www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:51 05.12.2014
„იმ დროზე გეუბნები, დოლარი რომ 2 ღირდა“ – 90-იანები 21-ე საუკუნეში

ალბათ ყველას გაუგია ან ერთხელ მაინც უთქვამს ფრაზა, „იმ დროზე გეუბნები, დოლარი რომ 2-ზე იყო“, ეს ფრაზა კი გასული საუკუნის გადმონაშთია და თან იმ პერიოდის, რომელიც საქართველოს უახლოესი ისტორიის ზედმეტად რთულ დროს მოიცავს.

საქართველოში 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით დოლარის კურსი 1.95-დან 2 ლარამდე მერყეობს. რა გახდა ამის მიზეზი და რატომ დადგა ლარი  გაუფასურების საშიშროების წინაშე? - ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხები არც ფინანსთა სამინისტროს და არც ეროვნულ ბანკს არ აქვთ. უფრო მეტიც, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ეს პრობლემა ეროვნულმა ბანკმა უნა მოაგვაროს,  ეროვნული ბანკი კი ამტკიცებს, რომ ნიშნული შესაბამის დონეს აუცილებლად დაუბრუნდება.

შექმნილ სიტუაციაზე განსხ ვავებული მოსაზრებები აქვთ ექსპერტებს ეკონომიკის საკითხებში. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ლარი დოლართან მიმართებით ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდება, ხოლო იმისათვის, რომ გაუფასურება ოდნავ მაინც შეჩერდეს, მთელი 2015 წელი იქნება საჭირო, ეს ყველაფერი კი საქართველოს  ბიუჯეტს შესაძლოა მინიმუმ 80 მილიონი დაუჯდეს.

საზოგადოება პანიკას აჰყვა და სავარაუდოდ არც თუ ისე უსაფუძვო პანიკას, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სავაჭრო დაწესებულებებში პროდუქციის ფასმა თითქმის 2-ჯერ მოიმატა. იმ ფონზე, როცა საარსებო მინიმუმი 160 ლარსა და 60 თეთრს შეადგენს, პენსია კი 160 ლარი გახლავთ, დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ „პენსია კი არ უნდა ეყოს პენსიონერს, არამედ პენსიონერი უნდა ეყოს პენსიას“.

ასევე,  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საწვავის ფასმა მოსახლეობისთვის რამდენიმე თეთრით, დეპუტატებისა და მთავრობის წევრებისთვის კი 50 თეთრით დაიკლო.

რაც შეეხება დოლარს, მისი ყიდვა-გაყიდვის კურსი დღეს საქართველოს ბანკებში ასე გამოიყურება:

"საქართველოს ბანკში" დოლარის გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 2.01 ლარია, ყიდვის – 1.93. "თიბისი ბანკში" კი – 1 დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.0 ლარია. ამავე ბანკში დოლარის გაყიდვის კურსი 1.92 ლარს შეადგენს.

ანალოგიური კურსი აქვს ბანკ "რესპუბლიკასაც", სადაც 1 დოლარი 2.0 ლარად იყიდება, ყიდვის კურსი კი 1,92 ლარია.

რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს" – 1 დოლარის შეძენა 1,98 ლარი ღირს, 1 დოლარის გაყიდვა კი – 1,91 ლარი.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 1,89 ლარს შეადგენს.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




სარეკლამო ადგილი - 28
300 x 300
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სარეკლამო ადგილი - 6
300 x 250
ივნისი 2017
ივნისი 2017
ივნისი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
სარეკლამო ადგილი - 7
300 x 250
ვალუტა ამინდი
USD2.411
EUR2.6921
GBP3.069
RUB4.0425
თბილისი 15°-28°
ქუთაისი 17°-27°
ბათუმი 19°-24°
სარეკლამო ადგილი - 8
300 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
300 x 250
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia