www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:09 13.06.2016
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 13-19 ივნისი
დამდეგი კვირა საკმაოდ ჰარმონიული კონფიგურაციით დაიწყება ცაზე. ვენერასა და მზის კარგი ასპექტები ურანთან მოიტანს იმის საშუალებას, რომ ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში სხვადასხვა ტიპის პრობლემები მეგობრების დახმარებითა და თანადგომით მარტივად მოგვარდეს. შესაძლებელი იქნება მათ შორის ფინანასური თუ სხვა ტიპის სირთულეების გადალახვა. 

აქტიური იქნება მოკლევადიანი და მოკლე მანძილზე დაგეგმილი მოგზაურობის თემა. ეს ის პერიოდია, როცა ნებისმიერი ტიპის გადაადგილება საკმაოდ სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. ამიტომ თამამად დაგეგმეთ მივლინებები. 

გამომდინარე იქიდან, რომ კვირის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი კოსმიური მოვლენა ხდება, მოდი, რიგითობის მიხედვით გავამახვილოთ მათზე ყურადღება. 

პირველი მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ ის, რომ უკვე 13 ივნისს პლანეტა ნეპტუნი უკანმავალ ანუ რეტროგრადულ მოძრაობაში დაიწყებს ბრუნვას. რაც იმას ნიშნავს, რომ დგება ილუზიების დრო. ადამანებში მოიმატებს საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებულად შეფასების მოთხოვნილება. ირღვევა საზღვრები არსებულ რეალობასა და სასურველს შორის. ამიტომ ამ პერიოდიდან მოყოლებული ნოემბრის თვის ჩათვლით აკონტროლეთ საკუთარი სურვილები, მათ შორის ნეგატიურიც იმიტომ რომ, შესაძლებელია რეალობაში ისინი მართლაც ახდეს, ოღონდ ასრულდეს არცთუ თქვენთვის მაინცდამაინც სასიამოვნო ფორმატით. 

კარგი პერიოდი დგება საკუთარ თავთან ჩაღრმავების, მედიტაციისა და ფსიქოლოგიის შესწავლისთვის. შესანიშნავია ასევე ეს პერიოდი ხელოვანი ადამიანებისთვის და ყველა იმ სფეროს წარმომადგენლისთვის, ვისი პროფესიაც მაღალ სულიერებას უკავშირდება (თეოლოგები, ღვთისმსახურები, სოციალური მუშაკები). 

17 ივნისიდან პლანეტა ვენერა ტყუპის ზოდიაქოს დატოვებს და ემოციურ კირჩხიბის ზოდიაქოს ესტუმრება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან ძალიან კარგი შანსები ჩნდება ისეთი ნაცნობობის გასაბმელად, რომელიც სამომავლოდ ოჯახის შექმნით დაგვირგვინდება. ვენერა კირჩხიბში ხელს შეუწყობს ასევე პარტნიორული და ოჯახურ-ნათესაური ურთიერთობების გამტკიცება-გამყარებას ადამიანებში.

კვირის მიწურულს სატურნისა და ნეპტუნის ნეგატიური ასპექტის გამო სასურველია, თუკი დამდეგ უქმეებს და პარასკევ დღეს გადამეტებული ალკოჰოლის დოზით არ შეხვდებით. იმიტომ რომ, ამ პერიოდში როგორც არასდროს მოიმატებს სასმელით ან კვებითი ინტოქსიკაციით მოწამვლის საფრთხე. შესაბამისად, ზომიერება ალკოჰოლთან მიმართებაში ამ მხრივ ნამდვილად გამოგადგებათ. 

კომენტარები:
gxngkvcjye2017-05-12 16:21:39
SONbzC <a href="http://krlricltmwta.com/">krlricltmwta< /a>, [url=http://pmjhmsgartmc.com/]pmjhmsgartmc[/url], [link=http://bedhquttrcfu.com/]bedhquttrcfu[/link] , http://axrjyjsehkhg.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 10°-21°
ქუთაისი 12°-19°
ბათუმი 16°-21°
მთავარი