www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
01:15 25.04.2016
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 25 აპრილი - პირველი მაისი
აპრილის ბოლო კვირა გამომდინარე იქედან, რომ პლანეტების დიდი ნაწილი ამ ეტაპზე რეტრო-მოძრაობაშია (უკანამავლია) შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის შეფერხებებითა და ბარიერებით იყოს სავსე, როგორც პროფესიული საქმიანობის ისე პირადი ურთიერთობების კუთხით.

მით უმეტეს, რომ პლანეტების რეტროგრადულ ფერხულს ამ კვირის ბოლოს პლანეტა მერკურიც შეუერთდება. რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის დასასრულამდე უნდა შეიძინოთ ყველა სახის საჭირო ტექნიკა ან ელექტრო აქსესუარი. წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოესი ორი კვირის მანძილზე ნამდვილად არ იქნებით დაზღვეული შეძენილი ნივთის სწრაფად გაფუჭებისგან, ასევე მოსალოდნელია რომ ელექტროტექნიკამ ხარვეზით იმუშაოს ან სულაც წუნდებული აღმოჩნდეს შეძენის შემდგომ. მერკურის რეტროგრადული ფაზა ადამიანებს შორის კომუნიკაციის უნარს აუარესებს, ამიტომ მნიშვნელოვან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს თუ 28 აპრილამდე დაგეგმავთ ურიგო ნამდვილად არ იქნება. კვირის მიწურულს კი ნუ მოაწერთ ხელს ხანგრძლივვადიან საქმიან ხელშეკრულებებს, ყურადღება გამოიჩინეთ ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციის შედგენა-გადაგზავნისას, ასევე მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდეთ საქმიანი პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს და ეცადეთ ნაკლებად შეხვიდეთ კამათში.

პლანეტა მარსის რეტროგრადულობის გამო, რომელიც ამ მოძრაობაში სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა არ არის სასურველი მაისის ბოლომდე მაინც დაგეგმოთ 

ხანგრძლივვადიანი და სახიფათო მოგზაურობები. მით უმეტეს ისეთ ადგილებში სადაც აქამდე არასოდეს ყოფილხართ. ამას გარდა მაქსიმალური სიფრთხილე დაიცავით ბასრ, მჩხვლეტავ ნივთებთან დაკავშირებით მათი გამოყენებისას. არ არის ასევე კარგი პერიოდი მსხვილი შენაძენების გასაკეთებლად და ინვესტირებისთვის ბიზნესში. ამ ეტაპზე დრო აჯობებს სამომავლო ქმედებების დაგეგმვას დაუთმოთ და ნაკლებად წამოწყოთ ახალი პროექტები. 

თუმცა კვირის ბოლოს ერთი მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენა მაინც მოხდება, პლანეტა ვენერა ვერძის ზოდიაქოს ნიშნიდან კუროს ზოდიაქოს ნიშანს ესტუმრება, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებში ემოციური ფონის გაკონტროლების ალბათობას. ამ პერიოდიდადნ პრიორიტეტული გახდება პირად ურთიერთობებში სტაბილურობის შენარჩუნების თემა. ძალიან ბევრი წყვილისთვის საკვანძო თემა იქნება უკვე არსებული კავშირების გამყარება და გაძლიერება. 

ვენერას ტრანზიტისას კუროში ადამიანები გაცილებით უფრო კონცენტრირებული გახდებიან საკუთარი ზრუნვა და სიყვარული მატერიალურად გამოხატონ, ზრუნვითა საჩუქრებით საყვარელი ადამიანების მიმართ. რაც ხელს შეუწყობს წყვილებს შორის მყარი და ხანგრძლივვადიანი ურთიერთობების წარმოშობას. ეს პერიოდი ასევე გაადვილებს მცირემასშტაბიანი ფინანსური ოპერაციების წარმოებას. ზოგადად გაიზრდება კომფორტისა და ესთეტიზმის მოთხოვნილება ადამიანებში რაც შესაძლოა საკუთარი თავის განებივრებაშიც გამოიხატოს. ბევრ ჩვენგანს გაუჩნდება სურვილი დრო გაატაროს ბუნებაში, დატკბეს გემრიელი კერძებით და შოფინგით. 

კომენტარები:
iirdllg2016-06-27 07:15:13
F10mUe <a href="http://udqjnahsqwod.com/">udqjnahsqwod< /a>, [url=http://yeoyaiwnkqxa.com/]yeoyaiwnkqxa[/url], [link=http://psvojywuemfw.com/]psvojywuemfw[/link] , http://evezkjthquhv.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
მაისი 2018
მაისი 2018
მაისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.4438
EUR2.8869
GBP3.2881
RUB3.9817
თბილისი 14°-30°
ქუთაისი 15°-31°
ბათუმი 18°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia