი რატომ არ ცვლით ტაქტიკას? მაშ ასე, შეცდომებზე: სამწუხაროა, მაგრამ მისი ცდუნების შანსები ჯერ ნაკლებად გაქვთ.

მეორე შეცდომა ის არის, რომ თქვენ ქერა ხართ, სწორი თმით. დიახ, მე ყურადღებით შევისწავლე თქვენი გვერდი "ფეისბუქზე", ადვილად გიპოვეთ და გათვალიერეთ. გეტყვით პირდაპირ, სიმპათიური ხართ. მაგრამ მას ერთი ქერათმიანი და პატარამკერდიანი უკვე ჰყავს. სახლში. და ჩემი მეტისმეტი სიგამხდრე, იმ დროს, როცა მას გამხდრები უყვარს, საერთოდ აცამტვერებს თქვენს უპირატესობებს. კაცებს კი მრავალფეროვნება უყვართ. საიდუმლოს გაგიმხელთ. მისი იდეალი წითურთმიანი, გრძელფეხება, დიდმკერდა ქალია. ასე რომ, საქმეს შეუდექით. დადექით მაღალ ქუსლებზე, თმა შეიღებეთ და პატარა ქირურგიული ოპერაციაც არ გაწყენდათ.

კიდევ, ეს შეცდომა არ არის, რამდენადაც უფრო თხოვნა. კონსპირაცია, კონსპირაცია და კიდევ ერთხელ კონსპირაცია. თქვენ რომ ღამის პირველ საათზე არ გზავნიდეთ მესიჯს, ნუთი გამიჩნდებოდა მის ტელეფონში ძრომიალის სურვილი? არასოდეს. ხოლო როცა ქმარი ღამის პირველ საათზე იწყებს რაღაცის წერას ან, კიდევ უარესი, აივანზე გადის და ჩურჩულებს, შეუძლებელია, მის ტელეფონში არ ჩაძვრე, მით უმეტეს, როცა ასეთი ცნობისმოყვარე ვარ. ყველანაირი მოულოდნელი აღმოჩენები კი ძალიან მანერვიულობს. აი, ნერვიულობა, ძალიან არ მიყვარს.

იმედი მაქვს, ამიერიდან აღარ ვიგრძნობ თქვენს არსებობას მის ცხოვრებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ყველა ამაღელვებელი მესიჯი მოხვდება ღრმად პატივცემული დიმიტრის ხელში, რომელიც, როგორც "ფეისბუქის" გვერდზე გიწერიათ, თქვენი კანონიერი ქმარია. თუმცა გულწრფელად მჯერა თქვენი კეთილგონიერების, რადგან არ მიყვარს უკიდურესი ზომები და თქვენი კანდიდატურაც მაკმაყოფილებს.

მომწონს, რომ გათხოვილი ხართ, რომ ჩემი ქმრის მონაცემებით, კეთილი ხართ, ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ ამ ურთულეს საქმეში – აცდუნოთ ჩემი ქმარი. თუ აცდუნებთ, აცდუნეთ, ოღონდ მე ნუღარ შემაწუხებთ.

ცოლი, რომელიც მის ქმარს ჯერ კიდევ უყვარს და ძაააალიან სჭირდება.

კომენტარები:
:)2014-08-11 16:08:44
აი სააგოოლლ :D

2014-08-11 16:33:41
Idiotizmi da sidebileee.omg.

2014-08-11 16:52:06
daigine !!!

ტამარი2014-08-11 17:08:40
Mსჰვენიერი ტაკტიკაა რა გაცონასცორებაა კოცჰაგ

2014-08-11 17:39:44
როგორი კარგი ტაქტიკაც არ უნდა აირჩიოს ქალმა ქმრის საყვარლის მოსაგერიებლად ყველა ვარიანტში უკვე წაგებული ხარ...თუ მას პასუხობ.პასუხი მაინც იმის ნიშანია რომ შენ ის უფრო ჩააყენე შენასა ქმრის შუა ვიდრე იდგა მანამდე.ამიტომ გაუკეთეთ იგნორი ისეთ ქალს ვისთვისაც მეუღლე არ გამწარებთ,არ ანგრევს ოჯახს და ა.შ...დანარეჩენი კი ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. :)

მარი2014-08-11 18:29:11
კარგი წერილია,მხოლოდ იგნორი არაა სწორი არჩევანი,ასე რომ მსგავსი წერილი საქმეს უფრო აადვილებს ))

ხათი2014-08-11 20:16:32
არავის არ ვუსურვებ,ასეთ სიტუაციაში ყოფნას,მე პირადად ასეთი რამ რომ მენახა მეუღლის მობილში,იმ ქალს სახალხოდ გავაშიშვლებდი,მარტოს კი არ გავუშვებდი,თმების თრევით საკუთარ უბანს მოვატარებდი.აი ასეეეეეეეეეეეეე

მაია2014-08-11 21:23:26
ეს არის სასოწარკვეთილი ქალის წერილი, შენიღბული სიმშვიდითა და ზრდილობის ნორმით. არცერთი თავის თავში დაჯერებული ქალი ასეთ წერილს არ დაუწერს ქმრის საყვარელს. მოკლედ, აბსურდია!

ნატალი2014-08-11 21:34:41
ყველა საყვარელი ქალი,მაინც მარტოა.ხანდახან გასართობი საშუალებაა კაცისთვის.და ამავე დროს დამცირებულიც.ყველა კაცს მისი ცოლი ურჩევნია არ დაიჯეროს ეს არცერთმა ქალმა და მის ცოლზე აუგის თქმა არ სიამოვნებს.

ლელა2014-08-11 21:36:05
აუუუუუუუუუუ რა მაგარიიი ქალიი ხაარტ ტკვენზე უკეტესი ნეტავ ვის ნაახავდააა,გენაცვალე აზრიან ადამიანუურ საქციელ7ი,კველაფერი რომ დევს ამ ცერილ7ი,,,ბრაოოოოოოოოოოოოოოოო......

ვარდოსანიდზე00@მაილ.რუ2014-08-11 21:57:32
თუ მრთალია მართლა მაგარია. ყოველთვის ვეთანხმები ასეთ რამეს ,საყვარელი აუცილებლად დაკარგავს ინტერესს იმ კაცის მიმარტ.დამამცირებელ ჩხუბს ეს ჯობია 100%ით

მარი2014-08-11 22:51:56
სრული მარაზმია..

ჩიტო2014-08-11 23:27:20
ერთი სიტყვით--------- ქუთაისურად რომ ვთქვა, მაგარი შებერტყილიააააააააა

ქეთა2014-08-11 23:59:58
აიი საღოლლლ !!!:*

ლონდონი2014-08-12 00:15:40
კიდე კაი ჩემი ცოლი ეჭვიანი არაა თან რასაც ვეუბნევი სჯერავს თორე რა მეშველებოდაა:D
ერხელ მიმიხვდა რო საწანწალოდ ვიყავი და არაფერი თქვა მე ბავშვების ხათრით და ოჯახის შერცხვენის ხათრით არაფერს ვიზავ თორე განა ვერ ვხვდები რო წესიერ ადგილას არ იყავიო და აქეთ შემრცხვა:D
არ ვაგრძნობინე რო შემრცხვა მარა ხო შემრცხვა.. იმის მერე ვფრთხილობ:)))

2014-08-12 14:35:11
საგოლ ქალი მაგარი ხარ

2014-08-12 15:28:54
ხათი_ამაზე მეტი ქაჯობა შეუძლებელია ქალმა გააკეთოს და დამცირდეს :)

bachi2014-08-12 20:19:29
saidan moitanT aseT sirobebs :d im qals maladec qmris sayvarels ro aitans,am debilobebiT sul sxva propagandas eweva vigaca magram qartuli eri mainc gonieria,damaskdes ager zogierTi

ლულუ2014-08-12 21:47:17
მაგარია,სცორი ტაქტიკაა

2014-08-12 21:55:13
მე ჯალიან მომეწონა ეს წერილი.,რა კომენტარებიც წავიკითხე ყველა უაზროა.,დამცირება არა ფლავი.,მაგარი წერილია და საგოლ ასეთ ქალს,რომელიც არ აუკივლდება არც ქმარს და არც მის საყვარელს და ასეთ მშვიდ,დალაგებულ წერილს მისწერს მის საყვარელს ან იმ ქალს რომელსაც ოჯახის დანგრევაზე მიდის.,

იზაბელა2014-08-12 22:57:46
ამისტანა ცერილს ის კალი დაუცერს კმრის საკვარელს, ტვიტონაც საკვარელი,რომ კავს.
,

მარი2014-08-13 00:04:24
წერილის წერას ურჩევნია იმაზე იფიქროს რომ მისი ქმარი სხვასთან არ გაიქცეს, ქმრისთვის იდეალური მეუგლე რომ ყოფილიყო ქმარი სხვასთან არ აღმოჩნდებოდა. საკუთარ თავში მოძებნოს მიზეზები და წერილის წერას ვურჩევ თავი დაანებოს

ლუდმილა2014-08-13 00:05:18
ქალბატონო იზაბელა აუცილებელი არაა საყვარელი გყავდეს რომ ზრდილობა ტაქტი და პირველ რიგში ტავმოყვარეობა გაგაჩნდეს ადამიანს.ეს არის ყველაზე ჩკვიანი ქალის წერილი.ასეტი საქციელით მეტოქე დაამარცხა და ქმარსაც ერთით ნოლი მოუგო, ამასთანავე ოჯახიც შეინარჩუნა.მაგრამ გამოვტყდები რომ მე ეს არ შემიდლია

ლუდმილა2014-08-13 00:07:36
დავეთანხმები ნატალის რომ მართლაც ბოლო გაჩერება ყველა კაცის მაინც ოჯახია და საყვარელი ქალი ყოველთვის მარტო რჩება

2014-08-13 03:24:48
amdenis dasateradac ar shevituxevdi tavs am kalistvis.

2014-08-13 09:57:18
ძააააან მაგარი წერილი და ქალი.

2014-08-13 12:40:12
საღოლ ცოლი :D

ანერინა2014-08-13 13:46:06
წერილზე გამეცინა და კომენტარებმა ცოტა არ იყოს შემაშფოთა :) "ბოლო გაჩერება ყველა კაცის მაინც ოჯახია და საყვარელი ქალი ყოველთვის მარტო რჩება". თითქოს და მომგებიანი ტონით ნათქვამი :) ამ კატეგორიის ადამიანები თუ თავს იმით იმშვიდებთ რომ ის ქალი ბოლოს მარტო რჩება თქვენ კი ოჯახი გყავთ... საინტერესოა ის ქალი რჩება მარტო თუ კაცი რიმელსაც არაფრის თავი აღარ აქვს :) და ბრუნდბა ოჯახში :) ჩემი აზრით ეს ოჯახისთვის ცოტა არ იყოს დამამცირებელია.
"ქმრისათვის იდეალური მეუღლე რომ ყოფილიყო ქმარი სხვასთან არ აღმოჩნდებოდა". - იდეალურები არანაირ ურთიერთობაში არ ვართ ადამიანები, თუმცა არსებობს საუბარი და შეუძლიათ დაილაპარაკონ აუცილებელი არაა სხვა ქალთან გაქცევა :) ეგ პრობლემას ვერ აგვარებს. ხოლო თუ მისი არჩევანი სხვა ქალია ჯანდაბამდეც გზა ჰქონია! სამხწუხაროა, როცა ანალოგიურ სიტუაციაში ქალი ბ....ა და არა ქმარი არ ყოფილა ცოლისთვის იდეალური.
პ.ს. თავის იმის დამშვიდებას რომ ყველა საყვარელი ქალი გასართობია და ბოლოს მაინც მარტო რჩება (ჩემი აზრით კი ხშირად სულაც არ რჩება მარტო ის უბრდალოდ პარტნიორს იცვლის თანაც უფრო მომგებიანად)გაიხსენეთ რომ ყველა ცოლი (ასეთ სიტუაციაში) მარტო რჩება რაღაც მომენტებში, ყველა ცოლს გული ტკივა და ასეთ კაცთან ცხოვრება ალბათ არ ღირს :)

ნათია2014-08-13 14:20:15
თქვენი არ ვიცი და მე ამ წერილმა ერთი სატელევიზიო სპექტაკლი გამახსენა,მარი ჯანაშიას და ჩხიკვიშვილის მონაწილეობით

ანნა2014-08-13 14:53:56
თქვენ აქ ისე წერთ გეგონება კაცებზე უცოდველი არსებები არ არსებობენ, თურმე ან საყვარელმა ქალმა შეაცდინა ეს საწყალი კაცი ან კიდე ცოლი ყოფილა ცუდი, როგორ თუ კაცმა გიღალატა ცოლის ბრალი ყოფილხარ მაშინ :))))))))) არადა ხშირ შემთხვევაში კაცები არიან თვითონ გატუტუცებულები, ზუსტად ასეთი აზროვნების და გაგების გამო, როგორსაც აქ უმეტესობა გამიხატავს

2014-08-13 19:57:41
სრულიად ვეთანხმები ანნას. პირველ რიგში ქმარს უნდა მოთხოვო გაგცეს პასუხი და ზუსტად ვიცი რომ ქმარი ყველაფერს საყვარელს დააბრალებს, რადგან მოღალატე კაცებს არ შეწევთ უნარი აღიარონ დანაშაული, ხშირ შემთხვევაში სყვარელიც კაცის მსხვერპლია. რაც შეეხება წერილს სწორი სტრატეგიაა, ყველაფერია ნათქვამი. თავი კი არ დაიმცირა პირიქით მიახვედრა რომ ჩასაფრებულია და იცის ყველაფერი, ამ წერილის მიმღები თავისუფლად ვეღარ იქნება სხვის ქმართან :)))

....................2014-08-13 20:07:16
ეს არის სასოწარკვეთილი ქალის წერილი, შენიღბული სიმშვიდითა და ზრდილობის ნორმით. არცერთი თავის თავში დაჯერებული ქალი ასეთ წერილს არ დაუწერს ქმრის საყვარელს.

2014-08-13 22:31:01
ეს უკვე მომწონს,რა მაგარი იყო

ხატია2014-08-14 09:28:01
ყოჩაგ ცოლს რამხელა მოთმინება,დიდი ნერვები ქონია.სუპერ.


სალიო2014-08-14 13:04:08
ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეშვან ქალები მოღალატე ქმრებს და არასდროს არ აპატიონ. როგორც ქალს არ ეპატიება ზუსტად ისე არ ეპატიება არც კაცს. ასეთი წერილები კი უბრალოდ დროის ტყუილად ხარჯვაა, არასდროს არ დაეშვათ ასეთი ქალის დონემდე.

მანო2014-08-14 13:29:46
მართლა მაგარი წერილია

მაცი2014-08-15 00:58:42
ძალიან კარგი ნერვები გქონია : ))) ,,სალიოო გეთანხმები :*

შორე2014-08-15 08:15:52
ეს იყო ძალიან მაგარი ადამიანი,შეუსრულა სერიოზულად.აბა გოგოებო გაიტვალისცინეტ,ეგრევე ცემა ტყეპაზე ნუ გადახვალი:)))

მანუ2014-08-15 23:57:02
კარგი მოთხრობაა,არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება,აბსურდია ეს ყველაფერი...

ნაო2014-08-16 20:18:36
ერთი ისიც გავარჩიოთ საყვარელი ქმარს რომ მოახსენებს წერილის შინაარსს, საინტერესოა...


ინა2014-08-17 01:03:12
ასეთი წერილები ანუ ასეთი ტაქტიკა საქართველოსში არ ჭრის,არ გამოდგება ქართველებისთვის.

რამინი2014-08-17 09:48:58
ფეისბუქზე მეც მომნახეე რაა, და დანარცჰენი ერტად განვუხილოტ

2014-08-17 17:53:07
რა სიდებილეა... მოღალატე ქმარს ეს წერილი და მით უმეტეს მის საყვარელს ვერაფერს უზამს... სხვანაირი მოქმედებაა საჭირო...

дато2014-08-17 22:58:30
ра даерха вигацис кмарс.молодец

ლილუ2014-08-17 23:34:47
რა სისულელეა ასეთი მიმოწერის შემდეგ ,და კიდევ უარესი საყვარლის ყოლის შემტხვევაში ცოლს რომ გონია კიდევ უყვარს ქმარს

ვერიკო2014-08-19 05:09:58
ჰო,ამ საყვარელს მოიშორებს და სხვას იპოვის ეს კაცი...წეროს მერე წერილები ყველას სათითაოდ თმის ფერის და ჯიბის სისქის მიხედვით,გადააკეთოს,,,რა გინდა,ქმარსაც კარგი გასართობი აქვს და ცოლსაც..თუ მაგას ქვია ცოლ-ქმრობა და სიყვარული,ყავდეს ბოლომდე ეგეთი ქმარი..

ბუტხუზიკო123452014-08-20 19:03:07
რად უნდა ამას ცერილები და კიდე ტავის დამცირებები,ქმარი რო გიგალატებს არც ყვარებიხარ და არც შენი პატივისცემა ქონია,ასეტ კაცზე არ უნდა იბრდზოლო.. ან როგორ უნდა გიყვარდეს ასეტი კაცი ფუიიიიიიიიიიი და სხასტან ნაგულავები როგორ უნდა მიიგო .იმ საყვარელმა მაგრად იკაიფა ალბატ ცოლის ასეტ ცერილზე...კაცს ტუ არ უნდა დზალიტ არავინ ჩამოეკიდება კისერზე ისეტები ვინც დზალიტ ეკიდებიან კაცებს ნამდვილი მამაკაცი ასეტ დიშოვკას არ აიკიდებს.. ცოლებო გაუფრტხილდიტ ტქვენს მეუგლეებს იყავიტ საყვარელიც და ცოლიც ქმრებისტვის რომ სხვასტან ცასვლა აზრადაც არ მოუვიდეტ ტავში..

თამუნა2014-08-21 00:07:41
ისე ამასაც მოფიქრება უნდა ეგრევე მუჰტებზე რომ არ გადავიდა.ზოგ-ზოგიერტებს გონიათ როდისმე მუჰტიტ გადაცკვეტენ ასეთ გრმად გადგმულ ნაბიჯებს.მიაქციე კურადგება ტვეები ცლებად არ ექცეს

nini2014-08-21 22:05:24
Dalian momecona es cerili magram chemi azrit tu odesme amati ojaxi daingra pirveli mizezi galati ikneba.veraprit aitans tavmoyvare kali mogalate gmartan cxovrebas da sarecelis gayopas.mainc sul is pakti gaaxsendeba misi kmari sxvas ron exveoda da epereboda!!!


მარიამი2014-08-22 19:36:08
საინტერესოა ქმარს რომ ენახა ამ ქალის ტელეფონში ვინმეს მესიჯები და გაეგო რომ მის ცოლს საყვარელი ყავს, რა საყვარლად გამოჭრიდა ყელს, ან მოატეხავდა ხელს ან რავიცი.. ათას სისულელეს ჩაიდენდა. ( როგორც ხდება ხოლმე, თან საქართველოში) და ზოგიერთ ქალს როგორ ჩვეულებრივად შეუძლიათ აპატიონ ქმრებს ღალატი.. ერთადერთი რასაც ვერადროს ვერ გავამართლებ ეს არის როცა ქალი "კერავს" ცოლიან კაცს, ან პირიქით..

ნინკა2014-09-09 17:47:39
ასეთ ჭკვიან ცოლს კაცი არ უღალატებდა

კკ2014-10-11 13:53:15
კარგი ნაწერია თუმცა არ მგონია სიმართლე იყოს, ზოგადად არ მესმის რატომ არიან საქართველოში კაცები ასე გათამამებულები თითქოს მათი ღალატი არარის ღალატი.(ქალის გულში ჩაიხედეთ) როგორც აქ ასე არსად არარის ქალი შეზღუდული ბევრ რამეში..ეს წერილი ალბად უცხოელის ნაწერია იქ ნამდვილად არიან ქალებიც და კაცებიჩ თანასწორი და ღალატის შემთხვევაშიც ერთნაირად უნდა მოეთხოვოთ პასუხი.

გოგა ერისთავი2014-10-11 18:19:09
მე 35 წლის ვარ 10 წელია ოჯახი მყავს არასოდეს მიღალატია ცოლისთვის იმიტომ კიარა რომ მეშინია ან სხვებს ვერ შეუსრულებ მსგავსი უამრავი მცდელობა იყო ქალებისგან მგრამ ისე უზომოდ მიყვარს ცოლი ყველანაირად მავსებს არ შემიდზლია სხვა ქალს შევეხოო გვერდით მყავს და სულ გვენატრება ერთმანეთი სადაც უდიდესი სიყვარულია იქ ღალატი ვერასოდეს იარსებებსს ეს აქსიომაა და ჩემ ტავზე გამოვცადეე

ეკა2014-10-11 19:59:27
გენაცვალე გოგა

ბექა2014-10-11 20:31:07
გოგა ერისთავი, მართალი ხარ ბრატ.

თამუნა2014-10-12 20:30:38
ჩემი აზრით ამხელა ტექსტის მიწერა ასეთი ქალისთვის არ იყო საჭირო. არ ღირს ამდენი ენერგიის ხარჯვა ამისთვის და იცით რატომ, თუნდაც მართლა დამარცხებული იყოს ამ სასიყვარულო ასე ვთქვათ ომში საყვარელი, ეს ხომ მორიგი საყვარელია და ასეთი დიდი შანსია მეორე და მეათეც გაჩნდეს ამ მამაკაცის ცხოვრებაში, როგორც რამე რომ გტკივათ ადგილობრივი მკურნალობა მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა ისე ეს არის არა ომის მოგება არამედ ერთ-ერთ ბრძოლაში გამარჯვება. ექიმი როდესაც გმკურნალობთ დაავადებაზე ის ჯერ მიზეზებს სწავლობს რამაც გამოიწვია ესა თუ ის დაავადება რათა აღმოფრხვას ამ დაავადების ხელმეორედ გაჩენის საშიშროება. ესეა ამ შემთხვევაში ცუდი არ იქნება თუ ცოლი თავის თავში მოძებნის ღალატის მიზეზს და შემდეგ კი თავისი მეუღლის ქმედებებს კარგად გააანალიზებს.თუ აღმოჩნდა, რომ ჩვენ (ცოლები) არაფერშუაში ვართ და მამაკაცი მაინც გვგალატობს ის ამას არასოდეს მოიშლის და ჯობია მასზე სამუდამოდ უარი ვთქვათ ვიდრე მთელი ცხოვრება მისი საყვარლებისთვის წერილის ტექსტები ვადგინოთ.

ნენე2014-10-18 15:03:50
დიახ...ცოლიან კაცებს რომ კერავენ ესაა ყველაზე გაუმართლებელი...იცით რა? არ მოიშლის ერთია, მაგრამ როცა კაცი არ იჩენს ინიციატივას პირველად და ამას ქალი აკეტებს, იწვევს, ეს სხვაა...მამაკაცის ფსიქოლოგია ბიოლოგიურად აბსოლუტურად სხვანაირია და ძალიან განსხვავდება ქალის ფსიქოლოგიისგან...ადვილად ეგებიან ანკესზე...და საკუთარ თავს უმტკიცებენ, "რა მაგრები არიან "...სამწუხაროდ ეს სუსტი კაცის ფსიქოლოგიაა და ჩვენს ქვეყანაში სწორედ ასეთი "სუსტი" კაცები არიან დაახლოებით 85 %...ადვილად შესაბმელები... და ესეიგი ერთი ხელის მოსმით უნდა გადავყაროთ? თუ როგორ გამოდის ? :))) არ დაგავიწყდეთ, პირველად ევამ აცდუნა ადამი...პირველად ი სგახდა განსჯის საგანი...ასეა ეხლაც...ქალებს მეტი მოეთხოვებათ, "ასე ქალებს" უკან უბრუნდებათ თავისი სიბოროტე და მთელი ცხოვრება უბედურები არიან რამდენი კაციც არ უნდა გამოიცვალონ, სამწუხაროდ მე ბევრი ვიცი ასეთი...

nati...2014-12-03 02:17:34
hmm...simartle gitxrat gaognebuli davrchi am werilis wakitxvis semdeg...umravlesobis komentars vetanxmebi da martlac sagol am werilis avtors ro cxubs da skandals eseti delikaturi gza archia da sulelic ar chans,magram ra sasinelebaa 4 tve akvirdebode sens qmars,rogor eplirtaveba sxva qals da mere am yvelapers ar imchnevde da mastan ertad sarecels iziarebde...es siyvaruli araa da arc ojaxi kide...vigac ugulo arsebis dawerili werilia,romelsac arc uyvars tavisi qmari da konkretuli ragac miznebistvis cdilobs seinarchunos is...me piradad egreve gavwyvetdi cems qmartan urtiertobas,galats namdvilad ver avitandi im doneze miyvars...

სალო2015-09-04 03:28:49
Aუუუ რატო ეცჰურცჰულებს აივანზე შუაღAმეს ქმარი საყვარელს რატო ემესიჯება რატო რატო აბრალებ საყვარელს?! ჯერ თუ თავმოყვარეობა აქვს ცოლს საყვარელს არ უნდა უხსნას რაიმე ქმართან მოაგვაროს და მერე კაკრას ქმარია მოღალატე და ეს უცხო ადამიანს ცინიკურ წერილს წერ და პახოდუ აშანტაჟებს:) ლოგიკა??? ძაან უხერხულია პადობნი ქცევა. მე რომ ცოლი ვიყო მშვიდად დაველაპარაკებოდი ქმარს! ხოლო საყვარელი რომ ვიყო და ეს წერილი მიმეღო ძააან ბევრს დავცინებდი ცოლს და თუ აუცილებლად ავახევდი ამ კაცს :D

2015-09-07 10:18:28
რატომ უნდა მიწერო წერილი... ან რატომ უნდა გადახვიდე ცემა ტყეპაზე... როდესაც გიღალატებს არ აქვს მნიშვნელობა მერე აღარც ცემას აღარც წერილს აღარაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა... ააა... ბავშვები? ბავშვები გაიგებენ ... თუ არ გინდათ თქვენმა გოგომაც თავი არ დახაროს თქვენსავით ,მომამავსლში თქვენ უნდა იყოთ ძლიერი და შეძლოთ თქვენი ცხოვრების ცალკე აწყობა. ან თქვენი ბიჭი ისევე არ მოექცეს თავის ცოლს როგორც თქვენ გექცევათ ქმარი ... თქვენზეა დამოკიდებული თქვენი შვილების მომავალი ... ოჯახის შენარჩუნება ყველაფრის ფასად ბავშვებისთვის უფრო მტკივნეულია ვიდრე ცალ ცალკე ცხოვრება

Dada2015-09-08 13:53:11
მე მაინტერესებს საყვარლის პასუხი....თუ მის ქმარს არ უნდა ღალატი რაღას ეჭორავება და პასუხობს მის ესემესებს?მე არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი ჯერ არ უღალატია ქმარს არც აქვს ღალატის საბაბი

მინდელი2015-09-14 17:59:19
წერილის დამწერი რომ იდიოტია,აშკარაა.ქმარი კი იმ ძაღლად წარმოუდგება,რომელსაც ჰგონია,რომ თვითონ "აჭმევს" და,ამიტომ არ ღალატობს.

grbxyd2016-05-29 06:38:46
rwl6Xl <a href="http://oscoebfxtepq.com/">oscoebfxtepq< /a>, [url=http://pvejzryimxvh.com/]pvejzryimxvh[/url], [link=http://mljxeukbvidr.com/]mljxeukbvidr[/link] , http://qrvhhecebhmi.com/

ანიტა2016-09-21 10:08:54
წერილი ერთმნიშვნელოვნად სისულელეა... მაგრამ აქ ზოგადად, ღალატთან დამოკიდებულებაა მთვარი. აქ ბევრი წერს, რომ უპატიებელია ღალატირ როგოც ქალისთვის ისე კაცისთვისო, მაგრამ ვფიქრობ ეს დაშტამპული აზროვნებაა. ნებიესმიერი ღალატის უკან შეიძლება უდიდესი პრობლემები იმალებოდეს და ასე ცალსახად განსაჯო მცდარია და მეტი არაფერი... და პატიება არპატიებაც ინდივიდუალური საკითხია.

srvthr2017-01-19 22:08:53
sIl95M <a href="http://nedyohovseaa.com/">nedyohovseaa< /a>, [url=http://dvdvdhmcthub.com/]dvdvdhmcthub[/url], [link=http://akpbgfercqmn.com/]akpbgfercqmn[/link] , http://hgmhfpgbvtfe.com/

nezgcwnmw2017-01-21 02:42:36
zGA4xG <a href="http://ugbhwrewojcg.com/">ugbhwrewojcg< /a>, [url=http://doexyrgdzpgk.com/]doexyrgdzpgk[/url], [link=http://fstxlfjjanpv.com/]fstxlfjjanpv[/link] , http://oumqnokkeaui.com/

sgjilzrtdtb2017-01-25 22:04:54
FueW1V <a href="http://mauyqusaothp.com/">mauyqusaothp< /a>, [url=http://fyiitcaspmwn.com/]fyiitcaspmwn[/url], [link=http://gdjbrycuyspk.com/]gdjbrycuyspk[/link] , http://zocyyxfbwpav.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2017
აგვისტო 2017
აგვისტო 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.391
EUR2.8099
GBP3.0818
RUB4.053
თბილისი 19°-35°
ქუთაისი 22°-33°
ბათუმი 23°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia