www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:53 25.08.2014
TOP სამი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელსაც ნამდვილი სიყვარული შეუძლია
ასტროლოგი.ჯი

ალბათ არ მოიძებნება ამ ქვეყანაზე მამაკაცი, რომელიც ქალში სხვა დანარჩენ თვისებებთან ერთად ერთგულების უნარს არ აყენებს პირველ ადგილზე. თუმცა როგორც ძლიერი, ისე სუსტი სქესის წარმომადგენლებში არსებობენ პოლიგამიისკენ და პირიქით, მონოგამიისკენ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნები. აქედან გამომდინარე, ნებისმიერს გააჩნია საკუთარი ახსნა და ხედვა იმისა, თუ რას ნიშნავს მისთვის ერთგულების ცნება. დღეს მინდა სტატისტიკურად ყველაზე ერთგული და თავდადებული ქალების სამეული წარმოგიდგინოთ. თუმცა, აქვე გაითვალისწინეთ, რომ ეს მარტოოდენ ზოგადი სტატისტიკაა; შესაბამისად, თუ ქვემოთ ჩამოთვლილ სიაში ვერ მოხვდით, ტრაგედიას ნუ შექმნით ამით. საბოლოოდ ყველაფერი მაინც პირად ასტროლოგიურ რუკაზეა დამოკიდებული.

მორიელი – მისი ხასიათის უმთავრესი თვისება მაქსიმალიზმია. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც თუ რატომ არ აქვს ქალ მორიელს ხასიათში ოქროს შუალედის დაცვის უნარი. მას ან სიგიჟემდე უყვარს მამაკაცი, ან პირიქით – დასანახავად ეჯავრება. სამაგიეროდ, თუ ძლიერი სქესის წარმომადგენელმა იმდენი შეძლო, რომ ამ ქალს თავი ჭეშმარიტად შეაყვარა (რაც, მერწმუნეთ ერთობ რთული საკითხია), მორიელი მის სიყვარულს მაშინაც კი უერთგულებს, თუ ეს უკანასკნელი ცოცხალი აღარ იქნება. მაქსიმალიზმი, რომელიც ამ ქალის ხასიათში მძლავრობს, აძლევს მას იმის საშუალებას, რომ მიუხედავად უზომო სექსუალურობისა და მხურვალე ტემპერამენტისა, ერთი კაცის ერთგული იყოს წლების მანძილზე თუ ეს ადამიანი მთელი გულით უყვარს. 

თხის რქა – ერთი შეხედვით ცივი, ძალზე პრაგმატული და მერკანტილური ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. რაღაც დოზით დიახ, ალბათ ასეა. მაგრამ გრძნობების საკითხში თხის რქას ბადალი არ ჰყავს, როცა საქმე პარტნიორის ერთგულებასა და მხარდაჭერას ეხება. ეს ის ქალია, რომელსაც ჭეშმარიტად შესწევს ძალა ქმრისთვის ძნელბედობის ჟამს ერთდროულად იყოს ცოლიც, მეგობარიც, მხარდამჭერიც და თანამოაზრეც. მას შეუძლია ვაჟკაცურად გაუმკლავდეს ნებისმიერ განსაცდელს, თუკი იცის, რომ ეს მის პარტნიორს და ოჯახს სჭირდება. ქალი თხის რქის ერთგულება ოჯახისა და მეუღლის მიმართ ფაქტობრივად წრეგადასული და უსაზღვროა. ძალზე ხშირად მას ეს საკუთარი ინტერესების დათმობის ხარჯზეც უწევს, მაგრამ ამ მხრივ იგი არასოდეს დაიწუწუნებს. 

ვერძი – ერთი შეხედვით ძალზე ცვალებადი, იმპულსური და არამდგრადი მოჩანს. მაგრამ როცა საქმე ნამდვილ სიყვარულს ეხება, მას არაერთ ქალზე მეტი თავგანწირვისა და სიმამაცის უნარი აქვს. ქალი ვერძი ზედმეტად გულმართალი ინდივიდია საიმისოდ, რომ ერთდროულად ორ ან სამ მამაკაცს გაუბას ფლირტი ან სასიყვარულო ურთიერთობა. მას ტყუილი არ უყვარს, არც ეხერხება დიდად. შესაბამისად, თუკი ვინმე შეუყვარდა, გარშემო სხვა მამაკაცები მარტოოდენ "ანტურაჟის" ფუნქციას ასრულებენ მისთვის. ამ ქალის ყველაზე დიდი ღირსება არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია კაცს იმედი მისცეს, მომავლის რწმენა გაუღვივოს და რეალურად დააჯეროს იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რაც დამეთანხმებით შეუფასებელი რამაა ბევრი მამაკაცის შემთხვევაში. ქალი, რომელიც სტიმულს აძლევს მამაკაცს, ხშირად ხდება მისთვის განუყრელი თილისმა. შემთხვევითი როდია ის ფაქტი, რომ ვერძი ქალები არაერთ პოლიტიკოსს უმშვენებენ გვერდს.

კომენტარები:
2014-08-27 23:56:28
მე არა...

მარი2014-09-03 10:09:36
თევზები ? :(

ლიკა2014-09-03 15:34:45
კირჩხიბი და ლომი გამოგრჩათ :))

მაკააა2014-09-06 18:57:31
თხის რქაა,ყოჩაღ :))))

ნათია2014-09-07 00:13:21
ვერძიი :)) ^_^

მარიამ2014-09-22 13:19:33
ვერძიიიიიიი ვაააააააააარრრრრრრრრრრრრ :D

ინგულია2014-09-23 13:48:36
ჰმმმ დიახ-დიახ... თქვენ თხის რქებს სათანადოთ არ აფასებთ ჰმ////

ნათია2014-09-24 14:17:30
თხის რქა ^_^

თამუნა2014-09-24 15:50:08
მორიელი:)

ომეგა 5552014-10-10 17:40:32
ვერძები სად ხართ აბა? :)



2014-10-10 18:13:57
სიყვარული არ შემძლებია :დდ

ნი2014-10-10 22:46:41
მშვილდოსანი ყველაზე მოღალატეაო. არ ვარ მოღალატეეეეეეეე

2014-10-11 21:40:54
მორიელიი ))

ნატალია2014-10-13 11:16:47
თხის რქა ვარ-ზუსტად ჩემზეა-სასიამოვნოცაა!

დიანა2014-10-22 20:36:04
თხის რქა ვარ,აი ყოჯაგ მარტალია,ზუსტად ემტხვევს

მაკა2014-11-19 09:05:48
მორიელზე ვეთანხმები ... ))))

2015-09-14 18:34:43
VEრძIIIIIIIIIIIIIII

მაკა2015-09-17 23:57:50
ვერძი...ვეთანხმები 100% !

gaqzgnhuan2016-02-27 14:49:42
cNGzmk <a href="http://nkyofzifbzie.com/">nkyofzifbzie< /a>, [url=http://ccpmlkbhhmgh.com/]ccpmlkbhhmgh[/url], [link=http://wsxqvfwgtpli.com/]wsxqvfwgtpli[/link] , http://thifoxotzocj.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.5773
EUR2.9299
GBP3.2729
RUB3.8499
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 20°-32°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia