www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
17:38 02.03.2015
კვირის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - (2-8 მარტი)

ვერძი - მიმდინარე კვირას თქვენს პოტენციურ თუ რეალურ სასიყვარულო პარტნიორს სრულ მორჩილებას მოსთხოვთ. თუმცა შესაძლოა თქვენ ვერ მიიღოთ ის, რასაც ითხოვთ. ეცადეთ თავი შეიკავოთ ახალი ნაცნობობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლოს მოუშვებთ ალფონსს, ეს ყოველივე აქტუალურია მათთვისაც, ვინც დაქორწინებულია და მათთვისაც - ვინც თავისუფალია.

რაც შეეხებათ მამაკაცებს, მიმდინარე კვირას არ ღირს თქვენს ქალბატონთან თქვენი ფიზიკური და გონებრივი მიღწევებით იამაყოთ. დიდია ალბათობა იმისა, რომ მისი რეაქცია ისეთი არ იქნება როგორსაც ელით. შედეგად კი კამათი ან ჩხუბი საკმაოდ ცუდად დასრულდება. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ, მაშინ ამ პერიოდში არაფერი შეიცვლება.

კურო - ქალბატონებისთვის მიმდინარე კვირას არ ღირს სასიყვარულო პარტნიორთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა. ამასთანავე, თქვენსა და თქვენს მამაკაცს შორის შესაძლოა კონფლიქტი წარმოიშვას. არ არის გამორიცხული, რომ ამ ადამიანის გამო გარკვეულ საქმეებზე უარის თქმა მოგიწიოთ, ეს კი ხანგრძლივი უკმაყოფილების საგანი გახდება. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ, ამ პერიოდში არაფერი შეიცვლება.

რაც შეეხებათ მამაკაც კუროებს, მიმდინარე კვირას გარკვეული მიზეზის გამო შეწყვეტთ თქვენი სასიყვარულო პარტნიორისადმი ნდობის განცდას. შესაძლოა მას არ მოუნდეს მის მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯის ახსნა, ამიტომ თქვენ შესაძლოა იგი ღალატში დაადანაშაულოთ. ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და სიტუაცია „დაკითხვის“ გარეშე გაანეიტრალოთ. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ, ამ პერიოდში არაფერი შეიცვლება.

ტყუპები - ქალბატონებო მიმდინარე კვირას თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობებისგან და შემთხვევითი სექსისგან - ერთიც და მეორეც საშიშია თქვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის. თავი შორს დაიკავეთ წარსულში დატოვებული მამაკაცებისგან, ასევე უარი უთხარით იმ მამაკაცებს, რომლებიც ინტიმურ სიახლოვეს მოგთხოვენ. ეს ერთნაირად აქტუალურია მათთვისაც ვინც დაქორწინებულია და მათთვისაც ვინც თავისუფალია.

რაც შეეხებათ ტყუპ მამაკაცებს, მიმდინარე კვირას თქვენს გვერდით შესაძლოა აღმოჩნდეს ქალი, რომელიც თქვენდამი განსაკუთრებულ სექსუალურ ინტერესს გამოიჩენს. ეცადეთ გაუძლოთ ცდუნებას, რადგან ამ ქალთან სიახლოვე ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. ეს ერთნაირად აქტუალურია მათთვისაც ვინც დაქორწინებულია და მათთვისაც ვინც თავისუფალია.

კირჩხიბი - ქალბატონებს მიმდინარე კვიარს ქმრის ახლო ნათესავთან კონფლიქტი ელით, ან თქვენ თქვენი სასიყვარულო პარტნიორის გამო თქვენს ნათესავთან შეგემთხვევათ უთანხმოება. ეცადეთ გონება მოიკრიბოთ და სიტუაცია კონფლიქტის გარეშე გაანეიტრალოთ. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ, მაშინ ამ პერიოდში არაფერი შეიცვლება.

რაც შეეხებათ მამაკაცებს, მიმდინარე კვირას მოგეცემათ შანსი შეასრულოთ თქვენი ოცნება, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას უკავშირდება. თუმცა, შესაძლოა ამ შანსის გამოყენება ვერ შეძლოთ. დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენ მოისურვებთ იმ საქმიანობით დაკავებას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ახლა თქვენთვის. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ, მიმდინარე პერიოდში არაფერი შეიცვლება.

ლომი - ქალბატონებს მიმდინარე კვირას განსაკუთრებული ემოციების განცდა ელით. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ იმოქმედებს გარკვეულ საქმეებზე. თქვენ თავბრუდამხვევი სასიყვარულო ემოციები გელით. ეს ერთნაირად აქტუალურია მათთვისაც, ვინც დაქორწინებულია და მათთვისაც ვინც თავისუფალია.

რაც შეეხებათ მამაკაცებს, მიმდინარე კვირას სექსუალური ურთიერთობა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის გახდება არა მხოლოდ სიამოვნების წყარო, არამედ გარკვეული შემოქმედებითი იდეის საწყისიც. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ, მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ შეხვდებით ქალბატონს, რომელიც გრძნობებისა და შინაგანი სამყაროს განვითარების კუთხით ახალ ეტაპზე გაგიყვანთ.

ქალწული - ქალბატონებო, მიმდინარე კვირას თქვენსა და თქვენს მამაკაცს შორის არსებულ ურთიერთობაში შესაძლოა მისი ან თქვენი ნათესავებიდან ვინმე ჩაერიოს. მიმდინარე კვირას გარკვეული მიზეზების გამო გაგაღიზიანებთ თქვენი მამაკაცის ნებისმიერი ქმედება თუ წინადადება. დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენ ცალკე ცხოვრებას მოისურვებთ. კარგია ასე თუ არ მოიქცევით და ეცდებით პარტნიორთან საერთო ენის გამონახვას. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ, მაშინ ამ პერიოდში არაფერი შეიცვლება.

რაც შეეხებათ მამაკაცებს, თქვენ მიმდინარე კვირას სამსახურში შესაძლოა თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ. არ არის გამორიცხული, რომ მან აქტიურად გამოამჟრავნოს თქვენდამი ინტერესი და მიგითითოთ იქითკენ, რომ თქვენთან დაახლოვება სურს. თუმცა, ეს თქვენს რეაქციას სავსებით არ გამოიწვევს. ეს ყოველივე აქტუალურია მათთვისაც ვინც დაქორწინებულია და მათთვისაც ვინც თავისუფალია.

სასწორი - ქალბატონებისთვის მიმდინარე კვირას არ ღირს ცვლილებებზე ფიქრი ოჯახურ ურთიერთობებსა თუ სასიყვარულო პარტნიორთან. სავარაუდოდ თქვენი მამაკაცის რეაგირება ისეთი არ იქნება თქვენს წინადადებებზე, როგორსაც ელით. შედეგად კი შესაძლოა თქვენი კავშირი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ მიმდინარე კვირას არაფერი შეიცვლება.

რაც შეეხებათ მამაკაცებს, მიმდინარე კვირას არ ღირს ოჯახის წევრებისა და ახლობლების „კეთილი“რჩევების მოსმენა. არ მისცეთ უფლება გარეშე პირებს ჩაერივნონ თქვენს პირად ცხოვრებაში და საკუთარი ქალბატონის წინააღმდეგ განგაწყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთვის საკმაოდ მტკივნეული კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდებით. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ, ამ პერიოდში არაფერი შეიცვლება.

მორიელი - ქალბატონებო, მიმდინარე კვირას თქვენს უპირატესობას იგრძნობთ როგორც საპირისპირო, ასევე სუსტი სქესის წარმომადგენლებზე. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ თქვენმა სიამაყემ დაგაცილოთ იმ ადამიანთან, რომელიც თქვენდამი მჭიდრო გრძნობით არის დაკავშირებული. იყავით გაცილებით რბილები. ეს ყოველივე აქტუალურია მათთვისაც ვინც დაქორწინებულია და მათთვისაც ვინც თავისუფალია.

რაც შეეხებათ მამაკაცებს, თქვენს პარტნიორთან ურთიერთობაზე შესაძლოა ნეგატიურად აისახოს რომელიმე თქვენი წარსული სექსუალური გამოცდილება, შესაძლოა, თქვენი ქალბატონი იმედგაცრუებული იყოს იმით, რომ ეს ყოველივე თქვენს ურთიერთობაში ერევა. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ, მიმდინარე კვირას არაფერი შეიცვლება.

მშვილდოსანი - ქალბატონებო, მიმდინარე კვირას, რაიმე მოვლენამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს თქვენი პირადი ცხოვრება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ამ სასიამოვნო ცვლილების გამო, თქვენ მოგიწიოთ საკმაოდ მნიშვნელოვან გარემოებაზე უარის თქმა. ეს აქტუალურია მათთვისაც ვინც თავისუფალია და მათთვისაც, ვინც დაქორწინებულია.

რაც შეეხება მამაკაცებს, შესაძლოა დაკავდეთ ინტიმური ურთიერთობით, ამისთვის შეუსაბამო გარემოში ან ახალგაცნობილ ქალბატონთან. ამასთანავე, დიდია ალბათობა იმისა, რომ გარკვეულ უჩვეულო სექსუალურ ფანტაზიებს შეასხათ ხორცი. ეს აქტუალურია მათთვისაც ვინც თავისუფალია და მათთვისაც, ვინც დაქორწინებულია.

თხის რქა - ქალბატონებო, მიმდინარე კვირას არ ღირს რაიმე კავშირი გქონდეთ თქვენი მამაკაცის რომელიმე ახლობელთან და მითუმეტეს, არ ღირს მოუყვეთ მათ ის, თუ რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანი, რომელსაც ენდობით, გახდეს კონფლიქტის მიზეზი თქვენსა და თქვენს სასიყვარულო პარტნიორს შორის. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ, მაშინ ამ პერიოდში არაფერი შეიცვლება.

რაც შეეხება მამაკაცებს, მიმდინარე კვირას მოგეცემათ შანსი, ინტიმური სიახლოვის მეშვეობით თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი კონფლიქტი ან გაანეიტრალოთ უკვე არსებული. ამიტომ, იყავით აქტიურნი და მგრძნობიარენი. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ, მაშინ მიმდინარე კვირას რეკომენდებულია უარის თქმა შემთხვევით სექსზე.

მერწყული - მიმდინარე კვირას ქალბატონებო, დიდია ალბათობა თავბრუდამხვევი რომანის დაწყებისა. არ არის გამორიცხული, რომ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდით ამ ურთიერთობისთვის და ახლა შეგიძლიათ მიღებული შედეგით ისიამოვნოთ. თუ თქვენ უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ ოჯახური ცხოვრების პირველი ეტაპი დასრულდება და ახალი დაიწყება - რაღაც ახალი ღირებულებებითა და მიზნებით.

რაც შეეხებათ მამაკაცებს, მიმდინარე კვირას პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა მოგესურვებათ. დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენ გააკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ან დაიწყოთ რომანი ქალთან, რომელიც დიდიხანია მოგწონთ ან თქვენს სასიყვარულო პარტნიორთან არსებული დამოკიდებულება ახალ ეტაპზე გაიყვანოთ. ერთშიც და მეორეშიც დაგეხმარებათ ოდესღაც მიღებული გამოცდილება.

თევზები - ქალბატონებო, მიმდინარე კვირას შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი წინადადება შემოგთავაზონ. თუმცა, ეს წინადადება მიიღეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მზად ხართ დათმობებისთვის. ხოლო თუ უკვე დაქორწინებული ხართ, შესაძლოა წარმოიშვას საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს შორის უცნაურ შეთანხმებას გამოიწვევს.

რაც შეეხებათ მამაკაცებს, მიმდინარე კვირას ახალი რომანის დაწყების დიდი ალბათობა არსებობს. ასევე დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს ურთიერთობა შეცვლის არა მხოლოდ თქვენს პირად სამყაროს, არამედ თქვენი არსებობის არსსაც კი. 

კომენტარები:
lknlxprvt2015-06-19 02:35:04
vWFWXG <a href="http://ttacfryqisbt.com/">ttacfryqisbt< /a>, [url=http://ayamulzlsyhd.com/]ayamulzlsyhd[/url], [link=http://zanhhavxibyj.com/]zanhhavxibyj[/link] , http://vxnbyujinxvk.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2017
აგვისტო 2017
აგვისტო 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.391
EUR2.8099
GBP3.0818
RUB4.053
თბილისი 19°-35°
ქუთაისი 22°-33°
ბათუმი 23°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia