www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:56 14.05.2015
როგორ გავყიდოთ 20 დოლარი 200 დოლარად?!

ყოველ წელს პროფესორი მაკს ბაზერმანი Harvard Business School-ის სტუდენტებზე 20 დოლარს 200 დოლარად ყიდის. ამას კი ასე აკეთებეს:

იგი მთელ ჯგუფს 20 დოლარიან კუპიურას აჩვენებს და აცხადებს, მიჰყიდის 20 დოლარს იმ ადამიანს, ვინც მასში უფრო მეტს გადაიხდის, თუმცა გაყიდვის შემდეგ ამ ადმაიანმა დაპირებული თანხა ნამდვილად უნდა გადაიხადოს.

იმისათვის რომ ნათელი იყოს - მაგალითად ორი ყველაზე დიდი ბიდი იყო 15 და 16 დოლარი. გამარჯვებული იღებს 20 დოლარს 16 დოლარის სანაცვლოდ, მეორე ადამიანმა კი პროფესორს 15 დოლარი უნდა მისცეს.

ვაჭრობა იწყება ერთი დოლარიდან და სწრაფად ადის 12-დან 16 დოლარამდე. ამ მომენტისათვის სტუდენტების უმრავლესობა ვარდება აუქციონიდან და რჩება მხოლოდ ორი ადამიანი უმაღლესი ბიდებით. ნელნელა მაგრამ დარწმუნებით აუქციონი უახლოვდება 20 დოლარს.

როცა იგებენ, რომ მოგება შეუძებელია, მაგრამ წაგებაც არ სურთ, რადგან წაგებული არა მხოლოდ არაფერს არ მიიღებს - ის იძულებულიც იქნება დადებული თანხა პროფესორს მისცეს.

როგორც კი აუქციონი 21 დოლარს სცილდება, ჯგუფის სხვა წევრები სიცილს იწყებენ. ეს ნამდვილად კომიკურია, ნუთუ ჰარვარდის სტუდენტები იმდენად „ჭკვიანები“ არიან, რომ 20 დოლარში გაცილებით მეტის გადახდა სურთ?

აუქციონი კი გრძელდება და სწრაფად აღწევს 50 დოლარს, შემდეგ 100 დოლარს, რეკორდი კი 204 დოლარი ყოფილა. აღსანიშნავია, რომ პროფესორი ტრენინგების დროს ამ ყოველივეს მარკეტინგის მენეჯერებსაც კი უტარებს და 20 დოლარს ყოველთვის გაცილებით ძვირად ყიდის.

რატომ იხდიან ადამიანები 20 დოლარში გაცილებით დიდ თანხას და რას ამტკიცებს ამით პროფესორი? ადამიანს, განსაკუთრებით ამა თუ იმ ბიზნესის წარმომადგენელ ადამიანს, აქვს სუსტი ადგილი - loss aversion ანუ დაკარგვის შიში. მრავალი ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ ადამიანი საკუთარ თავს ზედმეტად არარაციონალურად და არაადეკვატურად ხედავს, როცა ფულის დაკარგვას იწყებს.

თავიდან სტუდენტები ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ მოგების მიღება, რადგან ისინი სულელები არ არიან და  არ გადაიხდიან 20 დოლარში გაცილებით მეტ თანხას. ხოლო, როგორც კი ვაჭრობა 12-16 დოლარს უახლოვდება, მეორე ადამიანი იგებს, რომ მას სერიოზული დანაკარგი ელის, ამიტომ ის მეტის დადებას განაგრძობს, სანამ აუქციონი 21 დოლარს არ სცდება. ამ ეტაპზე ორივე მონაწილე უკვე კარგავს თანხას. მაგრამ ვიღაც ერთ დოლარს დაკარგავს, ვიღაც კი 20 დოლარს. იმისათვის, რომ დანაკარგი ნაკლები იყოს, ორივე ადამიანი ცდილობს გახდეს მოგებული. თუმცა, ამ ჯიბრს ისინი მიჰყავს მხოლოდ იქამდე, რომ ორივე მონაწილე კარგავს უფროდაუფრო მეტს.

ამ გზით, უშრომელი 20 დოლარის მიღება წაგებად გარდაიქმნება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არსებობს უამრავი მონაცემი - განსაკუთრებით საფონდო ბირჟებსა და კაზინოებზე - რომელიც ბაზერმანის ფენომენს რეალურად წარმოაჩენს. ადამიანი იწყებს ფულის დაკარგვას. იმის მაგივრად, რომ შეჩერდეს უფროდაუფრო ღრმად მიდის და იმის იმედი აქვს, რომ დანაკარგს ამოიღებს და ფაქტობრივად ყოველთვის, უფრო მეტს კარგავს.

ასე რომ გახსოვდეთ პროფესორის გაკვეთილი - დანაკარგის შიში უფრო მეტ დანაკარგს წარმოშობს. დააფიქსირეთ წაგება, სანამ იგი მინიმალურია. 

კომენტარები:
ჰჰჰჰჰ2015-05-18 13:11:39
ჰჯჰჰჯჰჯჰჯჰჯ

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




სარეკლამო ადგილი - 28
300 x 300
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სარეკლამო ადგილი - 6
300 x 250
ივნისი 2017
ივნისი 2017
ივნისი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
სარეკლამო ადგილი - 7
300 x 250
ვალუტა ამინდი
USD2.4075
EUR2.7092
GBP3.0676
RUB4.084
თბილისი 21°-33°
ქუთაისი 19°-31°
ბათუმი 20°-26°
სარეკლამო ადგილი - 8
300 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
300 x 250
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia