www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:52 02.03.2015
კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - (2-8 მარტი)

ვერძი - მიმდინარე კვირას დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენგან დამოუკდიებელი მიზეზების გამო გარკვეული საქმეები შეჩერდეს. შესაძლოა ამის გამო მოგიწიოთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც ძირითადად თავს არიდებთ, ამასთანავე შესაძლოა დახმარებისთვის მიმართოთ ადამიანს, რომელთანაც თავის მოვალედ გრძნობა არ გიყვართ. ასევე მოგიწევთ ისეთ საზოგადოებაში დროის გატარება, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ. კვირის ყველა დღე ნეიტრალურია, თუმცა უნდა უფრთხილდეთ 6 მარტს.

კურო - მიმდინარე კვირას შესაძლოა ისეთი მოვლენების წინაშე აღმოჩნდეთ, რომლებიც თქვენი გეგმების რეალიზებაში ხელს შეგიშლით. თუმცა, თუ თქვენ შეძლებთ არასტანდარტული გამოსავლის მოძებნას შექმნილი რთული ვითარებიდან, მაშინ არა მხოლოდ ხორცს შეასხამთ თქვენს ჩანაფიქრებს, არამედ მომხდარიდან სარგებელსაც კი მიიღებთ. მიმდინარე კვირას თქვენს რეპუტაციას განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ. წარმატებული დღეებია 2 და 6 მარტი, უფრთხილდით 3 მარტს.

ტყუპები - მიმდინარე კვირას მოსალოდნელია შეიტყოთ არც თუ ისე სასიამოვნო სიახლეები რომელიმე თქვენს ნათესავთან დაკავშირებით. შესაძლოა მოგიწიოთ გეგმების შეცვლა და მიღებულ ინფორმაციაზე აქტიური რეაგირება. მთავარია დინებას არ მიჰყვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მოგვიანებით ინანებთ, რომ თავის დროზე არ ჩაერიეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობასაც - მიმდინარე კვირას ნერვული სისტემა საკმაოდ დაძაბული იქნება. კვირის ყველა დღე ნეიტრალურია, განსაკუთრებით ფრთხილად კი 5 მარტს უნდა იყოთ.

კირჩხიბი - მიმდინარე კვირას შესაძლოა ისე მოგიწოთ მოქცევა, როგორც თავად არ გსურთ, არამედ მოიქცევით ისე, როგორც გარემოება მოითხოვს ან ადამიანი, რომელზეც გარკვეული მიზეზის გამო დამოკიდებული ხართ. მიმდინარე კვირას კარგი იქნება თუ სპორტის ექსტრემალური სახეობით არ დაკავდებით. იფრთხილეთ. წარმატებული დღე 2 მარტია, განსაკუთრებით კი 3 მარტს უნდა უფრთხოდეთ.

ლომი - მიმდინარე კვირას შესაძლოა ისეთ ადამიანთან შეხვედრა მოგიწოთ, რომელიც ვიღაცამ თქვენს წინააღმდეგ განაწყო. იფრთხილეთ, რადგან მისი აგრესია და მის ქმედებებში ნათელი აზრის არარსებობა შესაძლოა სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდეს. ამასთანავე, სანამ რაიმეს თქმას ან გაკეთებას გადაწყვეტთ, დაფიქრდით შედეგებზე, რომელიც ამ ყოველივეს მოჰყვება. წინააღმდეგ შემთხვევაში ავნებთ საკუთარ თავსა და კარიერას. მიმდინარე კვირას განსაკუთრებით წარმატებული დღეები 2 და 3 მარტია, 7 მარტს კი უნდა უფრთხილდეთ.

ქალწული - მიმდინარე კვირას არ ღირს იმ ადამიანებთან თქვენი ხასიათის დეტალების გამომჟღავნება, რომლებზეც გარკვეულწილად დამოკიდებულია თქვენი მატერიალური კეთილდღეობა. იმ შემთხვევაშიც თუ ჩათვლით, რომ მართალი ხართ, არ დაგეთანხმებიან ისინი, ვისაც ამის მტკიცებას დაუწყებთ. ამასთანავე, ამ დროის განმავლობაში სასიამოვნო გარემოშიც მოგიწევთ დროის გატარება - შესაძლოა ისეთ ადამიანს ესტუმროთ, რომელსაც თქვენი დანახვა ყოველთვის ახარებს. განსაკუთრებით წარმატებული დღე 4 მარტია, დანარჩენი დღეები კი ერთნაირად ნეიტრალურია.

სასწორი - მიმდინარე კვირას შესაძლოა ახალი ვალდებულებები გაგიჩნდეთ. ამასთანავე არ არის გამორიცხული, რომ ადამიანი, რომლის იმედიც გაქვთ ამ საქმეში უარს იტყვის დახმარებაზე და იმ საქმის შესრულებაზე, რომლის დასრულებისასაც გადაგიხდიან თქვენ და არა მას. ასევე არ არის გამორიცხული პრობლემების წარმოჩენა, რომელიც ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან თუ მეზობლებთან კონფლიქტის საგნად იქცევა. წარმატებული დღეები 6, 7 მარტია, უფრთხილდით 3 მარტს.

მორიელი - მიმდინარე კვირას გელით პროდუქტიული და საკმაოდ სასიამოვნო ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც რეგულარულად უარს გეუბნებათ გარკვეულ დახმარებაზე. შესაძლოა თქვენი პროფესიონალიზმის მაქსიმუმის გამოყენება მოგიწიოთ მატერიალური კეთილდღეობის მისაღებად. კვირის ყველა დღე ნეიტრალურია, განსაკუთრებით კი 2 და 6 მარტს უნდა უფრთხილდეთ.

მშვილდოსანი -  მიმდინარე კვირას ნათელი შემოქმედებითი თვითგამოხატულება გელით. დიდია ალბათობა იმისა, რომ ახალი აღმოჩენა გააკეთოთ, შესაძლოა ნამდვილი შედევრი შექმნათ. სავარაუდოდ ამას კავშირი ექნება თქვენს პირად ცხოვრებასთან და ამიტომ, ანაზღაურებას და მატერიალურ საფასურს ვერ მიიღებთ. კვირის ყველა დღე ნეიტრალურია.

თხის რქა - მიმდინარე კვირას შესაძლოა ისეთ ადამიანთან შეხვედრა მოგიწიოთ, რომელიც გარშემომყოფთათვის ყოველთვის მატერიალური და ფინანსური პრობლემების გამომწვევი მიზეზი ხდება. ეცადეთ არ წამოიწყოთ მასთან ერთად რაიმე საქმე და არ იჩქაროთ მისი თხოვნების შესრულება. ამასთანავე თქვენ მიმდინარე კვირას არც თუ ისე სასიამოვნო ამბებს გაიგებთ. წარმატებული დღეები 3 და 7 მარტია, განსაკუთრებით კი 2 და 5 მარტს უნდა უფრთხილდეთ.

მერწყული - მიმდინარე კვირას არ ღირს ეგოიზმის და თავშეუკავებლობის გამომჟღავნება, ასევე არ გადააბაროთ პასუხისმგებლობა სხვას თქვენი არასწორი ნაბიჯებისთვის. რაც უფრო სწრაფად გაანალიზებთ, რომ მომხდარში თქვენი დანაშაულიც არის, მით უფრო სწრაფად გამოხვალთ იმ სიტუაციიდან, რომელიც თქვენს გაღიზიანებას იწვევს. ასევე არ გადააბაროთ თქვენი საქმე სხვას, მხოლოდ თქვენ შეძლებთ მათთან გამკლავებას იდეალურად. წარმატებული დღე 4 მარტია, დანარჩენი დღეები კი ნეიტრალურია.

თევზები - მიმდინარე კვირას მოგიწევთ ისეთ ადამიანთან შეხვედრა, რომელიც საკუთარი ხასიათისა და ეგოიზმის გამო, ხელს შეგიშლით თქვენი გეგმების რეალიზებაში. არ მიჰყვეთ მას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საბოლოოდ განიცდის გამარჯვებას თქვენზე. ასევე არ შემოუშვათ თქვენს საქმიანობაში ახალი სახეები, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული შედეგი თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს. კვირის წარმატებული დღე 6 მარტია, წარუმატებელი კი 4 მარტი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2019
თებერვალი 2019
თებერვალი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728123
ვალუტა ამინდი
USD2.6498
EUR2.9977
GBP3.4246
RUB4.0023
თბილისი -2°-5°
ქუთაისი 1°-11°
ბათუმი 6°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia