www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:00 04.12.2014
7 უნიკალური ცხოვრებისეული გაკვეთილო ოპრა უინფრისგან

დაინახეთ ის თუ ვინ გინდათ გახდეთ

„როცა მე მომავალში ვიყურები, იგი მწვავს თვალებს და ყველაფერი ნათელია“

რას ხედავთ როცა მომავალში იყურებით? ეს მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ ხედავთ იმას, რისი მიღებაც გსურთ. როცა თქვენს მომავალში იყურებით, ნათელი ეფინება თუ არა ყველაფერს? თუ ასე ხდება, მაშინ ეს ის არის, რის მიღებასაც ცდილობთ. თუ თქვენს მომავალს ჩვეულ ფორმაში ხედავთ, ეს ის არის რასაც მიიღებთ. რასავ ხედავთ, იმასვე იღებთ. დაინახეთ ის, ვინც გინდათ რომ იყოთ.

ლტოლვის ძალა

„ლტოლვა - ეს ენერგიაა. შეიგრძენით ძალა, რომელიც მოდის თქვენთან იმაზე კონცენტრირებით, რაც გაღელვებთ“.

ლტოლვა მოდის მაშინ, როდესაც თქვენ აკეთებთ იმას, რაც გიყვართ. როცა  განიცდით ლტოლვას, შეგიძლიათ  დღე და ღამე იმუშაოთ. ლტოლვა - ეს ძალაა, ეს საწვავია, რომელიც წარმატებისთვისაა საჭირო. იპოვეთ თქვენი მისწრაფება და ეცადეთ  მის რეალიზებას,  სინამდვილეში არ აქვს მნიშვნელობა რა დრო დასჭირდება ამ საქმეს.

ფოკუსირება გააკეთეთ კარგზე

„იყავით მადლიერი იმისთვის, რაც თქვენ გაგაჩნიათ, შედეგად კი მიიღებთ უფრო მეტს. თუ თქვენი ყურადღების კონცენტრირებას იმაზე მოახდენთ, რაც არ გაქვთ, თქვენ სამყოფი არასდროს გექნებათ“.

ის, რაზეც ფოკუსირებას მოახდენთ, გაიზრდება. თუ ფოკუსირებას რაიმე კარგზე მოახდენთ, მიიღებთ გაცილებით მეტს. ისწავლეთ აღმოაჩინოთ დადებითი თქვენს   ცხოვრებაში და იყავით მადლიერი ამისათვის ყოველ დღე.

უნდა შეიცვალოთ

„ჩვენ არ შეგვიძლია გავხდეთ ის,  ვინც გვინდა რომ გავხდეთ იმ ადამიანად დარჩენით, ვინც ვართ“

იმისათვის, რომ გქონდეთ მეტი, თქვენც უნდა გაიზარდოთ. არაფერი შეიცვლება თქვენს  ცხოვრებაში,  სანამ გაზრდას არ დაიწყებთ. რას აკეთებთ ყოველდღიურად საკუთარი თავის შეცვლისთვის?  თუ თქვენ არ იცვლებით, არც უნდა ელოდეთ ცვლილებებს ცხოვრებისგან. რა დონეზეც შეიცვლებით თქვენ, ისევე შეიცვლება თქვენი ცხოვრებაც. თუ განაგრძობთ იმის კეთებას, რასაც ყოველთვის აკეთებდით, მიიღებთ იმ შედეგებს, რასაც ყოველთვის იღებდით.

თითოეული ჩვენგანი განვიცდით კრახს

„გააკეთეთ ერთი რამ, რაზეც ფიქრობთ, რომ შეუძლებელია.   განიცადეთ წარუმატებლობა.  სცადეთ კიდევ ერთხელ. მეორედ უკეთ გამოგივათ. ერთადერთი ადამიანი, რომელიც წარუმატებლობას არასდროს არ განიცდის - ეს არის ის, რომელიც მწვერვალებს არ ეჭიდება“.

წარმოიდგინეთ, რომ პატარა ბავშვმა ათჯერ დაცემის შემდეგ განაცხადა, რომ აღარასდროს გაივლის. ცხოვრებაში განიცდით კრახს, დაუშვებთ შეცდომებს, შესაძლოა დეპრესიაც დაგემართოთ, მაგრამ უნდა სცადოთ ისევ და ისევ. მხოლოდ ის ადამიანები არ განიცდიან წარუმატებლობას, რომლებიც საკუთარი კომფორტის  ჩარჩოებიდან გასვლას არ ცდილობენ.  დასცინეთ წარუმატებლობას მანამდე, სანამ წარმატებას არ მიაღწევთ.

განავითარეთ თქვენი პოტენციალი

„ცხოვრების მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ გახდე ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოთ.“

იყენებთ თუ არა თქვენს პოტენციალს მაქსიმალურად? იყენებთ თუ არა თქვენს შესაძლებლობებს,  ნიჭსა და  ცოდნას 100 პროცენტით? ცხოვრების არსი ზრდაში მდგომარეობს, რათა გახდეთ ის, ვინც უნდა იყოთ. თქვენი მიზანია ის, რომ გაიზარდოთ იმდენად, რომ სხვა ადამიანების დახმარება შეძლოთ.

იფიქრეთ მეტზე

„ის რაც თქვენ გიწერიათ, გაცილებით მეტია იმაზე, რაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ“

მიმოიხედეთ, მსოფლიოში იმდენი ადამიანია, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებზე დაბლა ცხოვრობენ, ეს იმიტომ, რომ ისინი დანაშაულის გრძნობას განიცდიან. თქვენ  ღმერთმა მოგცათ საშუალება გახდეთ უკეთესი და გქონდეთ საუკეთესო.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
asOn09kmbh2016-08-31 11:26:52
citalopram</ a> levaquin cipro< /a> acyclovir cream cheap cialis rogaine minoxidil clomid cost without insurance

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)

გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მარტი 2019
მარტი 2019
მარტი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
25262728123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.6861
EUR3.0407
GBP3.5636
RUB4.1133
თბილისი 2°-8°
ქუთაისი 2°-9°
ბათუმი 4°-5°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
3 736
3 867
7 201
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia